დღე გაწვა,როგორც ხარი დაკლული, სწუხან დაქანცულ სხივთა მტევნები, შენ არსად წახვალ,მეც გულნაკლული,- -ბავშვივით აღარ აგედევნები.
ნაცრისფერ თავშალს იხვევს საღამო, ფერად ოცნებად რჩება სურვილი, შორს, ნისლი წვება დაუსაბამო, როგორც იმედი გადაწურვილი.
მოგონებების თეთრი აპრილი ბინდს ეგრიხება,როგორც ბაწარი, ბუდიდან ისე უცებ აფრინდი, მე გაოცებაც ვერ მოვასწარი.
შენ მიატოვე შორი ნაპირი და სივრცეს შერჩი,როგორც დიანა, გაწოლილია გველეშაპივით დღისა და ღამის მერიდიანი.
როგორც დიდება,მკრთალი,უდაფნო, სიცოცხლე სევდა არის ულევი, მწუხრში ეშვება რუხი უდაბნო და მარტოობა საქსაულების.
მზე გადამალეს უბეში მთებმა, უკანასკნელი კვდება დაისი და შეღამების ცივ ფონზე ჭკნება შენი თვალების ედელვაისი.
სევდა ბურთივით გულთან მოგორდა, შენ შეერთვები ცაში ქარიტებს და ღრუბლებიდან,როგორც ჯოკონდა, თვალს არასოდეს არ ამარიდებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. იმედი გადაწურვილი<<<<<< გადაწურულია სწორი ფორმა
"სევდა ბურთივით გულთან მოგორდა, შენ შეერთვები ცაში ქარიტებს და ღრუბლებიდან,როგორც ჯოკონდა, თვალს არასოდეს არ ამარიდებ..."
ჰო, მე და ჯოკონდა რაღაც უცნაურად ვიღიმით ხოლმე :) +2 იმედი გადაწურვილი<<<<<< გადაწურულია სწორი ფორმა
"სევდა ბურთივით გულთან მოგორდა, შენ შეერთვები ცაში ქარიტებს და ღრუბლებიდან,როგორც ჯოკონდა, თვალს არასოდეს არ ამარიდებ..."
ჰო, მე და ჯოკონდა რაღაც უცნაურად ვიღიმით ხოლმე :) +2
10. მელოდიურია, ლამაზი. მომწონს:)
მელოდიურია, ლამაზი. მომწონს:)
9. მადლობა,დიდი მადლობა ყველას... მადლობა,დიდი მადლობა ყველას...
7. კარგი შედარებებია +2 კარგი შედარებებია +2
6. ლამაზი ლექსია :) 5 ლამაზი ლექსია :) 5
5. მზე გადამალეს უბეში მთებმა, უკანასკნელი კვდება დაისი ვაი_ მეეეეე :) :) :)
მთლიანობაში საინტერესოა, მაგრამ ზოგიერთი სტრიქონი ჩასასწორებელია, ჩემი აზრით. რითმაშიც იგრძნობა და გრამატიკულადაც მზე გადამალეს უბეში მთებმა, უკანასკნელი კვდება დაისი ვაი_ მეეეეე :) :) :)
მთლიანობაში საინტერესოა, მაგრამ ზოგიერთი სტრიქონი ჩასასწორებელია, ჩემი აზრით. რითმაშიც იგრძნობა და გრამატიკულადაც
4. სადღაც წამიკითხავს თითქოს...:)
555555555555 სადღაც წამიკითხავს თითქოს...:)
555555555555
3. კარგია! სიამოვნებით წავიკითხე! ++ კარგია! სიამოვნებით წავიკითხე! ++
2. ეს ძველი ლექსია მგონი ხო...... :) ძალიან მაგარია. წარმატებები მეგობარო. წაკითხული მქონდა ადრე. :) ეს ძველი ლექსია მგონი ხო...... :) ძალიან მაგარია. წარმატებები მეგობარო. წაკითხული მქონდა ადრე. :)
1. როგორც იმედი გადაწურვილი. _ეს არაა გამართული,ლექსი მომეწონა,წარმატებები )))) +2 როგორც იმედი გადაწურვილი. _ეს არაა გამართული,ლექსი მომეწონა,წარმატებები )))) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|