ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


დამჩემდი

მინდვრის გვირილის მტვერი...თაფლით ივსება ფიჭა.
ფოთლებმა ტოტებს ჩრდილის შემოაქსოვეს ფარჩა,
მე კი დღითი დღე  სიცხე ძარღვებს გულიდან მიჭამს.
შესაძლებლობის ბოლო ზღვარია რაც კი დამრჩა.
ახლა ყოველი დილა ჩემთვის ტანჯვაა უფრო,
უიღბლობასთან თითქოს უკვე აღარც ღირს დავა.
ის,რაც აქამდე იყო,ცის საწიერით–უფრთო,
დაწვრილმანდება დროით და უმნიშვნელოდ წავა.
მინდა მოვწყვიტო მზე და ფრთხილად ჩავტიო მუჭში,
მის ორბიტასთან ერთად მერე შენთვის რომ ვმართო.
(დამჩემდა ღამით მთვარე და თვალებს აღარ ვხუჭავ)
მოჩანს ზაფხულის ხვატი და გზა არც ისე ფართო.
სუნთქვით ვაგროვებ იმას,რაც კი შემომრჩა კიდევ,
გულმა დიდხანს რომ გაძლოს,სახელს დავარქმევ შენსას,
გვირილებს ვანდობ სიზმრებს და ვარსკვლავებზე ვკიდებ,
რომ უკვდავება ზეცის შენი პეშვიდან შესვან.
ამეთვისტოსფერ დაისს მზე დასავლეთით ფანტავს,
მაგ კულულების გაშლა ვგრძნობ,საბოლოოდ შემშლის,
ჩამოიხსენი ერთხელ უკარებლობის ფატა,
რომ უშენობის მიზეზს აღარ ვეძებდე ჩემში.



                                                                    12.07.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები