ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ___ა___ი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2010


პალმფსეტი

 
ეს დიდი თამაშია!
შეგიძლია შენს თამაშად აქციო
Lucy !_
in the sky with diamons!
დაივიწყე: ,,რე,, ,,პრო,, და ,,პოსტი,,-
პრიმიტივ-იზმებია!
შენი ყოველდღიური ზმნებია,
ინექცია მარადისობის!
შეუშვი რითმებში ასკეზა,-
ყოფიერების ფორმა!
სიჩუმე  შენთვის არაა-
ბგერების არარსებობა!
სანსკრიტი,როცა ახლოა,
ვიდრე შაპირო,მური. . .
კონტრში მონათლე სიტყვები
კონფორმ-ქსენოფობური!
გრძელდება შენი წამების,
წამებით რესტავრაცია!
მათ არაფერი ესმით,
მხოლოდ სიზიფე აცვიათ
და კარაოკე ბარებში,
სურთ სულის რელაქსაცია!
წესი არცერთი დაცული.
Diamons ნეხვად აცმული,
ეს დიდი თამაში, უკვე შენი თამაში
რთულია გამოუტყდე თავს ამაში,რომ-
ზეცასავით უნაყოფოა Lucy !_







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები