ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა კახიძე
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


ღალატი

მაისის წვიმამ დააწვიმა სურვილი უხვად,
შეგვიანებულ ქალს,დარჩენილს გზაზე უქოლგოდ,
წვიმს.მისდევს წვიმა ქალბატონს და ჩურჩულით უხმობს
და თხელ კაბაზე აურაცხელ წვეთებს უქარგავს...

სველდება ქალი,იხაზება კონტური უცხო,
ელაციცება წვიმა სხეულს,ქცეულს ნაკვთებად,
სრიალებს ურცხვი გახელებით და მერე უხმოდ,
გადაქანცული ქალის გაშლილ თმებში ხვავდება.

ზანტი ზმორებით გაწოლილი წადილი ქრება,
ჩნდება სურათი მკრთალი,თვალის ერთი შევლებით,-
-წყდება წვიმა და გაოგნებულ ქვაფენილს რჩება
ცის ცრემლები და მოცახცახე ქალის ცრემლები...

ნუ,ქალბატონო,ნუ,ცრემლები,გასწით ამაყად,
თქვენ...თქვენ ხომ, წვიმასთან შესცოდეთ,ეს არც ღირს ძიებად,
მეუღლე,როგორც ყოველ ღამით,გელით ამაღამ,
წვიმა წვიმაა...ეს ღალატი გეპატიებათ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები