ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა კახიძე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2010


უკვდავება

მზეს ღრუბლის შავი ეფარა რიდე,-
-მიუწვდომელს და მიუკარებელს,-
-დრო ხურჯინივით წამოვიკიდე
და უკვდავების შევხსენ კარები.

წლები დავბერტყე,როგორც კაკალი,
ნაანდერძევი ვფერე მახვილი,
გულს ორგულობა არ გავაკარე,
ავაგიზგიზე მწველი სახმილი

სიყვარულისა...ვერ  დავიოკე
მერე სისხლი და მივწვდი უკუნეთს,
ბნელეთის კერპნი ავაწიოკე
და შევაჩერე ეს საუკუნე.

ცაში ღრუბლებიც ავაწრიალე,
გაუხედნავი ქარების რისხვით,
ავავსე მერე ღვინით ფიალა
გადავკარი და გავითბე სისხლი.

დეზი ვკარ მერანს,ქარს ავედევნე
და ავისრულე ძველი ზრახვანი,
მოვტაცე თეთრი კოშკიდან დევებს
ოქროსთმიანი მზეთუნახავი.

ბოლოს,შორსა და მიუკარებელ
მზეს ჩამოვგლიჯე ღრუბლების რიდე...
მერე,დავრაზე ისევ კარები
და უკვდავებას გამოვერიდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები