ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამუი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2010


ქალი

    ქალი

ქალი ბარსა ჰგავს მთიანს
ქალი ზღვასა ჰგავს ფრთიანს
ქალი მზე არის ცაში
ქალი უბელო რაში

ქალი ცეცხლია წყალში
ქალი ცრემლია ალში
ქალი ღვინოა თასში
ქალი რწმენაა ხმალში

ქალი აჩერებს ამ წამს
ჯაჭვად გადაწნავს ბაწარს
ქალი არავის ბაძავს
ქალი აშენებს ტაძარს.

ქალი დედაა ერის
ქალი ნანინას მღერის
ქალი დღედაღამ გელის
ქალი მომთმენი ბევრის

დალოცვილ იყავ ქალო
ქალო სიცოცხლის წყაროვ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები