ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


* * *

ფიქრი მიჰყვება მზიან ღრუბელს
მთებზე გადავლილს,
შენთან შეხვედრა
არის ახლა უკვე გვიანი
და ჩემს მაგიერ
მარტოობის სევდით გადაღლილს
მოგეფერება შეღამების გრილი ნიავი.
ამ საღამოსაც შეერევა
მოწყენის ბინდი,
დავდივარ მარტო
უმშვიდესი ხმებით გართული
და თუმცა ვხედავ,
ეს დღეები უშენოდ მიდის,
მაინც ნუგეშად მეფინება
გულზე ზაფხული.
გავყვები ნიავს
ღამეების მყუდრო ფერებში,
მიძინებულ მთებს
სიყვარულით მივუალერსებ,
მერე დავჯდები ჩემს სარკმელთან,
სიმარტოვეში
და თრთოლვით დავწერ
შენთვის მოძღვნილ უნაზეს ლექსებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები