 | ავტორი: ლელა-65 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 ივნისი, 2010 |
საავადმყოფოს ეზოში ვზივარ, დედა სამი წლის გოგონას ასეირნებს. ბავშვს წინა ორშაბათს გაუკეთა ოპერაცია, თემურ ახმედოვიჩმა…..(ხო, მთავარი ქირურგი ქურთია) მარცხენა თირკმელი ამოაჭრა….. საოცარია, მძიმე ოპერაციის მიუხედავად, ბავშვი თამაშობს; ხან ჩაიცუცქება, ხან გაიქცევა. სავადმყოფოში ბევრს შურს ვიკასი. ექიმს უთქვია იცოცხლებსო.... გვერდით პალატაში ავადმყოფი ბავშვის დედას ვუთხარი: იციი? 99 პროცენტი მისცეს ვიკას სიცოცხლის გარანტია მეთქი…. გესლიანად გაეღიმა და კბილებში გამოსცრა; ეგ კიდევ ბევრს არ ნიშნავსო…. დროზე გავეცალე. მაგალითად იმ პატარა გოგოს ბედს მოიყვანდა ახლახანს, რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში…. -ამათ ურჩევნიათ უფრო მძიმე…. იყო ვიდრე, მათგან განსხვავებით უკეთესი მდგომარეობა გქონდეს. ლოთ ხაზეიკას ყველა ერთნაირად კიდია ფეხებზე, ოღონდ თუთიყუში “იაშკა” ყავდეს კარგად…..ხაზეიკას ყველა სძულს! ბაცშვებს არ უყვართ "იაშკა" იმიტომ, რომ ლოთ ხაზეიკას უყვარს. -გალიის კარს ღიას სტოვებენ, რომ გაფრინდეს და დაიკარგოს. ქალი დათვრება და ავადმყოფ ბავშვებს წყევლის! ვგიჟდები, ლეიკოზიანი ბავშვები ისედაც ჩიტებივით იხოცებიან ყოველ დღე, კიდევ წყევლა უნდათ? ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!....
ვუყურებ პრედნიზოლონისგან გასიებულ დონდლო სახეებს! ბავშვები, გაცვენილი თმებით, ფერმკრთალი ლოყებით!….. ძლივს დალასლასებენ ბნელ დერეფნებში.
ხუთი წლის გოგონას დედა და თავისზე ერთი წლით უმცროსი და მოუვიდა სანახავად…. ეტყობა ერთად იყვნენ სასეირნოდ…. ბედნიერი წუთებიც დამთავრდა!
ფეხსაცმელს ხდიან და ოთახის ჩუსტებს აცმევენ. ახლა დედიკო წავა… დაიკოსაც წაიყვანს… ის კი ისევ მარტო დარჩება…ამ საშინელ საავადმყოფოში, რომლის გარეშეც მისი სიცოცხლე შეუძლებელია!
ბავშვი ფეხათრევით მიდის პალატისკენ, პატარა დაიკო კარებთან დგას, ისინი გამალებით უქნევენ ხელს ერთმანეთს, მათ შორის უღიმღამო, გრძელი დერეფანია.
დედა გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან, ჩასჭიდა პატარას ხელი და ერთხელ კიდევ მიაძახა ვიკას: - აბა შენ იცი, კარგად ჭამე პური!
კარები დაიხურა!... გოგონამ თვალები დახუჭა…. ასე მეგონა, წაიქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ვიკას დღეს ჭამის თავი არ ექნება …..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ძალიან სევდიანია... რეალობაა ალბათ ესეც.. ძალიან სევდიანია... რეალობაა ალბათ ესეც..
31. აუ ლელ ნუ რავიცი კომენტარიც ზედმეტია მგონი აუ ლელ ნუ რავიცი კომენტარიც ზედმეტია მგონი
30. რა საშინელია ცხოვრება... 5555555555555 რა საშინელია ცხოვრება... 5555555555555
29. ნუთუ ასეთი მსხვერპლი საჭიროა? ნუთუ ასეთი მსხვერპლი საჭიროა?
27. ძალიან მძიმეეეეა55555555555 ძალიან მძიმეეეეა55555555555
26. ვაიმე შემძრა :( ვაიმე შემძრა :(
25. და ისევ ვიტირე... :(( :( და ისევ ვიტირე... :(( :(
24. საშინლად მტკივნეულია! სიტყვები ზედმეტია! საშინლად მტკივნეულია! სიტყვები ზედმეტია!
23. აუ!!! სიტყვა გამეყინა! აუ!!! სიტყვა გამეყინა!
22. რომელი ბალაშიხა? 7 თუ 8 ? ჰმ ... მოსკოვი გამახსენდა. რომელი ბალაშიხა? 7 თუ 8 ? ჰმ ... მოსკოვი გამახსენდა.
21. ღმერთო შენ დაიფარე ყოველი მათგანი.
წარმატებები ,ძალიან ძნელია ეს ყოველივე... 2 ღმერთო შენ დაიფარე ყოველი მათგანი.
წარმატებები ,ძალიან ძნელია ეს ყოველივე... 2
20. ძალიან მძიმე!!! დავითს ვეთანხმები!!! გაიხარე შენა!!! ძალიან მძიმე!!! დავითს ვეთანხმები!!! გაიხარე შენა!!!
19. ლეიკოზიანი ბავშვები ისედაც ჩიტებივით იხოცებიან ყოველ დღე, კიდევ წყევლა უნდათ? ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!....
საშინელი სანახავი და განსაცდელია... ლეიკოზიანი ბავშვები ისედაც ჩიტებივით იხოცებიან ყოველ დღე, კიდევ წყევლა უნდათ? ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!....
საშინელი სანახავი და განსაცდელია...
17. მძიმეა და დამთრგუნველი, მითუმეტეს, როცა ხვდები რომ ეს მარტო ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მწარე რეალობაა. საშინელი სურათი კარგად როგორ შეიძლება ითქვას, მაგრამ ზუსტად კი გადმოიტანე ავტორო! გაიხარეთ და ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი მძიმე განსაცდელი ცხოვრებაში!!! მძიმეა და დამთრგუნველი, მითუმეტეს, როცა ხვდები რომ ეს მარტო ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მწარე რეალობაა. საშინელი სურათი კარგად როგორ შეიძლება ითქვას, მაგრამ ზუსტად კი გადმოიტანე ავტორო! გაიხარეთ და ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი მძიმე განსაცდელი ცხოვრებაში!!!
16. ლელა... მოგიკითხე მთელი სითბოთი ლელა... მოგიკითხე მთელი სითბოთი
15. "-ამათ ურჩევნიათ უფრო მძიმე…. იყო ვიდრე, მათგან განსხვავებით უკეთესი მდგომარეობა გქონდეს." სამწუხარო სიმართლეა. "-ამათ ურჩევნიათ უფრო მძიმე…. იყო ვიდრე, მათგან განსხვავებით უკეთესი მდგომარეობა გქონდეს." სამწუხარო სიმართლეა.
14. ასე ვართ... წინ წაწეულ თანამოძმეს ქართველი ვერ იტანს, ხოლო უკანმდგომს თანაგრძნობას უცხადებს/გამონაკლისების გარდა/... მწარე რეალობა, ზუსტი ფსიქოლოგიური კადრებით... ასე ვართ... წინ წაწეულ თანამოძმეს ქართველი ვერ იტანს, ხოლო უკანმდგომს თანაგრძნობას უცხადებს/გამონაკლისების გარდა/... მწარე რეალობა, ზუსტი ფსიქოლოგიური კადრებით...
13. ფეხსაცმელს ხდიან და ოთახის ჩუსტებს აცმევენ. ახლა დედიკო წავა… დაიკოსაც წაიყვანს… ის კი ისევ მარტო დარჩება…ამ საშინელ საავადმყოფოში, რომლის გარეშეც მისი სიცოცხლე შეუძლებელია!
ამ თემაზე უმზაფრესად წერ...ყოველთვის გული მეწურება თუ მეკუმშება...:–* ფეხსაცმელს ხდიან და ოთახის ჩუსტებს აცმევენ. ახლა დედიკო წავა… დაიკოსაც წაიყვანს… ის კი ისევ მარტო დარჩება…ამ საშინელ საავადმყოფოში, რომლის გარეშეც მისი სიცოცხლე შეუძლებელია!
ამ თემაზე უმზაფრესად წერ...ყოველთვის გული მეწურება თუ მეკუმშება...:–*
12. მტკივნეულია ძალიან..საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეგ გარემო.. ფეხები უკან მრჩებოდა და ვერ შევდიოდი ონკოლოგიურში,ნათესავის პალატაში :( მტკივნეულია ძალიან..საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეგ გარემო.. ფეხები უკან მრჩებოდა და ვერ შევდიოდი ონკოლოგიურში,ნათესავის პალატაში :(
11. არ ვიცი რა ვთქვა, მტკივნეულია და მძიმე... :( :( არ ვიცი რა ვთქვა, მტკივნეულია და მძიმე... :( :(
9. საშინელებაა... რაღაც ჩამწყდა გულში :( საშინელებაა... რაღაც ჩამწყდა გულში :(
8. ხანდახან იმისთვის, რომ დავაფასოთ რაც გვაქვს! საჭიროა ვიცოდეთ რა არა აქვს სხვას.... ხანდახან იმისთვის, რომ დავაფასოთ რაც გვაქვს! საჭიროა ვიცოდეთ რა არა აქვს სხვას....
7. დავიწყე კითხვა და... მე ამას ბოლომდე ვერ წავიკითხავ. დავიწყე კითხვა და... მე ამას ბოლომდე ვერ წავიკითხავ.
6. მძიმე წასაკითხია და განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც სურათს წარმოიდგენ. მძიმე წასაკითხია და განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც სურათს წარმოიდგენ.
5. რომ არ ვიცოდე, რომ ეს საშინელი რეალობაა, ასე არ დავმძიმდებოდი. რომ არ ვიცოდე, რომ ეს საშინელი რეალობაა, ასე არ დავმძიმდებოდი.
4. ძალიან მაგარაია ძალიან მაგარაია
3. ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!.... :( ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!.... :(
1. მაპატიეთ თუ დაგასევდიანეთ....:( მაპატიეთ თუ დაგასევდიანეთ....:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|