წიგნიდან: "ზღაპრად ქცეული ამბები"
საძოვარზე გადენილი ხარები არ მოსვლია ბერუას ერთ საღამოს შინ. შემოურტყამს წელზე სავაზნე, გადაუკიდებია მხარზე თოფი, ქამარზე ხანჯალი შეუბამს და წასულა საძებნელად. შემოუვლია მინდვრები და ტყისპირები, ხევები და ფერდობები, მაგრამ ვერ უნახავს თავისი ხარები. მთისძირამდე ასულა თითქმის და შეღამებულა კიდეც. ხარების გარეშე როგორ დავბრუნდეო, უთქვამს, დაბარებულიც ჰქონია შინ, თუ ხარები ვერ ვნახე, არ მელოდოთ ამაღამო. მთის ძირში ერთი პატარა გამოქვაბული სცოდნია და იქ გადაუწყვეტია ღამის გათევა. არა, გამოქვაბულის გარეშეც გაათევდა ტყეში ღამეს, მაგრამ ღრუბლები ყოფილა არეული და წვიმა რომ დაწყებულიყო, ხომ უნდა შეფარებოდა უცებ რაიმეს. ასეთი რამ ხშირად მოსდით ჩვენებურებს, იშვიათი როდია მათთვის დაკარგული საქონლის ძებნისას ტყეში ღამისთევა. ზოგჯერ ასე მგონია, რომ ტყეში უფრო სიამოვნებით იძინებენ, ვიდრე შინ. ჰოდა, ჩვენი ბერუაც ამდენი სიარულის შემდეგ დაქანცული მისულა იმ პატარა მღვიმესთან. იქვე დიდი ხეები მდგარან, ხოლო ზედ გამოქვაბულის თავზე ერთი ფუღუროიანი წიფელია თურმე გადმოყუდებული. შემოდგომა ყოფილა და გამოქვაბული ხმელ ფოთლებს გამოევსო უკვე. მონადირეებისაგან გამიგონია, იმ მღვიმეში დათვი იზამთრებს ხოლმეო. ბერუას არაფერი დახვედრია იქ, კიდევ წამოუხვეტავს ფოთლები და გამოქვაბულის წინ დაუყრია რბილად წამოსაწოლად. უცებ მღვიმის თავზე გადმომდგარი წიფლიდან რაღაც ხმაური გაუგონია, მაღლა აუხედავს და რას ხედავს თურმე: წიფლის ფუღუროდან ვეებერთელა ბუ უყურებს და თავს უქნევს უცნაურად. დიდხანს უცქერიათ ერთმანეთისთვის. - მისტუმრე ამაღამო, - უთქვამს ბერუას ბუსთვის, მიწოლილა იმ ხმელ ფოთლებზე და ჩაულაპარაკებია, - ეჰ, სად არიან ნეტავ ჩემი ხარები, ჩემო მასპინძელო, იქნებ შენ იცი მათი ასავალ-დასავალიო? ბუ თვალს არ აცილებდა თურმე და როცა კარგად ჩამოღამებულა, გაუშლია ფრთები და კივილით გადაუვლია ტყისათვის. ცეცხლის დანთება მოუნდომებია ბერუას, მაგრამ გადაუფიქრებია, ჩემ მასპინძელ ბუს მოვუშლი ამით საბუდარსო. თოფი ახლოს დაუდევს და დაღლილს მისძინებია. ძილში უცნაურ სიზმრებს ვხედავდიო, თითქოს ისევ დავეძებდბდი ჩემს ხარებს და თანაც ორი ბუ მეხმარებოდა, მეძახდნენ ხოლმე „ვერა ნახეო?” - ძველი ზღაპარი შერეოდა ბერუას სიზმარს - დედინაცვალმა რომ გერები გამოყარა გარეთ ძროხების საძებნელად და ბუებად რომ გადაიქცნენ ღამით. განთიადისას, ბაცი შუქი რომ ჩამდგარა ტყეში, ისევ მასპინძელი ბუს ფრთების ხმას გამოუღვიძებია ბერუა, თავის ფუღუროსთან ჩამომჯდარიყო ისევ ბუ და ხან წინ იყურებოდა, ხან ბერუას ჩამოსცქეროდა თურმე და ბჰუუ, ბჰუუო ჩამოსძახოდა. გულაღმა მწოლარე ბერუას აუხედავს და დაკვირვებია ბუს, თითქოს რაღაცას მეუბნებოდა ღამის ფრინველიო. უცებ ახლოს ხარის ზმუილი მომესმა. წამოვიწიე და რას ვხედავ? იქვე გამოქვაბულის წინ, წიფლების ძირას ჩემი ხარები იდგნენ, წყნარად იცოხნებოდნენ და ხან მე მიყურებდნენ, ხან ბუს ახედავდნენ ხოლმე მაღლაო. თვალებს არ უჯერებდა თურმე ბერუა, თავი ისევ სიზმარში ჰგონებია. საიდან, როდის გაჩნდნენ აქო, გაოცებული წამომხტარა ზეზე, ხარებთან მისულა, შეუთვალიერებია, ხელიც გადაუხვევია სიყვარულით ორივესათვის. არადა, გამოქვაბულთან წესით საქონელი არ უნდა მისულიყო - იქ ბალახიანი ადგილი არ ყოფილა. ისევ ბუს ძახილი მოესმა თურმე ბერუას, გადმოჰყურებდა და რაღაცას ეუბნებოდა თითქოს. - როგორ, შენ ხომ არ მომიყვანე ჩემი ხარებიო? - შეუძახნია ღამის ფრინველისათვის, უნატრია, ნეტავ ფრინველთა ენა ვიცოდეო. ბუ კი თავს უქნევდა თითქოს თანხმობის ნიშნად, მერე, დღის სინათლეს რომ მოუმატებია, შებრუნებულა და შემალულა თავის ფუღუროში. კარგა ხანს მდგარა გაოცებული ბერუა, მერე კი წამოსულა თავის ხარებიანად სოფლისაკენ იმაში დარწმუნებული, რომ ღამით იმ ბუმ ეძება მისი ხარები, იპოვნა და გამოქვაბულთან მიუყვანა. ჩამოსულა სოფელში და ყველაფერი უამბნია მეზობლებისათვის, მაგრამ ბევრს არ დაუჯერებია. თუმცა კარგა ხანს არ დავიწყებიათ ეს ამბავი, ბერუას რომ დაინახავდნენ, ბუს მეგობარს, ხანაც ბუს ეძახდნენ. ერთ მოხუცს, სოფელში ჭკუის საკითხავ კაცს რომ ეძახიან, ვკითხე ამ ამბის შესახებ და მითხრა: - მართალია, ბუმ იცის ზოგჯერ ადამიანების დახმარებაო. არ ვიცი, გაიხუმრა, თუ მართლა ასე სწამს. მე კი მჯერა, რომ ღამის ფრინველმა ნამდვილად გაიგო ბერუას გასაჭირი, მოძებნა მისი ხარები და მიუყვანა კიდევაც პატრონს. აი, ასეთი უცნაური ამბები ხდება ხოლმე ზოგჯერ ჩვენს მხარეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომეწონა ძალიან, ცხოველურ ინსტიქტებში ინტუიციაც ვლინდება, წავაკითხებ ჩემ პატარებს ბატონო ავტორო, მხოლოდ ცოტას შემოკლებულად, ბავშტა ნებისყოფის ნაკლებობის გაო, 5555 მომეწონა ძალიან, ცხოველურ ინსტიქტებში ინტუიციაც ვლინდება, წავაკითხებ ჩემ პატარებს ბატონო ავტორო, მხოლოდ ცოტას შემოკლებულად, ბავშტა ნებისყოფის ნაკლებობის გაო, 5555
10. ძალიან კარგად წერთ...ლამაზად და გასაგებად...ბავშვებს წავაკითხებ...მოკითხვა... ძალიან კარგად წერთ...ლამაზად და გასაგებად...ბავშვებს წავაკითხებ...მოკითხვა...
9. ბუმ იცის ზოგჯერ ადამიანების დახმარებაო.
კი, ბუს გულთამხილავობის ნიჭი აქვსო, ამბობენ. ლამაზი ამბავია, სასიამოვნოდ წასაკითხი ბუმ იცის ზოგჯერ ადამიანების დახმარებაო.
კი, ბუს გულთამხილავობის ნიჭი აქვსო, ამბობენ. ლამაზი ამბავია, სასიამოვნოდ წასაკითხი
8. 55555 რა კარი იყო, რა კარგი!
55555 რა კარი იყო, რა კარგი!
7. სიამოვნებით წავიკითხე! ახალი წარმატებები! სიამოვნებით წავიკითხე! ახალი წარმატებები!
6. არ ვიცი, გაიხუმრა, თუ მართლა ასე სწამს. მე კი მჯერა, რომ ღამის ფრინველმა ნამდვილად გაიგო ბერუას გასაჭირი, მოძებნა მისი ხარები და მიუყვანა კიდევაც პატრონს.
რა არის მანდ დაუჯერებელი?...:) 5 არ ვიცი, გაიხუმრა, თუ მართლა ასე სწამს. მე კი მჯერა, რომ ღამის ფრინველმა ნამდვილად გაიგო ბერუას გასაჭირი, მოძებნა მისი ხარები და მიუყვანა კიდევაც პატრონს.
რა არის მანდ დაუჯერებელი?...:) 5
5. " მე კი მჯერა, რომ ღამის ფრინველმა ნამდვილად გაიგო ბერუას გასაჭირი, მოძებნა მისი ხარები და მიუყვანა კიდევაც პატრონს. აი, ასეთი უცნაური ამბები ხდება ხოლმე ზოგჯერ ჩვენს მხარეში"
მე კი ვხედავ, რომ კეთილი კაცის "ზღაპრადქცეული ამბავი" კარგმა ავტორმა ასე სასიამოვნოდ მოგვითხრო და დაგვაჯერა, რომ სიკეთე ფრინველთაც კი არ რჩებათ შეუმჩნეველი! " მე კი მჯერა, რომ ღამის ფრინველმა ნამდვილად გაიგო ბერუას გასაჭირი, მოძებნა მისი ხარები და მიუყვანა კიდევაც პატრონს. აი, ასეთი უცნაური ამბები ხდება ხოლმე ზოგჯერ ჩვენს მხარეში"
მე კი ვხედავ, რომ კეთილი კაცის "ზღაპრადქცეული ამბავი" კარგმა ავტორმა ასე სასიამოვნოდ მოგვითხრო და დაგვაჯერა, რომ სიკეთე ფრინველთაც კი არ რჩებათ შეუმჩნეველი!
4. როგორი საინტერესო ამბავ-ზღაპარი მოგვიყევით ბატონო გივი. ბავშვების რა მოგახსენოთ და მე პირადად ძალიან მომეწონა და გავიხარე ახლა!
როგორი საინტერესო ამბავ-ზღაპარი მოგვიყევით ბატონო გივი. ბავშვების რა მოგახსენოთ და მე პირადად ძალიან მომეწონა და გავიხარე ახლა!
3. ბერუას მეზობლების არ ვიცი, მაგრამ მე კი დავიჯერე ეს ამბავი... უცნაური და კარგი ამბები ხდება "ჩვენს მხარეში"... ძალიან კარგი... :) ბერუას მეზობლების არ ვიცი, მაგრამ მე კი დავიჯერე ეს ამბავი... უცნაური და კარგი ამბები ხდება "ჩვენს მხარეში"... ძალიან კარგი... :)
2. ჰმ...რა საინტერესოა?! ;;) მე მგონი ამას უფროსებიც სიამოვნებით მოისმენენ :) ჰმ...რა საინტერესოა?! ;;) მე მგონი ამას უფროსებიც სიამოვნებით მოისმენენ :)
1. :D ეხლა ვაპირებდი მოწერას-გივი გვიგვიანებ რაღაც ლექსებს თქოო :D და აჰაა :))) ეხლა დავჯდები და ჩავაბულბულებ :) :D ეხლა ვაპირებდი მოწერას-გივი გვიგვიანებ რაღაც ლექსებს თქოო :D და აჰაა :))) ეხლა დავჯდები და ჩავაბულბულებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|