ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2010


მებაღე

მე - შენი სიზმრების მეზღაპრე,
გესტუმრე ინდური ღამიდან,
ყვითელი ზაფრანა...
მებაღევ,
სიყალბე მე და შენ რად გვინდა.
აქედან შენამდე დღეა და
განწყობას თავგზა თუ აებნა,
სურვილებს სურნელი ჩეხავს და
ავყვებით დაგეშილ ზმანებას.
ჩვენ ორნი, ვართ მთვარის სტუმრები,
ქარები გვიძღვნიან ბალადებს
და ყოველ ვნებიან ალიონს,
მიტოვებ ნამიან ზაფრანებს.
სიყვარულს? აბა რას გაუგებ,
გრძნობები ბურთივით აგკენწლავს,
ამ ციდან იმ ცამდე საუბრებს,
გიყვები, ხანდახან გავბედავ.
ყვავილად ჩაგიბნევ
მებაღე,
უშენო სურნელიც არმინდა,
მე - შენი სიზმრების მეზღაპრე,
გისუნთქებ ინდური ღამიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები