ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2010


ვ ა რ თ (მე და შენ)

                                გიოს :* :)


ვართ,
მე და შენ შორის-სივრცეა საყრდენი,
როდესაც ზღვა ხალხში ვგავართ ემიგრანტებს,
მივდივართ, მარტამდე აიწევ საყელოს,
თებერვალს უკიდებ ბოლო ღერ სიგარეტს.

ვშლით უკან ნაბიჯებს, გზადაგზა შენობებს
გადაკრავს მოლურჯო ფერები, არ ქრება
სინათლე-ერთ გულად, თუკია შენდობა
მომავლის,
ჩვენ გვიყვარს უსიტყვო დაშვება...

ამ ციდან იმ ცამდე, დღე ღამემ გარუჯა,
კავალერს მთქნარებით მზე გამოესალმა,
ქალაქი ჩვეული დუმილით დამუნჯდა
და მთვარეს სულ ბოლო ნაფაზი ესროლე.

მე და შენ ვართ, სადღაც სხვა ქუჩის საწყისი,
იქ, სადაც სიმშვიდეს ვსწავლობთ და მთავარი,
ნულიდან შენამდე, შენიდან დავიწყე
გზა,
ერთად ბოლომდე, შორი გვაქვს სავალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს