ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2008


ნადირა

არავინ სტუმრად აღარ მოდის
გზები ჩახერგილი - უხმოდ,
მხოლოდ თუ მდინარე, ექოს აიტაცებს,
ეჰეიიი...
პაპა თუ თავის დიაცს უხმობს.

არავინ ხმის გამცემი აღარაა
ხატებსაც შეუყრიათ წარბნი,
ალბათ იმიტომაც აღარ გაიდარა
თოვლით დამძიმებულ მთაში -
"ეს კენტად ცხოვრება რა ძნელი ყოფილა,
გარს მხოლოდ ნადირთა ლანდნი" -
თავადაც ნადირა ქცეულა ნადირად,
ეჰეიიი...
სიკვდილის მსგავსი -

იერი უჭირავთ შეჭირხლულ წარბებს და
პაპა თუ თავის დიაცს უხმობს,
გაღმაა საძვლე და დიაციც იქიდან
მო-ელის მამაკაცს უხმოდ.

ნადირა - მამაკაცის სახელი მთაში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები