ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2010


ძაღლი და პოეტი

                       
    ძაღლი - ძახილით დაღლილი არსება.
    პოეტი - ძახილს მიყურადებული, დაღლილობის შემცნობ-გამჩხრეკი, შემფასებელი.
    დაღლილობა - თავდაპირველი აღრენილ-ალესილი განწყობის დროში შელბილება-დაბლაგვება.
    პოეტი - ცნობისწადილის მქონე, ცნობისმოყვარე, ძახილით დაღლილი არსებისკენ ნაბიჯის წამდგომი.
    შეხვედრა - დაღლილისა და ცნობისმოყვარისა? არა! - თვალებისა!  ...გაგების, ერთურთში ასახვის მწყურვალი თვალებისა!
    დაახლოება-დამეგობრება - და არა მოშინაურება!
    ძაღლი და პოეტი - დედამიწის განსხვავებულ ბინადართა პირველი ერთობა.     
    ძაღლი და პოეტი - ერთი კარ-მიდამოს, ერთი ეზო-კარის ორი პატრონი.
    პოეტი - სამარადჟამო წილის გამღები, მბოძებელი; მცირესი, მაგრამ მაინც წილისა.
    ძაღლი - არსება მცირედით კმაყოფილი.   
    პოეტი - კაცთა შორის პირველი, ვინც ადამის მოდგმას შესძინა მეგობარი.
    ადამის მოდგმა - პოეტის მიმბაძველ-მიმდევარი.
    ძაღლი და პოეტი - საკუთარი კარ-მიდამოს, ეზო-კარის პატრონ-დარაჯნი და სამშობლოს ეზო-კარისაც. ორივე მცირედით კმაყოფილი.
    ძაღლი და პოეტი - ერთი ცის ორი შვილი, ერთ ცასა შინა ორი მღაღადებელი. ,,ძაღლიც შეჰღმუის ცას მიშველეო...” - ძაღლიც-ო! გესმით!?
    აღმოჩენა - პოეტის მარტოობა გასრულებულია.  უფრო კი - დიდი ხნის წინ დასრულებული მარტოობის  დაგვიანებული აღიარება.
    ძაღლი და პოეტი - ყეფა-ძახილით დაღლილი ორი არსება, გარემოების ორი საყვირი; მეტი სიზუსტით: შვილნი, - ,,არც მიწისა...” და ,,არც ცისა.”
    მერმისი - ისევ (და კვლავ) ყეფა-ძახილი, ვინაიდან ,,...საშველი მაინც შორია.”






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს