ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


ჩემი შეყვარებული მანიაკია

ჩემი შეყვარებული მანიაკია
და მე მისი მორიგი ახირება.
მისი სიზმრები სისხლიანია
და მის მიერ დახოცილი გვამების კივილი
ჩემს სიზმარეთამდე აღწევს..
მისი გაღვიძება ღიმილიანია
და კმაყოფილი,რომ ღმერთმა ცოდვების მიუხედავად
მორიგი დღის გათენება აღირსა.
ჩემი დაღლილი,შეშინებული და დარდიანი.
მას შეუძლია საათობით ილაპარაკოს ადამიანებზე
და განიხილოს ისინი სხვადასხვა კუთხით.
მე მათი მეშინია და მრცხვენია იმ ყველაფრის გამო,
რასაც ჩემი შეყვარებული მათზე ამბობს.
მისი ყავა საოცრად ტკბილია და ბაცი ფერი დაჰკრავს.
ჩემი მუქია და უშაქრო.
ის არ ეწევა და არ სვამს ( საბედნიეროდ?!).
მე სიგარეტზე და სასმელზე საოცარად დამოკიდებული ვარ.
მისი ოცნებები სხვის ტკივილებზეა აგებული
და ფინანსებზე.
მე მატერიალური ოცნებები არ მიზიდავს,
ჩემთან ყველაფერი ვარდისფერია.
ჩემი შეყვარებული მანიაკია.
მას შეუძლია ტკივილს მაყენებდეს
და ვუყვარდე.
მე შემიძლია ყველა მძულდეს
თუ ის არ უყვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები