ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა, განგების ნებით გადაკარგული... ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა და კრიმანჭული სხვენზე გაკრული .
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი კანდელ- წანდილით ჩათავდა მარხვა, და ჭლექიანი - ნესტი ამინდი სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.
საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
სწუხან თელები დათალხულ ჩალმით, ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი, და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმით მოსაკითხავი ჩემთვის წერილი.
ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ბაღში შავფერა შინდის სურნელი, შვენობს უშურო შენი მადლია, რატომ იცინის ნუში სულელი, რამ წამოჩიტა ასე ადრიან.
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. შენ გაიხარე-რა ლამაზია!!
წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) შენ გაიხარე-რა ლამაზია!!
წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
29. რა ლამაზი ლექსია :) + რა ლამაზი ლექსია :) +
28. კარგია :) ++ კარგია :) ++
26. გაიხარეთ, შემოქმედელო, ამ ლექსს განასკუთრებული სურნელი აქვს, სადღაც ბავშვობაში გადამიყვანა და ოცნებებში წავედი. +5 გაიხარეთ, შემოქმედელო, ამ ლექსს განასკუთრებული სურნელი აქვს, სადღაც ბავშვობაში გადამიყვანა და ოცნებებში წავედი. +5
25. დაგლიჯა ეხლა ამ ლექსმა რააა........ გაიხარეთ ბატონო დათო 555 მოგიკითხეთ :) დაგლიჯა ეხლა ამ ლექსმა რააა........ გაიხარეთ ბატონო დათო 555 მოგიკითხეთ :)
24. ძალაინ ძალიან ლამაზი ძალაინ ძალიან ლამაზი
23. +2 კარგია ძალიან +2 კარგია ძალიან
22. უმშვენიერესია.... ტკივილიანი... სათუთი... და ყველეფერი საოცრად ცოცხლადაა დახატული....:) უმშვენიერესია.... ტკივილიანი... სათუთი... და ყველეფერი საოცრად ცოცხლადაა დახატული....:)
20. ..
ეს ნაწერი თქვენი წაკითხულიც მაქვს მოსმენილი და მახსოვს კარგად..
5! ..
ეს ნაწერი თქვენი წაკითხულიც მაქვს მოსმენილი და მახსოვს კარგად..
5!
19. ტერენტის ლექსები გამახსენდა ზოზიასადმი! ტერენტის ლექსები გამახსენდა ზოზიასადმი!
18. რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
საოცარი სითბოა და დიიიდი სევდა... ლამაზია ძალიან რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
საოცარი სითბოა და დიიიდი სევდა... ლამაზია ძალიან
17. ულამაზესი ლექსია!!! 5555555555555555555 ულამაზესი ლექსია!!! 5555555555555555555
16. რითმები ვერდა მევწონო!
რითმები ვერდა მევწონო!
15. ასეთი გულიანი და თბილი მიძღვნა და წრფელი კიდევ - დიდი ხანია არ წამიკითხავს! დიდი მადლობა, ბატონო დავით! ასეთი გულიანი და თბილი მიძღვნა და წრფელი კიდევ - დიდი ხანია არ წამიკითხავს! დიდი მადლობა, ბატონო დავით!
14. ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ლამაზი სევდიანი ლექსია! +5!!! ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ლამაზი სევდიანი ლექსია! +5!!!
13. რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
ძალიან თბილი:) რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
ძალიან თბილი:)
12. ულამაზესი ლექსი :) შთამბეჭდავი სახეებით :) მახსოვდა ეს ! :) 555! ულამაზესი ლექსი :) შთამბეჭდავი სახეებით :) მახსოვდა ეს ! :) 555!
11. მაგარი ლექსია +2 მაგარი ლექსია +2
10. მაგარი ლექსია +2 მაგარი ლექსია +2
9. ნაცნობი ტკივილია ჩემთვისაც, რომელიც მშვენიერი ლექსითა გაქვს გამოხატული, დავით... ნაცნობი ტკივილია ჩემთვისაც, რომელიც მშვენიერი ლექსითა გაქვს გამოხატული, დავით...
8. მახსოვს ეს ლექსი. ძალიან ემოციური და ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენებიდან ჩემთვის...
მახსოვს ეს ლექსი. ძალიან ემოციური და ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენებიდან ჩემთვის...
7. ძალიან კარგია, ბავშვობა გამახსენა და ოდნავ დავსევდიანდი +5 ძალიან კარგია, ბავშვობა გამახსენა და ოდნავ დავსევდიანდი +5
6. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
მახსოვს ეს ლექსი. და მესმის თქვენი. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი და. და მადლობა მოკითხვაზე და მოგიკითხეთ მეც, დავით. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას...
მახსოვს ეს ლექსი. და მესმის თქვენი. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი და. და მადლობა მოკითხვაზე და მოგიკითხეთ მეც, დავით.
5. მომეწონა! 5+ მომეწონა! 5+
4. ჩემთვის (საუბედუროდ) ნაცნობი ტკივილია... გაიხარეთ დავით, იდღეგრძელეთ მის მოსაგონებლად! +2 ჩემთვის (საუბედუროდ) ნაცნობი ტკივილია... გაიხარეთ დავით, იდღეგრძელეთ მის მოსაგონებლად! +2
3. "დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას..."
ღმერთმა დაგილოცოთ მამაპაპური ფუძე-კერა, რომელთანაც ამდენი მოგონება გაკავშირებთ და სადაც ასე ღრმად გრძნობთ "ფესვებს"!... "დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას..."
ღმერთმა დაგილოცოთ მამაპაპური ფუძე-კერა, რომელთანაც ამდენი მოგონება გაკავშირებთ და სადაც ასე ღრმად გრძნობთ "ფესვებს"!...
2. სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები. კარგად ნახსოვდა...მშვენიერი ლექსია...5555555 სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები. კარგად ნახსოვდა...მშვენიერი ლექსია...5555555
1. დღეს ორჯერ დამირეკა ჩემმა დამ სოფლიდან, იდოს ეს ძველი ლექსი. დღეს ორჯერ დამირეკა ჩემმა დამ სოფლიდან, იდოს ეს ძველი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|