ჰო, ვიცი, ვიცი, აქ მოწევა აკრძალულია, მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ, ბარგიც შევკარი, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ჩვეულებრივს, ადამიანურს.
ჩემი ბრჭყვიალა ტანსაცმელი არ დამჭირდება, აღარც მათრახი, ალბათ კედელზე ჩამოვკიდებ, დიპლომებს შორის, ანდა ყველაფერს ავიღებ და ერთად გადავყრი.
ნახეთ, როგორი თმახუჭუჭა ბიჭი ვიყავი! დღეს ასე მელოტს სურათთან ვეღარც მიმამსგავსებთ. აი, ჩემი წყვილი ბოკვერიც, ეს - ძუ, ეს - ხვადი. ერთად გვეძინა ვოლიერში. მერე, ხომ იცით, როგორც ხდება, ცირკის მენეჯერს კეთილმოსურნემ შეატყობინა და ამეკრძალა ღამე დარჩენა.
მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება: ცდა, მარცხი, ცოტა წარმატება, მოთმინება, გამეორება, წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე, ხელში - მათრახი, ოღონდ დროული უნდა იყოს ჯილდო-სასჯელი;
დგამიდან დგამზე კამარის შეკვრა, ცეცხლმოკიდებულ რგოლში გახტომა, ხახაში - თავი, ამ რუტინაზე მაყურებელს უკვე ამთქნარებს. მინდოდა რამე ეფექტური, მოულოდნელი, მწვავე და მახვილგონივრული.
გამომივიდა!
შუა ნომერში ვითომ ერთმანეთს დაერეოდნენ, ჩემკენ ღრიალით მოიწევდნენ, მეორე მხარეს გავასწრებდი, შფოთავდა ხალხი, აღარსად ჩანდნენ მეხანძრეები. მერე ვიღაცა, ვითომდამსწრე გისოსებიდან ვითომდატენილ თოფს მაწვდიდა. ძუს ვუმიზნებდი, წამომართული - ქვავდებოდა, იკლებდა შუქი თანდათანობით, ამასობაში ხვადი ზურგიდან მეპარებოდა, არენა ისევ ნათდებოდა და სინათლეში იმის ნაცვლად, რომ თავს დამცხრომოდა, დინჯად დამდგარი მაგდებინებდა თოფს ხელიდან, ტოტს გადამხვევდა, დამსახურებულ ხორცის ნაგლეჯს პირში ვუგდებდი და ორი მამრი ვიდექით ასე და ძუც ფეხებთან ალერსიანად გაგვიწვებოდა. ჭექდა ორკესტრი, ტრიალებდა შუქეფექტები და ზანზარებდა, ინგრეოდა ტაშით დარბაზი.
მხეცი კი არა, ბოლომდე კაციც არ ინდობა. იძიე მერე: ჩვევა გღუპავს, უჩვეულობა თუ მოშურნეთა ვერაგობანი! ძუს დავუმიზნე, დავბარბაცდი... და ესხა სისხლი არენის ნახერხს.
გვიან მიამბეს, უზარმაზარი რკინის ბადე როგორ გაინგრა, როგორ აიჭრა ხვადი ლომი მაყურებლებში, როგორ დაგლიჯა დედა-შვილი, როგორ გავარდა მერე ქუჩაში და პოლიციამ როგორ დაცხრილა...
გგონიათ, ჩვენში ისევ ზოოპარკს აბარებენ ცხოველებს, ცირკს რომ აღარ სჭირდება? თავისუფლებას ანიჭებენ და არ ადარდებთ, რა უფრო დიდი სისასტიკეა, მხეცის გაწვრთნა თუ უკვე გაწვრთნილის დაბრუნება ისევ ჯუნგლებში. იქ, თვისტომებში ან სხვა მხეცებში იქნებ თავიც გაიტანოს, მაგრამ ერთხელაც, გული მიგრძნობს, თუ შორიდანვე სუნი იკრა ადამიანის, არც დაესხმება და არც სადმე დაემალება და როცა თოფსაც დაუმიზნებენ, ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში შეხედავს ნდობით და მკერდს შეუშვერს ძველებურად წამომართული.
- - - - - -- *ვიტა ბრევის(ლათ.) - სიცოცხლე მოკლეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. dzalian kargia :) dzalan.
ჰო, ვიცი, ვიცი, აქ მოწევა აკრძალულია, მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ, ბარგიც შევკარი, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ჩვეულებრივს, ადამიანურს.
gansakutrebit sasiamovnoa moweva iq sadac ar sheidzleba :) dzalian kargia :) dzalan.
ჰო, ვიცი, ვიცი, აქ მოწევა აკრძალულია, მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ, ბარგიც შევკარი, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ჩვეულებრივს, ადამიანურს.
gansakutrebit sasiamovnoa moweva iq sadac ar sheidzleba :)
12. ნათი საყვარელო! ვიფიქრე, გავითვალისწინე თქვენი რჩევა და შევცვალე. მადლობა! ნათი საყვარელო! ვიფიქრე, გავითვალისწინე თქვენი რჩევა და შევცვალე. მადლობა!
11. რა თქმა უნდა, სიტყვის მნიშვნელობა მესმის... მე უფრო ვიტყოდი, რომ "სითბო ვიგრძენის" სინონიმია... სიტყვის ეს ფორმა ვერ მივიღე ბუნებრივად, ეს იყო და ეს. რა თქმა უნდა, სიტყვის მნიშვნელობა მესმის... მე უფრო ვიტყოდი, რომ "სითბო ვიგრძენის" სინონიმია... სიტყვის ეს ფორმა ვერ მივიღე ბუნებრივად, ეს იყო და ეს.
10. ..
შთამბეჭდავი ფინალი აქვს ძალიან.. ქალბატონო ნინო..
5! ..
შთამბეჭდავი ფინალი აქვს ძალიან.. ქალბატონო ნინო..
5!
9. და როცა თოფსაც დაუმიზნებენ, ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში შეხედავს ნდობით და მკერდს შეუშვერს ძველებურად წამომართული. _____ უჰ, რა ფინალია!!! მლთიანობაშიც, მაგრამ ფინალი... წარმატებები, ნინო:) და როცა თოფსაც დაუმიზნებენ, ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში შეხედავს ნდობით და მკერდს შეუშვერს ძველებურად წამომართული. _____ უჰ, რა ფინალია!!! მლთიანობაშიც, მაგრამ ფინალი... წარმატებები, ნინო:)
8. ,,შემცივდას'' ანტონიმია, ნათია საყვარელო! შოკის მდგომარეობაში, ძლიერი სისხლდენისას ეს შეგრძნება აქვს ადამიანს, ვიდრე გააცნობიერებს, რა დაემართა. ტკივილს შედარებით გვიან განიცდის. - ეს ცნობილი ამბავია და გამოვიყენე. ,,შემცივდას`` ანტონიმია, ნათია საყვარელო! შოკის მდგომარეობაში, ძლიერი სისხლდენისას ეს შეგრძნება აქვს ადამიანს, ვიდრე გააცნობიერებს, რა დაემართა. ტკივილს შედარებით გვიან განიცდის. - ეს ცნობილი ამბავია და გამოვიყენე.
7. ისევ მოვუბრუნდი ამ ლექსს...მეორე ჯერზეც დიდი სიამოვნებით და ინტერესით წავიკითხე.
აი,ეს სიტყვა კი ვერა და ვერ... "დამთბა"... ისევ მოვუბრუნდი ამ ლექსს...მეორე ჯერზეც დიდი სიამოვნებით და ინტერესით წავიკითხე.
აი,ეს სიტყვა კი ვერა და ვერ... "დამთბა"...
6. რა უფრო დიდი სისასტიკეა, მხეცის გაწვრთნა თუ უკვე გაწვრთნილის დაბრუნება ისევ ჯუნგლებში.
მომეწონა რა უფრო დიდი სისასტიკეა, მხეცის გაწვრთნა თუ უკვე გაწვრთნილის დაბრუნება ისევ ჯუნგლებში.
მომეწონა
4. მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება: ცდა, მარცხი, ცოტა წარმატება, მოთმინება, გამეორება, წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე, ხელში - მათრახი, ოღონდ დროული უნდა იყოს ჯილდო-სასჯელი;
სერიოზული ლექსია მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება: ცდა, მარცხი, ცოტა წარმატება, მოთმინება, გამეორება, წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე, ხელში - მათრახი, ოღონდ დროული უნდა იყოს ჯილდო-სასჯელი;
სერიოზული ლექსია
3. '''მემენტო ვიტა'' ```მემენტო ვიტა``
2. დიმას დავეთანხმები, მეგემრიელა ნამეტნავად :)
დიმას დავეთანხმები, მეგემრიელა ნამეტნავად :)
1. აუფ... ასეთ გემრიელ ლუკმას არ ველოდი აქ დილიდან... :) ძალიან მაგარია ქალბატონო ნინო :) პრინციპში რაღა დამრჩა გამელოტებამდე :დ აუფ... ასეთ გემრიელ ლუკმას არ ველოდი აქ დილიდან... :) ძალიან მაგარია ქალბატონო ნინო :) პრინციპში რაღა დამრჩა გამელოტებამდე :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|