ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2010


თვითნებურები

 
      ***
ზოგჯერ (თუ ხშირად),
    უღმერთობა
წონასწორობის დაკარგვაა
და მის აღსადგენად
ლოცვაზე უარის თქმა.


    ***
ქუჩის მიღმაც
ინთება წითელი
და ინთება მწვანე...
არა იმიტომ, რომ
ყველა გაჩერდეს
ან ყველამ გაიაროს.


        ***
მეგონა სამშობლოში დავბრუნდი.
თურმე, ქვეყანა გამომიცვლია.


      ***
ნუღარ განრისხდები, ნუღარ!
რომ არ მიიქცეს
ღმერთი მოქცეული
და... მიჰყვეს სიტყვაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები