ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: იუმორისტული
23 სექტემბერი, 2010


საიტის წევრს ნიკით:ლურსმანი-ვულოცავთ დაბადების დღეს

არც ლამაზი დღეა და არც მზიანი დარია,
ხის ტოტზე ზის გამხდარი,გაპუტული ბეღურა,
აბა მკითხეთ,მე სულელს,რაღატო მიხარია,
ცხრამეტი წლის წინათაც ცას ღრუბელი ეხურა.
წლები,დამეთანხმებით,აწყვეტილად მირბიან,
გინდაც ბებერი იყო და გინდ თინეიჯერი,
ვინ მიგიშვებთ იღბალთან,მუდამ გრძელი რიგია.
ამ ძღინკიან ცხოვრებით გულს მაინც ვერ იჯერებ.
მოლოცვის დროს,გეთაყვათ,ხელზე ნუღა მემთხვევით,
მისთანები ყოველდღე,ისედაც არ მაკლია,
ისევ თქვენვე შეგაჭმევთ,თუ მაჩუქებთ „შემთხვევით“
გაზგაპარულ შამპანურს და შოკოლადს,მატლიანს.
აქვე,ვირტუალურად,გიმასპინძლებთ,კარგებო,
სახლში ვერ შემოგვიშვებთ,მენანება ჭურჭელი,
ზედ დამაფშვნით,ღვინოში როცა ჩაიკარგებით,
ჭამეთ ახლა ეს ლექსი,დაიხეთქეთ კუჭები.
მე ისედაც არ მიყვარს ძიგძიგი და ამბავი,
არც ის-საჩუქარიო, მე ვარ შენთვის,ძვირფასო.
ამ სიტყვებით,იცოდეთ,ვერასოდეს მაბამენ,
ნუ შემიქმნით გარემოს,თავი რომ დავიფასო.
მე-სექტემბრის მპყრობელი,შემოდგომის მიგნება.
(დაიჯერეთ?მოგიკვდეთ ჩემი თავი,გაბოლებთ)
მომავალ წელს  ცივ წყალზე დაგპატიჟოთ იქნება,
თუ მიყიდით ყოველდღე მწვანე ვაშლის ბაბოლებს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები