ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


წევხარ...

წევხარ,
მორყეული შეგრძნებებით,
ღამე ისევ თეთრად გადაღებე,
ქუჩა უძინარი, ვერ ერევა
თავს,
რომ კვლავ მანქანებს არ დანებდეს.
ითვლი, მერამდენედ ჩაიარა
ქარმა, გაშლილი თმით, როგორც უწინ
ხიდთან, ხვალ არაფრით აღიარებს,
ცხრაჯერ განიცადა სუიციდი.
ცხრაჯერ აითრია ასფალტიდან
მძიმედ სხეული და მარტოსულმა,
სუნთქვა გამოკიდა ფარატინა
ცაზე, ღრუბლებია ამოსული...
შენ კი,
ფანჯრებს აღებ ორაზროვნად,
ფარდებს შეხებაზე აკანკალებთ,
სივრცეს ამღვრეული მზერით ზომავ,
ცივა, თუმც ამ კედლებს რას დააკლებს.
ხეებს დაღლად სცვივათ ფოთლები და
მაღლა ბილიკს ჭრიან მშვიდი ტემპით,
დუმხარ, სურვილს ჟონავ თვალებიდან,
რიტმში გულის ცემა, ორჯერ მეტი...


დილამ გადაღება ღამე,
შენ კი...
წევხარ,
მოგუდული შეგრძნებებით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს