 | ავტორი: ჟურნალისტკა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 აგვისტო, 2010 |
(იხილეთ ილუსტრაცია) "ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ...
...სიტყვით და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც "ვრაცები" ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით...
...გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა...
...დროა, ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღაბოდ" - ეს არის რამდენიმე ამონარიდი ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილიდან "ქვათა ღაღადი", რომელიც მან 1899 წელს გამოაქვეყნა. ქართველები დღესაც იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებზეც საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა დიდი ილია...
ქართველებზე ტოლერანტული ერი ძნელად თუ მოიძებნება. ჩვენ ყოველთვის ფართოდ გვაქვს კარი ღია ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისთვის, მაგრამ იმას, რასაც ჩვენი მეზობელი სომხები წლების განმავლობაში აკეთებენ ქართული კულტურული თუ ნაციონალური მემკვიდრეობის მხრივ, პასუხი უნდა გაეცეს.
ბუნებრივია, ყველა სომეხს არ ვგულისხმობთ, მაგრამ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ყველაფრის უკან კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ჯგუფი დგას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არ ხდება. მაგალითად, სომეხთა გარკვეული ჯგუფი ამტკიცებს, რომ დიდი იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი სომეხი იყო.
რომ სომხეთშია მსოფლიოში უძველესი ობსერვატორია, რომელიც 7.5 ათასი წლისაა, რომ ბასკები სომხური წარმომავლობისანი არიან და ა.შ.. და ვინჩის ამბავს იტალიელები მოაგვარებენ, ობსერვატორიის სიძველის პირველობას პერუელები არ დათმობენ. აი, ჩვენ კი, რაც კულტურული მემკვიდრეობიდან დაგვრჩა, იქნებ სუფთად, ტალახში გაუსვრელად შევინარჩუნოთ...
ინტერნეტსაიტ www.amazon.de-ზე განთავსებულია სვეტიცხოვლის ფოტო, რომელსაც უზარმაზარი ასოებით აწერია - ARMENIA და სომხური მუსიკის დისკს უკეთებს რეკლამას. საყურადღებოა, რომ ეს ფოტო ორ წელიწადზე მეტია ამ ინტერნეტგვერდზე "დევს". იმავე ინტერნეტმისამართზე ქართველი მოქალაქეების დასაბუთებული პროტესტის მიუხედავად, რომ სვეტიცხოველი უძველეს ქართულ ქალაქ მცხეთაში მდებარეობს და კავშირი არა აქვს სომხებთან, არავის გაუუქმებია. არადა, უკვე რამდენ ევროპელს ჰგონია სვეტიცხოველი სომხური ტაძარი, ვარაუდი თქვენთვის მომინდვია.
აქვე კიდევ ერთი უტიფრობის მაგალითს გთავაზობთ: ეს ბილბორდი, რომელიც ქალაქ მარსელში იყო განთავსებული, 2007 წლის მარტში გამართულ სომხური კინოს ფესტივალს ეძღვნებოდა. მას, როგორც ხედავთ, საქართველოს დამსახურებული არტისტის, უმშვენიერესი სოფიკო ჭიაურელის სურათი ამშვენებს, მაგრამ აღნიშნული არსად არის, რომ ეს ქართველი მსახიობია. თანამედროვე სომხებმა, როგორც ჩანს, რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მუზა ისე გაითავისეს, რომ ქართველობისთვის ვეღარ გაიმეტეს.
www.forum.hayastan.com - ამ ინტერნეტმისამართზე კი ნახავთ ბრალდებას, ქართველები ურცხვად ცდილობენ, აღმოსავლეთ თურქეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების ქართულად გასაღებასო. ლაპარაკია შატბერდის, იშხანისა და ოშკის, როგორც მას სომხები უწოდებენ "ოშკვანკის" მონასტრებზე. ამას განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებს სომეხთა გენოციდის ერევნის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი აიკ დემოიანი...
თუმცა ვის ვედავებით ჩვენი ნაციონალური და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, როდესაც მათ თვითონვე არ ვუფრთხილდებით? "ყველა სიახლის" 25-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძესთან, რომელმაც ერევანში, ქართული კულტურის დღეებზე, დადგა სპექტაკლი "დონ ჟუანი", სადაც მაყურებელს კომანდორის როლში "ქართვლის დედა" წარუდგინა. სპექტაკლის ბოლოს რაკეტადქცეული ქართული ეროვნულობის სიმბოლო კოსმოსში, გადატანითი მნიშვნელობით კი - ჯოჯოხეთში გაფრინდა. ხელოვანს სრული შემოქმედებითი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, თუმცა რას იძლევა ასეთი ექსპერიმენტი, გაუგებარია.
ამ ყველაფრის ფონზე, ამბავი, თუ როგორ ამაყობდა ერთი სომეხი გერმანულ აეროპორტში არაჩვეულებრივი "სომხური" "ხორუმითა" და "ჩაკრულოთი", დედის ნანასავით ჩაგვესმის.
საყურადღებოა არმენოლოგ ბონდო არველაძის კომენტარი - სამწუხაროდ, სომხეთში არის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ისტორიის გაყალბებაზე, ისინი ქართული ხუროთმოძღვრული და ლიტერატურული ძეგლებისა და ქართული ტერიტორიების სომხურად გასაღებას ცდილობენ.. ერთ-ერთი მათგანია სამველ კარაპეტიანი - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მან სომხურ და უცხოურ ენებზე გამოსცა წიგნი, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების დიდი ნაწილი მოხსენიებულია როგორც სომხური.
ლაპარაკია 653 ეკლესია-მონასტერზე. სწორედ ამის პასუხია ჩემს მიერ გამოცემული წიგნი - "სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!" სადაც დასაბუთებული მაქვს, რომ ამ ტაძრების 90 პროცენტი ქართულია, დანარჩენის სომხურობაშიც ეჭვია შესატანი. ჩვენ არ უარვყოფთ სომხური ეკლესიების არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ეკლესიები ამ რაოდენობის არ არის. წიგნში სწორედ ეს მაქვს დოკუმენტურად დასაბუთებული.
ჩემი პროტესტის მიუხედავად, სომხებმა გამოუშვეს 500-გვერდიანი წიგნი "ჯავახქ", რომელშიც ჯავახეთის ტერიტორიებისა და მასზე განლაგებული ქართული ტაძრების სომხურობას იჩემებენ.
ამ მეცნიერთა ჯგუფის უტიფრობას საზღვარი რომ არ აქვს, გასული საუკუნის 1980-იან წლებში ტიგრან მარუთიანის მიერ გამოცემული წიგნი "სიღრმეთა სომხეთიც" ნათელყოფს. მოგეხსენებათ, სიღრმეთა სომხეთს ისინი ტაო-კლარჯეთს უწოდებენ და წიგნში მთელი რიგი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა, როგორებიცაა ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი, შატბერდი, ოთხთავი და სხვა მრავალი, სომხური არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთ ეტაპადაა განხილული. რაღა შორს წავიდეთ, გასულ წელს მოსკოვში გამოვიდა მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რომლის მეორე ტომშიც მთელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორია და მასზე არსებული ძეგლები სომხურადაა მოხსენიებული.
ახლახან კი პარუირ მურადიანმა გამოუშვა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "ძველი თბილისის სომხური ეკლესიები", რომელშიც ავტორი თბილისის არაერთ ეკლესიაზე გამოთქვამს პრეტენზიას.
როგორც ახლახან შევიტყვე, სომხები 653-დან 5 ეკლესიამდე ჩამოვიდნენ და სომხური ეპარქიისათვის მის გადაცემას მოითხოვენ, ერთ-ერთი ასეთია ეკლესია ლესელიძის ქუჩაზე. 22 ოქტომბერს სწორედ ამ საკითხზე ჩამოდის თბილისში სომხეთის კათალიკოსი გარეგინ II. ალბათ ამ ვიზიტის დროს დააყენებს სომეხთა კათალიკოსი სომხური ეპარქიისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხსაც."
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ ვან ბაიბურთს ამ საკითხზე ასეთი თვალსაზრისი აქვს: - "ეს სომხეთისა და საქართველოს მტრების ნახელავია. ამ ყველაფერს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გეგმავს და აფინანსებს და სამარცხვინოა ის, რომ რამდენიმე სომეხი არაპროფესიონალი სწავლული, მათ შორის სამველ კარაპეტიანი, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მსგავს საქციელს სჩადის.
ნუ ავყვებით პროვოკაციებს, ნუ გავუკეთებთ აფიშირებას და ტირაჟირებას ასეთ საკითხებს. ნუ დავუშვებთ იმავე შეცდომას, რაც აფხაზეთთან დაკავშირებით მოხდა. როცა სამეცნიერო, აკადემიური აუდიტორიების მაგივრად, პრესის ფურცლებზე დაიწყო დისკუსია სპეციფიკურ ისტორიულ საკითხებზე აფხაზ და ქართველ მოსახლეობაში, რამაც გარკვეული აზრის შექმნას შეუწყო ხელი და რამაც შემდგომ სავალალო შედეგი გამოიწვია".
სრულიად გასაგებია ბატონი ვანის გულისტკივილი, ეს არც ჩვენთვის არის უცხო, მაგრამ სულ უფრო ხშირად რომ ვაწყდებით ჩვენი ისტორიის დამახინჯების ფაქტებს? თანაც გვედავებიან, თუ ეს ყველაფერი მართალი არ არის, ხმას რატომ არავინ იღებსო?
სოფიო ხუნწარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პრესსამსახურის უფროსი: - "ინტერნეტსივრცეში მსგავსი სტატიები პერმანენტულად გვხვდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასალა გამოქვეყნებულია ცნობილ ვებგვერდებზე, ავტორები ინკოგნიტოდ რჩებიან. არის მეორე ვარიანტიც, ავტორი ცნობილია, მაგრამ ის არ არის ოფიციალური პირი.
შესაბამისად, რომელიმე ქვეყნის მოქალაქის სახელზე საპროტესტო ნოტის გაგზავნა აზრს მოკლებულია (ქალბატონ სოფიოს მხედველობაში, ალბათ, ამერიკაში მოღვაწე სომეხი მეცნიერი რონალდ გრიგორ სონი ჰყავდა, რომელიც საქართველოზე წიგნს წიგნზე გამოსცემს, აწყობს სიმპოზიუმებსა და შეხვედრებს საქართველოს შესახებ ქართველ მეცნიერთა გარეშე - ნ.მ.).
რაც შეეხება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ყველა სახელმწიფო აღიარებს და ოფიციალურ დონეზე რაიმე კანონდარღვევას ამ მიმართულებით ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ვფიქრობთ, მსგავს მასალებს აქვეყნებენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებით."
P.S. რამდენიმე დღის წინ ჩემი ორი სომეხი მეზობლის დიალოგს შევესწარი: ნახე, როგორ გალანძღა მიშამ სომხურად ქართველები?! მეორემ წარბები მრავალმნიშვნელოვნად აქაჩა და სომხურად უპასუხა - მაშ, მაშ, მიშან ღაიმა! მიშან მერნა (მიშა მაგარია! მიშა ჩვენია!)! მგონი, სომხები პრეზიდენტსაც გვეცილებიან...
სხვათა შორის
მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში ყოფნისას, ერთ-ერთ სამუსიკო მაღაზიაში შეამჩნია, რომ ქართული მუსიკის დისკები რუსულ განყოფილებაში იყო განთავსებული. ბასამ შეძლო და შეაგნებინა შოტლანდიელს ქართული მუსიკის ღირებულება, სიძველე, მნიშვნელობა და მოახერხა, რომ ქართული მუსიკის განყოფილება ცალკე გაეკეთებინა გამყიდველს.
ნინო მამუკაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38.
ოოოო ეს ძალიან რთული თემაა........
"ქვათა ღაღადი" გამახსენდაა........
+5555555
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
ოოოო ეს ძალიან რთული თემაა........
"ქვათა ღაღადი" გამახსენდაა........
+5555555
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
37. აქ ვის ადარდებს რომ? რასაც ვხედავ, ერთი საქმით არიან დაკავებულნი: ლანძღვა ქილიკი და უაზრო მოკითხვები, თითქოს ამ საიტის გარეთ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმას დარდობენ საცოდავი ხუთიანი დაუწეროს ვინმემ, რეიტინგს კიდევ ჭორაობით იმაღლებენ სამწუხაროდ. ვის ადარდებს რომ სომხები ცოტა ხანში სომხურ წარწერებს მიადღაბნიან სვეტიცხოველს ან გელათს? არ შემდგარი მწერლების საფიხვნოა.... ყველაფრის პრობლემა ჩვენშია, მონიტორებს მიკედლებულნი ვერც ვერაფერს შევცვლით... ტაო კლარჯეთი ნადგურდება ჩემო კარგო და დისკები ვიდარდო? სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გაანადგურეს უნიკალური და უძველესი ქართული ძეგლები, ილია ჭავჭავაძეც იგივეს ტიროდა მაგრამ შეიცვალა ქართველი კაცის ბუნება? როცა საკუთარს არ გაუფრთხილდები სხვას რა გინდა მოსთხოვო? მე ხანდისხან სიგარეტის ფული არ მაქვს, როგორ შევეჭიდო მაგ პრობლემებს, როცა სხვები მილიონებს ხარჯავენ ჩვენი კულტურისა და ისტორიის გაყალბებაში? დაიწყეთ და რიგით ჯარისკაცად ჩავეწერები მაგ ბრძოლაში...ურაკპარაკზე კი ვერაფერს გადავწყვიტავთ. ნაშრომი მართლაც მომეწონა და კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ მეც ,,ბედნიერი ერის" შვილი ვარ! აქ ვის ადარდებს რომ? რასაც ვხედავ, ერთი საქმით არიან დაკავებულნი: ლანძღვა ქილიკი და უაზრო მოკითხვები, თითქოს ამ საიტის გარეთ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იმას დარდობენ საცოდავი ხუთიანი დაუწეროს ვინმემ, რეიტინგს კიდევ ჭორაობით იმაღლებენ სამწუხაროდ. ვის ადარდებს რომ სომხები ცოტა ხანში სომხურ წარწერებს მიადღაბნიან სვეტიცხოველს ან გელათს? არ შემდგარი მწერლების საფიხვნოა.... ყველაფრის პრობლემა ჩვენშია, მონიტორებს მიკედლებულნი ვერც ვერაფერს შევცვლით... ტაო კლარჯეთი ნადგურდება ჩემო კარგო და დისკები ვიდარდო? სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გაანადგურეს უნიკალური და უძველესი ქართული ძეგლები, ილია ჭავჭავაძეც იგივეს ტიროდა მაგრამ შეიცვალა ქართველი კაცის ბუნება? როცა საკუთარს არ გაუფრთხილდები სხვას რა გინდა მოსთხოვო? მე ხანდისხან სიგარეტის ფული არ მაქვს, როგორ შევეჭიდო მაგ პრობლემებს, როცა სხვები მილიონებს ხარჯავენ ჩვენი კულტურისა და ისტორიის გაყალბებაში? დაიწყეთ და რიგით ჯარისკაცად ჩავეწერები მაგ ბრძოლაში...ურაკპარაკზე კი ვერაფერს გადავწყვიტავთ. ნაშრომი მართლაც მომეწონა და კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ მეც ,,ბედნიერი ერის" შვილი ვარ!
36. მტკივნეული თემაა ძალიან მტკივნეული თემაა ძალიან
35. მტკივნეული თემაა ძალიან მტკივნეული თემაა ძალიან
34. პირველ რიგში სალამი ავტორს. ძალიან საინტერესო და საჭირო წერილია. მასში წამოწეული პრობლემა კი, ვფიქრობ, არც თუ ისეთი ძნელად მოსაგვარებელია, რომორც ბევრ ჩვენგანს გონია. ამისათვის ჩვენ ქართველებმა ერთმანეთში, მართალია სამართლიანი აღშფოთებებით გულები კი არ უნდა ვიფხანოთ, ამის სანაცვლოდ კონტრ წერილები უნდა ვაქვეყნოთ ინტერნეტ საიტებზე; ზუსტად იგივე საიტებზე, სადაც პროვოკაციული და ცრუ-მეცნიერული სისულელეებია განთავსებული. სადაც ერთი ტყუილის გამავრცელებელი "ნაშრომი" დევს, გვერდში ხუთი ჭეშმარიტება უნდა ამოვუყენოთ. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ამას შრომა და შემოქმედებით-კვლევითი ოფლის ღვრა სჭირდება, ჩვენ, ქართველებს კი მუქთად (ე.ი. უხელფასოდ) თითის განძრევაც არ გვინდა. სომხური დიასპორისთანა დამფინანსებლები კი ჩვენ არა გვყავს. პროვოკაციებს პასუხი ძირითადად ისტორიკოსებმა უნდა გასცენ. ზოგიერთი მათგანი მოიბოდიშებს, ინგლისური არ ვიცი, თორემო... საბედნიეროდ საქართველოს უკვე ჰყავს ინგლისურენოვანი მოქალაქეები, რომლებიც ამ "პრობლემის" საუკეთესო დონეზე მოგვარებაში რამენაირად დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, ერთობლივი მონდომება და "საქმე ლაპარაკის მაგივრად" გვჭირდება!!!! :)
პატივისცემით პირველ რიგში სალამი ავტორს. ძალიან საინტერესო და საჭირო წერილია. მასში წამოწეული პრობლემა კი, ვფიქრობ, არც თუ ისეთი ძნელად მოსაგვარებელია, რომორც ბევრ ჩვენგანს გონია. ამისათვის ჩვენ ქართველებმა ერთმანეთში, მართალია სამართლიანი აღშფოთებებით გულები კი არ უნდა ვიფხანოთ, ამის სანაცვლოდ კონტრ წერილები უნდა ვაქვეყნოთ ინტერნეტ საიტებზე; ზუსტად იგივე საიტებზე, სადაც პროვოკაციული და ცრუ-მეცნიერული სისულელეებია განთავსებული. სადაც ერთი ტყუილის გამავრცელებელი "ნაშრომი" დევს, გვერდში ხუთი ჭეშმარიტება უნდა ამოვუყენოთ. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ამას შრომა და შემოქმედებით-კვლევითი ოფლის ღვრა სჭირდება, ჩვენ, ქართველებს კი მუქთად (ე.ი. უხელფასოდ) თითის განძრევაც არ გვინდა. სომხური დიასპორისთანა დამფინანსებლები კი ჩვენ არა გვყავს. პროვოკაციებს პასუხი ძირითადად ისტორიკოსებმა უნდა გასცენ. ზოგიერთი მათგანი მოიბოდიშებს, ინგლისური არ ვიცი, თორემო... საბედნიეროდ საქართველოს უკვე ჰყავს ინგლისურენოვანი მოქალაქეები, რომლებიც ამ "პრობლემის" საუკეთესო დონეზე მოგვარებაში რამენაირად დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, ერთობლივი მონდომება და "საქმე ლაპარაკის მაგივრად" გვჭირდება!!!! :)
პატივისცემით
33. ყოჩაღ ნინო! +2 ისე წელს გავოგნდი იმდენი სომეხი ისვენებდა ბათუმში... აფხაზეთში კი მართალია სასტიკად იქცეოდნენ, მაგრამ არა მარტო ეგენი... კარგი ნაშრომია... ყოჩაღ ნინო! +2 ისე წელს გავოგნდი იმდენი სომეხი ისვენებდა ბათუმში... აფხაზეთში კი მართალია სასტიკად იქცეოდნენ, მაგრამ არა მარტო ეგენი... კარგი ნაშრომია...
32. მეტად მტკივნეული საკითხია... ვზივარ და ვფიქრობ... ნეტა ეს ჩვენი სისუსტეა? თუ იმათი სიძლიერე? :-? :( ჩემი სომეხი დამლაგებლის რეპლიკა გამახსენდა: - წალკა სომხებისაა იაჯან!!! :( და ბოლომდე შეუვალი დარჩა თავისი აზრის... მიდი და ებრძოლე... :( მეტად მტკივნეული საკითხია... ვზივარ და ვფიქრობ... ნეტა ეს ჩვენი სისუსტეა? თუ იმათი სიძლიერე? :-? :( ჩემი სომეხი დამლაგებლის რეპლიკა გამახსენდა: - წალკა სომხებისაა იაჯან!!! :( და ბოლომდე შეუვალი დარჩა თავისი აზრის... მიდი და ებრძოლე... :(
31. ბევრჯერ ჩამოსულს დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვეთანხმები, თუმცა აქვე დავამატებ, რომ სტატიაში მთელი სომეხი ერი აგდებით არსად არის მოხსეიებული. მართალია, ''ვიღაც ერევნელ პროვოკატორებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მრავალსაუკუნიანი თანაცხოვრება'', მაგრამ სომხებთან ურთიერთობის გაფუჭების შიშს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქართული გენისა და ჯიშის ნაწილია?
ჩვენი ურთიერთობა ორი ბავშვის ურთიერთობას მაგონებს. ერთი რომ წნარი და ბუნჩულაა, მეორე - ჭირვეული და მტირალა. ჭირვეულს ჭკვიანის სათამაშო რომ უნდა და მშობლები წყნარ ბავშვს ეხვეწებიან, მიეცი ხომ ხედავ რა ცუდი ბავშვია, როგორ ტირის, შენ კარგი ხარო. საბოლოოდ, სათამაშო ჭიჭყინა ბავშვს რჩება, რომელსაც თუ არ შეუსრულებ რაც უნდა, ჯღავილით გასკდება, ჰოდა გასდის და ტირის...
მე არ მძულს სომხები, მაგრამ მაკანკალებს როცა მახსენდება რას უშვებოდნენ სომხები აფხაზეთში ქართველებს. ბევრჯერ ჩამოსულს დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვეთანხმები, თუმცა აქვე დავამატებ, რომ სტატიაში მთელი სომეხი ერი აგდებით არსად არის მოხსეიებული. მართალია, ``ვიღაც ერევნელ პროვოკატორებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მრავალსაუკუნიანი თანაცხოვრება``, მაგრამ სომხებთან ურთიერთობის გაფუჭების შიშს უნდა გადავაყოლოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქართული გენისა და ჯიშის ნაწილია?
ჩვენი ურთიერთობა ორი ბავშვის ურთიერთობას მაგონებს. ერთი რომ წნარი და ბუნჩულაა, მეორე - ჭირვეული და მტირალა. ჭირვეულს ჭკვიანის სათამაშო რომ უნდა და მშობლები წყნარ ბავშვს ეხვეწებიან, მიეცი ხომ ხედავ რა ცუდი ბავშვია, როგორ ტირის, შენ კარგი ხარო. საბოლოოდ, სათამაშო ჭიჭყინა ბავშვს რჩება, რომელსაც თუ არ შეუსრულებ რაც უნდა, ჯღავილით გასკდება, ჰოდა გასდის და ტირის...
მე არ მძულს სომხები, მაგრამ მაკანკალებს როცა მახსენდება რას უშვებოდნენ სომხები აფხაზეთში ქართველებს.
30. შევეცადე ფაქტებით მელაპარაკა და არა მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით. თუმცა როცა საჭიროა, ვფიქრობ ხმამაღლა უნდ ითქვას სათქმელი. საქართველოს სიყვარულზეა აქ ლაპარაკი და არა სომხების სიძულვილზე. ყველას დიდი მადლობა! შევეცადე ფაქტებით მელაპარაკა და არა მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით. თუმცა როცა საჭიროა, ვფიქრობ ხმამაღლა უნდ ითქვას სათქმელი. საქართველოს სიყვარულზეა აქ ლაპარაკი და არა სომხების სიძულვილზე. ყველას დიდი მადლობა!
29. აქტუალური თემაა (ჩვენდა სამწუხაროდ), თუმცა ძალიან საფრთხილოა. სომხები ჩვენთვის, ქართველებისათვის, მეზობელი და ალბათ ყველაზე ახლო (ან დაახლოებული) ერია. ვიცი რომ ეს ალბათ ცოტა გაუგებარი განცხადებაა თბილისში შედარებით ახლახანს ჩამოსული ლიხსიქითა ქართველებისათვის. სომეხთა მუდმივი ქიშპობა ქართველებთან არახალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათზე აგდებით და უგულოდ წერას არ მივესალმები. მათ ბევრი იციან ჩვენზე, ჩვენს ხასიათზე და დიდი ხანია ჩვენი (პირობითად, ქართული) სამყაროს ნაწილი არიან - გაიხსენეთ გაქართველებული სომხები, საქართველოს რამდენიმე პროვინციაში. ყველანაირად წინააღმდეგი ვარ მათთან გაუცხოების და მათი იზოლაციის, როგორც ფიზიკურის, ისე - მენტალურის. ამ ყველაფერს სჯობს ჩვენმა მმართველებმა კეთილი ინებონ და სულ მცირე, ძლიერი სატელევიზიო გადამცემი დააყენონ ჯავახეთში, რათა ჩვენმა ახალგაზრდა, სომხებმა მოქალაქეებმა ქართულ ტელევიზიებს შეხედონ (უკვე მეცოდებიან ახალქალაქელები) და ტელევიზიის დახმარებით ქართული ისწავლონ, ძალდატანებისა და სპეც-პროგრამების გარეშე. რაც უფრო ახლოს ვიყოლიებთ ჩვენს სომხებს და რაც უფრო მეტი ურთიერთობა გვექნება მათთან, მით უფრო ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. ავტორს ვუქებ შრომას, თუმცა მგონია, რომ ეს თემა არ არის ცენტრალური ორი ერის ურთიერთობებში და ვიღაც ერევნელ პროვოკატორებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მრავალსაუკუნიანი თანაცხოვრება. აქტუალური თემაა (ჩვენდა სამწუხაროდ), თუმცა ძალიან საფრთხილოა. სომხები ჩვენთვის, ქართველებისათვის, მეზობელი და ალბათ ყველაზე ახლო (ან დაახლოებული) ერია. ვიცი რომ ეს ალბათ ცოტა გაუგებარი განცხადებაა თბილისში შედარებით ახლახანს ჩამოსული ლიხსიქითა ქართველებისათვის. სომეხთა მუდმივი ქიშპობა ქართველებთან არახალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათზე აგდებით და უგულოდ წერას არ მივესალმები. მათ ბევრი იციან ჩვენზე, ჩვენს ხასიათზე და დიდი ხანია ჩვენი (პირობითად, ქართული) სამყაროს ნაწილი არიან - გაიხსენეთ გაქართველებული სომხები, საქართველოს რამდენიმე პროვინციაში. ყველანაირად წინააღმდეგი ვარ მათთან გაუცხოების და მათი იზოლაციის, როგორც ფიზიკურის, ისე - მენტალურის. ამ ყველაფერს სჯობს ჩვენმა მმართველებმა კეთილი ინებონ და სულ მცირე, ძლიერი სატელევიზიო გადამცემი დააყენონ ჯავახეთში, რათა ჩვენმა ახალგაზრდა, სომხებმა მოქალაქეებმა ქართულ ტელევიზიებს შეხედონ (უკვე მეცოდებიან ახალქალაქელები) და ტელევიზიის დახმარებით ქართული ისწავლონ, ძალდატანებისა და სპეც-პროგრამების გარეშე. რაც უფრო ახლოს ვიყოლიებთ ჩვენს სომხებს და რაც უფრო მეტი ურთიერთობა გვექნება მათთან, მით უფრო ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. ავტორს ვუქებ შრომას, თუმცა მგონია, რომ ეს თემა არ არის ცენტრალური ორი ერის ურთიერთობებში და ვიღაც ერევნელ პროვოკატორებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მრავალსაუკუნიანი თანაცხოვრება.
28. ძალიან კარგი ნამუშევარია. ყოჩაღ ავტორს.+2 ძალიან კარგი ნამუშევარია. ყოჩაღ ავტორს.+2
27. ზაზას ვეთანხმები, რადგან აბსოლუტურად მართალია. თავის დახრამ და თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ლამისაა ყველაფერი, რაც ისტორიულად ჩვენია, ჩვენი აღარ იყოს და მიითვისონ სხვებმა... სულაც არ მემეტება ჩემეული სხვებისთვის... ბატონო სანდრო, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენს თვალში დვირეს ვერ ვხედავთ, მგონი არ უნდა იყოთ მართალი, ეს წერილი და კომენტარებიც იმის დასტურია, რომ ვხედავთ და გამოსწორებას ვესწრაფვით... მთავარია, ბევრი ვიყოთ, ერთად ვიყოთ, ერთი გზა და ბილიკი გვქონდეს და "არ გვცალოდეს საქილიკოდ"... პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე ზაზას ვეთანხმები, რადგან აბსოლუტურად მართალია. თავის დახრამ და თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ლამისაა ყველაფერი, რაც ისტორიულად ჩვენია, ჩვენი აღარ იყოს და მიითვისონ სხვებმა... სულაც არ მემეტება ჩემეული სხვებისთვის... ბატონო სანდრო, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენს თვალში დვირეს ვერ ვხედავთ, მგონი არ უნდა იყოთ მართალი, ეს წერილი და კომენტარებიც იმის დასტურია, რომ ვხედავთ და გამოსწორებას ვესწრაფვით... მთავარია, ბევრი ვიყოთ, ერთად ვიყოთ, ერთი გზა და ბილიკი გვქონდეს და "არ გვცალოდეს საქილიკოდ"... პატივისცემით, ნინიკო მშვიდობაძე
26. სერგეი :) + სერგეი :) +
24. სანდრო ბერიძე ვერ გავიგე თქვენი ციტატა სახარებიდან, რაო ჩუმად ვიყოთ და თავი დავხაროთო? თუ ეს იგულისხმეთ სახარებიდანვე გიპასუხებთ, თუ ერთ აზრზე ვართ არ ღირს სალაპარაკოდ. ჩემი აზრით აქტუალური თემაა ეს და საყურადღებო. სანდრო ბერიძე ვერ გავიგე თქვენი ციტატა სახარებიდან, რაო ჩუმად ვიყოთ და თავი დავხაროთო? თუ ეს იგულისხმეთ სახარებიდანვე გიპასუხებთ, თუ ერთ აზრზე ვართ არ ღირს სალაპარაკოდ. ჩემი აზრით აქტუალური თემაა ეს და საყურადღებო.
23. კოშმარია!... და მრავალ არს კიდევ საქართველოსა შინა მსგავსნი კოშმარნი.... ურიცხვნი და გაუსაძლისნი ვითარცა სიცხე ამა საუკუნისა, გლობალურ გათბილობებაში!... ოოო წყეულო დროებავ , ოო გაუტანლობავ , ოოო ღვთაებრივო უმადურებავ კაცთა შორის! განვედ, განვედ ჩუენგან , უწმინდურნო, განმკითხველნო სარწმუნოებასა ვითომ შინა მყოფნო!.. ქართვლისა დედაი, რაკეტადაქცეული მრავალგზის გაუფრენიათ და გამოუფრენიათ გარნა მარტო თეატრთა შინა არამედ სინამდვილეშიც ....... ვაი სირცხვილო!... ვაი სამშობლოვ ქიმერადქცეულოოოო!.... მტკვარი ახლოა, მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო, მაგრამ რა კარგად მუშაობენ ეს მაშველებიიიიი......
კოშმარია!... და მრავალ არს კიდევ საქართველოსა შინა მსგავსნი კოშმარნი.... ურიცხვნი და გაუსაძლისნი ვითარცა სიცხე ამა საუკუნისა, გლობალურ გათბილობებაში!... ოოო წყეულო დროებავ , ოო გაუტანლობავ , ოოო ღვთაებრივო უმადურებავ კაცთა შორის! განვედ, განვედ ჩუენგან , უწმინდურნო, განმკითხველნო სარწმუნოებასა ვითომ შინა მყოფნო!.. ქართვლისა დედაი, რაკეტადაქცეული მრავალგზის გაუფრენიათ და გამოუფრენიათ გარნა მარტო თეატრთა შინა არამედ სინამდვილეშიც ....... ვაი სირცხვილო!... ვაი სამშობლოვ ქიმერადქცეულოოოო!.... მტკვარი ახლოა, მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო, მაგრამ რა კარგად მუშაობენ ეს მაშველებიიიიი......
22. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ... ანუ რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა! ო რ გ უ ლ ო ! აღმოიღე პირველად დვირე თუალისგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძ მ ი ს ა შენისა. მათე 7.1,2,3,4,5.
ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ... ანუ რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა! ო რ გ უ ლ ო ! აღმოიღე პირველად დვირე თუალისგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძ მ ი ს ა შენისა. მათე 7.1,2,3,4,5.
21. ფრიად მოსაწონია ავტორის მიერ ამ თემის წამოწევა, მივესალმები მის ხმამაღლობას! როგორმე უნდა დავიცვათ ის, რაც ჩვენია! ღმერთი მოწყალეა!
+2
P.S. ნინოს ვიცნობ ''ლექსების გამოფენიდან'', ვამაყობ მისით!
პატივისცემით მოგიკითხე ჭკვიანო ადამიანო! ფრიად მოსაწონია ავტორის მიერ ამ თემის წამოწევა, მივესალმები მის ხმამაღლობას! როგორმე უნდა დავიცვათ ის, რაც ჩვენია! ღმერთი მოწყალეა!
+2
P.S. ნინოს ვიცნობ ``ლექსების გამოფენიდან``, ვამაყობ მისით!
პატივისცემით მოგიკითხე ჭკვიანო ადამიანო!
20. დარწმუნებული ვარ ნინოს სახით, კარგი და საინტერესო წევრი შეემატა საიტს. დარწმუნებული ვარ ნინოს სახით, კარგი და საინტერესო წევრი შეემატა საიტს.
19. დიდი მადლობა ყველას! განსაკუთრებით ზაზა ბათუმელს მხარდაჭერისთვის და მასალებზე დახმარებისთვის. დიდი მადლობა ყველას! განსაკუთრებით ზაზა ბათუმელს მხარდაჭერისთვის და მასალებზე დახმარებისთვის.
18. თავდაპირველად მინდა მადლობა გადავუხადო წერილის ავტორს ამ მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიისთვის. ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს: ამერიკაში, ქვეყანაში, რომელიც თავისუფლების აკვნადაა აღიარებული, არცერთ ადამიანს მოქალაქეობას არ მიანიჭებენ, თუ მან არ იცის: ინგლისური ენა, ამერიკის კონსტიტუცია და ამ ქვეყნის ისტორია... დაიმისათვის, რომ ადამიანი ამერიკის მოქალაქე გახდეს, რამდენიმე ეტაპია, სერიოზული ეტაპი საჭირო. აქ კი, ჩვენთან: ძალიან იოლად შეიძლება გახდე საქათველოს მოქალაქე და სულაც არაა ამისთვის საჭირო ენის, ისტორიის და კონსტიტუციის ცოდნა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ის იყო ოდითგან, რომ სხვა ეროვნების ადამიანები იოლად ინიშნებოდნენ თანამდებობებზე ისე, რომ ერთი ღერი ქართული არ იცოდნენ, არ მოეთხოვებოდათ საქართველოს ისტორიის ცოდნა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ დღეში ვიყოთ... გამოსავალი? ალბათ, ისევ და ისევ გონიერებაზე უნდა იყოს დამყარებული, ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ არავინ, დედამიწის ზურგზე არავინ გაბედოს და ჩვენს ისტორიულ მონასტრებზე, ჩვენს კულტურაზე თქვას საერთოდ: ეს ქართული არააო. ამას ძალისხმევა და ვიმეორებ, გონიერება სჭირდება. თუ შენ არ იცი, ცხადია, ვერც დაიცავ...
თავდაპირველად მინდა მადლობა გადავუხადო წერილის ავტორს ამ მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიისთვის. ახლა რაც შეეხება ჩემს აზრს: ამერიკაში, ქვეყანაში, რომელიც თავისუფლების აკვნადაა აღიარებული, არცერთ ადამიანს მოქალაქეობას არ მიანიჭებენ, თუ მან არ იცის: ინგლისური ენა, ამერიკის კონსტიტუცია და ამ ქვეყნის ისტორია... დაიმისათვის, რომ ადამიანი ამერიკის მოქალაქე გახდეს, რამდენიმე ეტაპია, სერიოზული ეტაპი საჭირო. აქ კი, ჩვენთან: ძალიან იოლად შეიძლება გახდე საქათველოს მოქალაქე და სულაც არაა ამისთვის საჭირო ენის, ისტორიის და კონსტიტუციის ცოდნა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ის იყო ოდითგან, რომ სხვა ეროვნების ადამიანები იოლად ინიშნებოდნენ თანამდებობებზე ისე, რომ ერთი ღერი ქართული არ იცოდნენ, არ მოეთხოვებოდათ საქართველოს ისტორიის ცოდნა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ დღეში ვიყოთ... გამოსავალი? ალბათ, ისევ და ისევ გონიერებაზე უნდა იყოს დამყარებული, ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ არავინ, დედამიწის ზურგზე არავინ გაბედოს და ჩვენს ისტორიულ მონასტრებზე, ჩვენს კულტურაზე თქვას საერთოდ: ეს ქართული არააო. ამას ძალისხმევა და ვიმეორებ, გონიერება სჭირდება. თუ შენ არ იცი, ცხადია, ვერც დაიცავ...
17. გაიხარე ნინო შენ. ძალიან კარგი გოგო ხარ! გაიხარე ნინო შენ. ძალიან კარგი გოგო ხარ!
16. ხო, მთავარი გამომრჩა, - რესტავრაციის დაწყებისთანავე წამოყო თავი სომხურმა ეპარქიამ და "ჩვენი იყო ეს ეკლესიაო"- პრეტენზია გამოთქვა. ხო, მთავარი გამომრჩა, - რესტავრაციის დაწყებისთანავე წამოყო თავი სომხურმა ეპარქიამ და "ჩვენი იყო ეს ეკლესიაო"- პრეტენზია გამოთქვა.
15. ლესელიძის ქუჩაზე ხარების სახელობის ეკლესიაზე საუბარი. ამ ეკლესიაში ძაააალიან დიდი ხნის განმავლობაში წიგნსაცავი იყო განთავსებული. ჩემმა მოძღვარმა, ამჟამად ჯვარისმამის ეკლესიის დეკანოზმა ტარიელმა ჯერ ეს წიგნსაცავი გადაატანინა და შემდეგ მის მრევლს გაგვაწმენდინა ეკლესია. საკუთარი ხელებით ვკრავდით წიგნებს და მანქანებში ვაწყობდით, მათ კი - ახალ საცავში გადაჰქონდათ. შემდეგ რემონტის კეთება დავიწყეთ საკუთარი ძალებით...
მაშინ იყო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და... აფხაზეთში ბაგრამიანის პოლკი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ და მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად "არდაძაბვის" მიზეზით... შეაჩერეს ხარების სახელობის ეკლესიის რესტავრაცია! :((((
გმადლობ, ნინო, თემის წამოწევისთვის! ლესელიძის ქუჩაზე ხარების სახელობის ეკლესიაზე საუბარი. ამ ეკლესიაში ძაააალიან დიდი ხნის განმავლობაში წიგნსაცავი იყო განთავსებული. ჩემმა მოძღვარმა, ამჟამად ჯვარისმამის ეკლესიის დეკანოზმა ტარიელმა ჯერ ეს წიგნსაცავი გადაატანინა და შემდეგ მის მრევლს გაგვაწმენდინა ეკლესია. საკუთარი ხელებით ვკრავდით წიგნებს და მანქანებში ვაწყობდით, მათ კი - ახალ საცავში გადაჰქონდათ. შემდეგ რემონტის კეთება დავიწყეთ საკუთარი ძალებით...
მაშინ იყო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და... აფხაზეთში ბაგრამიანის პოლკი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ და მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად "არდაძაბვის" მიზეზით... შეაჩერეს ხარების სახელობის ეკლესიის რესტავრაცია! :((((
გმადლობ, ნინო, თემის წამოწევისთვის!
14. ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენას ამ წერილმა.
უბნელი მყავდა სომეხი ჩემი ტოლი ბიჭი. მაშინ 15-16 წლს ვიყავი ალბათ. ერთ საღამოს საუბრისას, ამ სომეხმა გამომიცხადა რომ საქართველოში ეკლესიები სომხებმა ააშენეს. მაშინ დიდად არ ვიცოდი ისტორია მაგრამ იმდენი კი მესმოდა რომ ეს არ დამეჯერა და თავიდანვე მქონდა ეროვნულკობის გრძნობა.თაიდან კამათი დაიწყეთ მაგრამ მერე სიტყვით რომ ვერ გავაგებინე ერთი გვერდიდან მოვდე და რომ მიხვდა ასფალტზე იჯდა მამაშინ გაუნათდა ალბათ გონება. იმის მერე არ უხსენებია არასოდეს სომხური ეკლესია.
ხოდა ამენი რისთვის ვილაყბე იცი, ხშირადდ მქონია შემთხვევა და ბოლომდე დამიცვია ჩემი ოზიცია თუნდაც მუშტით და ეს ჭრიდა. ახლა ზოგიერთი იტყვის ეს არაცივილიზებული ფორმაა ასე როგორშეიძლებაო მაგრამ სწორედ ამ ''ასე როგორ შეიძლებამ'' მიგვიყვანა ამ დონემდე. ხალხო როცა კი ნახოთ ვინც კი ნახოთ, ნუ დაუთმობთ გინდ სიტყვით გინდ საქმით, იცოდნენ რომ ქართველები ხართ და იცავთ იმას რაც თქვენია თორემ ხომ გაგიგიათ ''ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამო''
ავტორო დიდი მადდლობა თემისთვის 5 ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენას ამ წერილმა.
უბნელი მყავდა სომეხი ჩემი ტოლი ბიჭი. მაშინ 15-16 წლს ვიყავი ალბათ. ერთ საღამოს საუბრისას, ამ სომეხმა გამომიცხადა რომ საქართველოში ეკლესიები სომხებმა ააშენეს. მაშინ დიდად არ ვიცოდი ისტორია მაგრამ იმდენი კი მესმოდა რომ ეს არ დამეჯერა და თავიდანვე მქონდა ეროვნულკობის გრძნობა.თაიდან კამათი დაიწყეთ მაგრამ მერე სიტყვით რომ ვერ გავაგებინე ერთი გვერდიდან მოვდე და რომ მიხვდა ასფალტზე იჯდა მამაშინ გაუნათდა ალბათ გონება. იმის მერე არ უხსენებია არასოდეს სომხური ეკლესია.
ხოდა ამენი რისთვის ვილაყბე იცი, ხშირადდ მქონია შემთხვევა და ბოლომდე დამიცვია ჩემი ოზიცია თუნდაც მუშტით და ეს ჭრიდა. ახლა ზოგიერთი იტყვის ეს არაცივილიზებული ფორმაა ასე როგორშეიძლებაო მაგრამ სწორედ ამ ``ასე როგორ შეიძლებამ`` მიგვიყვანა ამ დონემდე. ხალხო როცა კი ნახოთ ვინც კი ნახოთ, ნუ დაუთმობთ გინდ სიტყვით გინდ საქმით, იცოდნენ რომ ქართველები ხართ და იცავთ იმას რაც თქვენია თორემ ხომ გაგიგიათ ``ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამო``
ავტორო დიდი მადდლობა თემისთვის 5
13. ეს ძალიან მტკივნეული თემაა! ბევრ რამეში სცოდავენ ხოლმე სომხების ცალკეული "მეცნიერნი"! თუმცა ასეთ საკითხებზე წერა ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლოა! უნდა ვეცადოთ, რომ მტერმა სათავისოდ არ გამოიყენოს მსგავსი წინააღმნდეგობანი კულტურულ საკითხებში ჩვენს შორის და ეთნიკური დაპირისპირების მაპროვოცირებელ მასალად არ აქციოს! 5 ეს ძალიან მტკივნეული თემაა! ბევრ რამეში სცოდავენ ხოლმე სომხების ცალკეული "მეცნიერნი"! თუმცა ასეთ საკითხებზე წერა ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლოა! უნდა ვეცადოთ, რომ მტერმა სათავისოდ არ გამოიყენოს მსგავსი წინააღმნდეგობანი კულტურულ საკითხებში ჩვენს შორის და ეთნიკური დაპირისპირების მაპროვოცირებელ მასალად არ აქციოს! 5
12. არ ახალია, ძველია ეს ყველაფერი. საინტერესო და დამაფიქრებელი ფაქტებია. კარგია ჟურნალისტკა ძალიან. არ ახალია, ძველია ეს ყველაფერი. საინტერესო და დამაფიქრებელი ფაქტებია. კარგია ჟურნალისტკა ძალიან.
11. ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენას ამ წერილმა.
უბნელი მყავდა სომეხი ჩემი ტოლი ბიჭი. მაშინ 15-16 წლს ვიყავი ალბათ. ერთ საღამოს საუბრისას, ამ სომეხმა გამომიცხადა რომ საქართველოში ეკლესიები სომხებმა ააშენეს. მაშინ დიდად არ ვიცოდი ისტორია მაგრამ იმდენი კი მესმოდა რომ ეს არ დამეჯერა და თავიდანვე მქონდა ეროვნულკობის გრძნობა.თაიდან კამათი დაიწყეთ მაგრამ მერე სიტყვით რომ ვერ გავაგებინე ერთი გვერდიდან მოვდე და რომ მიხვდა ასფალტზე იჯდა მამაშინ გაუნათდა ალბათ გონება. იმის მერე არ უხსენებია არასოდეს სომხური ეკლესია.
ხოდა ამენი რისთვის ვილაყბე იცი, ხშირადდ მქონია შემთხვევა და ბოლომდე დამიცვია ჩემი ოზიცია თუნდაც მუშტით და ეს ჭრიდა. ახლა ზოგიერთი იტყვის ეს არაცივილიზებული ფორმაა ასე როგორშეიძლებაო მაგრამ სწორედ ამ ''ასე როგორ შეიძლებამ'' მიგვიყვანა ამ დონემდე. ხალხო როცა კი ნახოთ ვინც კი ნახოთ, ნუ დაუთმობთ გინდ სიტყვით გინდ საქმით, იცოდნენ რომ ქართველები ხართ და იცავთ იმას რაც თქვენია თორემ ხომ გაგიგიათ ''ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამო''
ავტორო დიდი მადდლობა თემისთვის 5 ერთი საინტერესო შემთხვევა გამახსენას ამ წერილმა.
უბნელი მყავდა სომეხი ჩემი ტოლი ბიჭი. მაშინ 15-16 წლს ვიყავი ალბათ. ერთ საღამოს საუბრისას, ამ სომეხმა გამომიცხადა რომ საქართველოში ეკლესიები სომხებმა ააშენეს. მაშინ დიდად არ ვიცოდი ისტორია მაგრამ იმდენი კი მესმოდა რომ ეს არ დამეჯერა და თავიდანვე მქონდა ეროვნულკობის გრძნობა.თაიდან კამათი დაიწყეთ მაგრამ მერე სიტყვით რომ ვერ გავაგებინე ერთი გვერდიდან მოვდე და რომ მიხვდა ასფალტზე იჯდა მამაშინ გაუნათდა ალბათ გონება. იმის მერე არ უხსენებია არასოდეს სომხური ეკლესია.
ხოდა ამენი რისთვის ვილაყბე იცი, ხშირადდ მქონია შემთხვევა და ბოლომდე დამიცვია ჩემი ოზიცია თუნდაც მუშტით და ეს ჭრიდა. ახლა ზოგიერთი იტყვის ეს არაცივილიზებული ფორმაა ასე როგორშეიძლებაო მაგრამ სწორედ ამ ``ასე როგორ შეიძლებამ`` მიგვიყვანა ამ დონემდე. ხალხო როცა კი ნახოთ ვინც კი ნახოთ, ნუ დაუთმობთ გინდ სიტყვით გინდ საქმით, იცოდნენ რომ ქართველები ხართ და იცავთ იმას რაც თქვენია თორემ ხომ გაგიგიათ ``ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამო``
ავტორო დიდი მადდლობა თემისთვის 5
10. ერთხელ ბავშვობაში რომ გვყავს ნაცემი და აღარ ავიწყდებათო...სომხებზე თქვეს ერთერთ შოუში და რა ზუსრად...:)
ერთხელ ბავშვობაში რომ გვყავს ნაცემი და აღარ ავიწყდებათო...სომხებზე თქვეს ერთერთ შოუში და რა ზუსრად...:)
8. ეგ არაფერი ხალხნო,,, ცოტაც მოვიცადოთ, სუუულ ცოტაც, და მერე , როგორც ბატონმა ჩვენმა პრეზიდენტმა და ბატონმა ალიევმა გადაწყვიტეს, მალე შექმნიან კონფედერაციას და ვიცხოვრებთ "დიდხანს და ბედნიერად". 3.5 მილიონი ქართველი და 9.5 მილიონი აზერი. ერთ-ერთი პოეტი ხომ იყო რომ თქვა:
"თბილისი, ბაქო და ერევანი რა კარგი თქმაა, რა დიდებული ეს ერთი ვაზის სამი მტევანი ერთ მარანსია ჩაკიდებული" - ოოოო...
ვააააააააი ჩვენს თაააააააააააავვვვვვვვვვვვვვვვვვვვს ეგ არაფერი ხალხნო,,, ცოტაც მოვიცადოთ, სუუულ ცოტაც, და მერე , როგორც ბატონმა ჩვენმა პრეზიდენტმა და ბატონმა ალიევმა გადაწყვიტეს, მალე შექმნიან კონფედერაციას და ვიცხოვრებთ "დიდხანს და ბედნიერად". 3.5 მილიონი ქართველი და 9.5 მილიონი აზერი. ერთ-ერთი პოეტი ხომ იყო რომ თქვა:
"თბილისი, ბაქო და ერევანი რა კარგი თქმაა, რა დიდებული ეს ერთი ვაზის სამი მტევანი ერთ მარანსია ჩაკიდებული" - ოოოო...
ვააააააააი ჩვენს თაააააააააააავვვვვვვვვვვვვვვვვვვვს
6. ფრიად დამაფიქრებელია ის, რაზეც ავტორი საუბრობს (თუ ნამდვილად ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ...არ მეპარება ეჭვი ავტორის გულწრფელობაში). რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ უზომოდ ვწუხვარ...ვამართლებთ, სამწუხაროდ, გამონათქვამს - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია... და კიდევ - ნებისმიერი საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორ ერს შორის საუკუნოვანი, ისტორიული ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს - ეს ყველაზე ცუდი რამ იქნება.
წერილის ავტორს პატივისცემა! ფრიად დამაფიქრებელია ის, რაზეც ავტორი საუბრობს (თუ ნამდვილად ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ...არ მეპარება ეჭვი ავტორის გულწრფელობაში). რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ უზომოდ ვწუხვარ...ვამართლებთ, სამწუხაროდ, გამონათქვამს - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია... და კიდევ - ნებისმიერი საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორ ერს შორის საუკუნოვანი, ისტორიული ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს - ეს ყველაზე ცუდი რამ იქნება.
წერილის ავტორს პატივისცემა!
5. ვერკვევი ამ პრობლემატურ საკითხში.... ძალიან გული მტკივა, რომ ამან შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. ნაშრომი საინტერესოა! 5 ვერკვევი ამ პრობლემატურ საკითხში.... ძალიან გული მტკივა, რომ ამან შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. ნაშრომი საინტერესოა! 5
4. საინტერესო მიმართულებით არის დასმული პრობლემა და შესაბამისად წერილიც. რამდენადაც მახსოვს, სვეტიცხოველთან დაკავშირებით მითითებული ინფორმაცია, მგონი სათანადო დონეზე გაპროტესტდა, თუმცა რა შედეგი მოყვა ამ პროტსეტს, (საერთოდ მოყვა თუ არა) არ ვიცი. ვან ბაიბურთს კიდევ რაღაც ნაწილში ხშირად იმხელა პასუხისმგებლობა და სახემწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ ისურვებდა ადამიანი, ამგვარ ქართველს საინტერესო მიმართულებით არის დასმული პრობლემა და შესაბამისად წერილიც. რამდენადაც მახსოვს, სვეტიცხოველთან დაკავშირებით მითითებული ინფორმაცია, მგონი სათანადო დონეზე გაპროტესტდა, თუმცა რა შედეგი მოყვა ამ პროტსეტს, (საერთოდ მოყვა თუ არა) არ ვიცი. ვან ბაიბურთს კიდევ რაღაც ნაწილში ხშირად იმხელა პასუხისმგებლობა და სახემწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ ისურვებდა ადამიანი, ამგვარ ქართველს
3. წარმატებები კოლეგავ! :) წარმატებები კოლეგავ! :)
2. ასეთივე დღეშია დღეს კავკასიური სახლი (სმირნოვების მუზეუმი), ასევე დიდი საფრთხის წინაშეა ბაგრატისა და გელათის ტაძრები (რომლებიც ამოიშლება მალე მსოფლიოს კულურული ძეგლების სიიდან) და ათასი პრობლემა კიდევ, რაც სამწუხაროდ დღეს უყურადღებოდაა მიგდებული...
რაც შეეხება ნაწერს... კარგია, თამამია, ნამუშევარია, ნაფიქრია... ერთი სიტყვით 5!!!
ასეთივე დღეშია დღეს კავკასიური სახლი (სმირნოვების მუზეუმი), ასევე დიდი საფრთხის წინაშეა ბაგრატისა და გელათის ტაძრები (რომლებიც ამოიშლება მალე მსოფლიოს კულურული ძეგლების სიიდან) და ათასი პრობლემა კიდევ, რაც სამწუხაროდ დღეს უყურადღებოდაა მიგდებული...
რაც შეეხება ნაწერს... კარგია, თამამია, ნამუშევარია, ნაფიქრია... ერთი სიტყვით 5!!!
1. :))
არმიანსკაია რადიო პერედაიოტ:
ოჩენ პრიატნაია ნოვოსტ - ზბორნაია კამანდა არმენიი პრივიზლა იზ ოლინპიადი ზალატიე მედალი... ზბორნოი კამანდი გერმანიი:))
უძველესი შუტკაა ეს და ეგენი უკვე თავის თავზეც კაიფობენ.
ისე კი - მიშა ღაიმა, ცავატანემ ახჩიკ, ჰამა - ჩეეე? :)) :))
არმიანსკაია რადიო პერედაიოტ:
ოჩენ პრიატნაია ნოვოსტ - ზბორნაია კამანდა არმენიი პრივიზლა იზ ოლინპიადი ზალატიე მედალი... ზბორნოი კამანდი გერმანიი:))
უძველესი შუტკაა ეს და ეგენი უკვე თავის თავზეც კაიფობენ.
ისე კი - მიშა ღაიმა, ცავატანემ ახჩიკ, ჰამა - ჩეეე? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|