ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2010


ნუ გცივა !

ნუ გცივა!
მე სხვის ნაგროვებ სიმშვიდეს მოგიტან..
გუშინ რომ ავართვი, თუნდ, ფინჯან ყავაზე,
ფიქრებს ჩავიჯიბავ – უსიტყვო ამფსონებს,
ბევრ ღიმილს მოგართმევ, მოგიძღვნი შარლ ბოდლერს.


ნუ გცივა!
სიზმრები დაბრუნდნენ ფერადი.
შენ ხომ ეს სამყარო გახადე ქაოსი.
ნუ გცივა,ნუ გტკივა,მაგრად მომეკარი,
მე მიგატოვე და შენს სითბოდ გავთოვდი.

ნუ გცივა!
იცოდე, დავიჭრი დალალებს,
რომ არ გამიცივდე, ზედ საბნად მიგაფენ.
ერთხელაც შემხედე ღაწვზე – ფერჩამქრალზე,
სულ ერთხელ, ეცადე, ხელახლა დამანთე.

ნუ გცივა!
ნაკვერჩხალს ზოგჯერ ხომ ძალა აქვს,
ცეცხლად წამოენთოს, გადაწვას მთა–ბარი.
იგრძენი, ცხოვრებამ რომ გაგათამამა,
რომ შენი სადარი ამქვეყნად არ არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები