 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2010 |
,, აპოკრიფები" - ჩემი პატარა ციკლია ბიბლიურ თემაზე. ეს მცირე ზომისანი შედარებით მოწესრიგებული მომეჩვენა და დავდე. დიდ ნაწარმოებებს სერიოზული ჩაჯდომა უნდა , ჯერ არ მცალია, მოგვიანებით შემოვამატებ.
სოდომი - - - - - - - აღარც კვამლია, აღარც ფერფლი, ქარმა წაიღო წასაღები, დიდი ხანია. გვალვები ისევ იცვლებიან თავსხმა წვიმებით. შენ კი დნები, დნები, დნები საუკუნობით და არ ილევი. ირგვლივ ისეთი ხრიოკია, მარილნარევში ხემ კი არა, და მთელი ეს ხანი, სარეველამაც ვეღარ იხარა.
რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა, მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო!
აივანი - - - - - -
ის: - ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა , მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში.
მე: - სალომეა კი გამოუძვრა სულელ გადიას, რა ეჩქარება სწავლა! ცეკვის გაკვეთილს აცდენს, ჰეროდეს ბაღში პეპლებს დასდევს ფერადი ბადით.
შენ: - დარი-ავდარი, დღე და ღამე, აღმართ-დაღმართი, სიკვდილ-სიცოცხლე... დასაბამიდან დასასრულამდე ჯამში - ერთია. აღარ შევიდეთ?
ისინი - ისევ გვიანდებიან.
მარტო ხმა ისმის: - სადა ხარ, მამა! რად დაგვიტოვე ეს სამყარო, სიტყვით შექმნილი, მაგრამ ბოლომდე გამოუთქმელი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საინტერესოა. კარგი რიტმი დავიჭირე, რაც დღევანდელ ვერლიბრებს უმეტესდ აკლიათ. საინტერესოა. კარგი რიტმი დავიჭირე, რაც დღევანდელ ვერლიბრებს უმეტესდ აკლიათ.
8. მარტო ხმა ისმის: - სადა ხარ, მამა! რად დაგვიტოვე ეს სამყარო, სიტყვით შექმნილი, მაგრამ ბოლომდე გამოუთქმელი? ისევ შემოვყევი "აპოკრიფებს" და არც მინანია. მიუხედავად იმისა, რომ "აივანი" ამ ცვლილების გარეშეც ძალიან მომეწონა და დასრულებულად ჩავთვალე, ვფიქრობ, მაინც სწორად გადაწყვიტეთ, ნინო, ბოლომდე რომ გახსენით სათქმელი. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ახლა უფრო დიდი ინტერესით ველი დანარჩენებსაც. წარმატებები:)) მარტო ხმა ისმის: - სადა ხარ, მამა! რად დაგვიტოვე ეს სამყარო, სიტყვით შექმნილი, მაგრამ ბოლომდე გამოუთქმელი? ისევ შემოვყევი "აპოკრიფებს" და არც მინანია. მიუხედავად იმისა, რომ "აივანი" ამ ცვლილების გარეშეც ძალიან მომეწონა და დასრულებულად ჩავთვალე, ვფიქრობ, მაინც სწორად გადაწყვიტეთ, ნინო, ბოლომდე რომ გახსენით სათქმელი. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ახლა უფრო დიდი ინტერესით ველი დანარჩენებსაც. წარმატებები:))
7. არაფერს ცვლის თქვენი ახსნა განმარტება მაინც :) არაფერს ცვლის თქვენი ახსნა განმარტება მაინც :)
6. რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა, მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო!
რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა, მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო!
5. კნეხტი ძვირფასო! ეს პირველ ტექსტს შეეხება, მეორეს თუ ორივეს ერთად?
პირველი ლექსი ,,სოდომი" ტრადიციიული ესთეტიკის საზღვრებში რჩება, ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად, მოძველებულიც კია სიახლის მოყვარული მკითხველისათვის. კონცეპტუალურად კონცეპტუალურად - მეტნაკლებად საინტერესოა ფინალი.
მეორე - ორი ესთეტიკის, ორი ხედვის დაპირისპირების, ამავე დროს, ტრადიციული გრაფიკისა და ინტონაციის გადახალისების მცდელობაა (აქ არა მხოლოდ კონვენციურ, არამედ თავისუფალი ლექსსაც ვგულისხმობ). კნეხტი ძვირფასო! ეს პირველ ტექსტს შეეხება, მეორეს თუ ორივეს ერთად?
პირველი ლექსი ,,სოდომი" ტრადიციიული ესთეტიკის საზღვრებში რჩება, ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად, მოძველებულიც კია სიახლის მოყვარული მკითხველისათვის. კონცეპტუალურად კონცეპტუალურად - მეტნაკლებად საინტერესოა ფინალი.
მეორე - ორი ესთეტიკის, ორი ხედვის დაპირისპირების, ამავე დროს, ტრადიციული გრაფიკისა და ინტონაციის გადახალისების მცდელობაა (აქ არა მხოლოდ კონვენციურ, არამედ თავისუფალი ლექსსაც ვგულისხმობ).
4. არ მომწონს რა აქეთ იქით ნაჯაჯგურები ნაწერია. არ მომწონს რა აქეთ იქით ნაჯაჯგურები ნაწერია.
3. საინტერესოა. საინტერესოა.
2. -------------------------------------------------------------------------------- კომენტარები (6) ილუსტრაციები (0) რეცენზიები (0) კომენტარის დამატება --------------------------------------------------------------------------------
6. რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო. _ რა ზუსტი მიმართვაა...
"აივანი" კი, რაღაც უცნაური სითბო მოიტანა, ამ ტიპის ლექსებისთვის უცნაური. იმედია,მალე წავიკითხავ სხვა "აპოკრიფებსაც" წარმატებები
ლელა ცუცქირიძე. 2010-10-11 10:51:28
--------------------------------------------------------------------------------
5. ..
ცეკვის გაკვეთილს აცდენს..
5! ნიკა ჩერქეზიშვილი. 2010-10-11 10:34:24
--------------------------------------------------------------------------------
4. ბარბი, დაისი, მარ-მარი ძვირფსებო! მადლობა გულთბილი გამოხმაურებისთვის! დებორა. 2010-10-10 23:17:56
--------------------------------------------------------------------------------
3. მოეწონა + ბარბი. 2010-10-10 22:27:52
--------------------------------------------------------------------------------
2. რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო.
საინტერესოა დაისი. 2010-10-10 20:48:56
--------------------------------------------------------------------------------
1. ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში. 555 მარ-მარი. 2010-10-10 16:10:11
-------------------------------------------------------------------------------- კომენტარები (6) ილუსტრაციები (0) რეცენზიები (0) კომენტარის დამატება --------------------------------------------------------------------------------
6. რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო. _ რა ზუსტი მიმართვაა...
"აივანი" კი, რაღაც უცნაური სითბო მოიტანა, ამ ტიპის ლექსებისთვის უცნაური. იმედია,მალე წავიკითხავ სხვა "აპოკრიფებსაც" წარმატებები
ლელა ცუცქირიძე. 2010-10-11 10:51:28
--------------------------------------------------------------------------------
5. ..
ცეკვის გაკვეთილს აცდენს..
5! ნიკა ჩერქეზიშვილი. 2010-10-11 10:34:24
--------------------------------------------------------------------------------
4. ბარბი, დაისი, მარ-მარი ძვირფსებო! მადლობა გულთბილი გამოხმაურებისთვის! დებორა. 2010-10-10 23:17:56
--------------------------------------------------------------------------------
3. მოეწონა + ბარბი. 2010-10-10 22:27:52
--------------------------------------------------------------------------------
2. რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო.
საინტერესოა დაისი. 2010-10-10 20:48:56
--------------------------------------------------------------------------------
1. ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში. 555 მარ-მარი. 2010-10-10 16:10:11
1. ეს ორი მცირე ლექსი უკვე მედო დიოტიმას ნიკით. მცირეოდენი ცვლილებანი, რისი შეტანაც მინდოდა, არ იპოსტება. დაგავწყვიტე, როგორც ასეთ შემთხვევებში ვიქცევი ხოლმე, ახლიდან დამედო. მადლობა იმ გულთბილ გამოხმაურებათა ავტორებს, რომელთა დატოვებული პოსტებიც აქ ერთიანად გადმომაქვს.
ეს ორი მცირე ლექსი უკვე მედო დიოტიმას ნიკით. მცირეოდენი ცვლილებანი, რისი შეტანაც მინდოდა, არ იპოსტება. დაგავწყვიტე, როგორც ასეთ შემთხვევებში ვიქცევი ხოლმე, ახლიდან დამედო. მადლობა იმ გულთბილ გამოხმაურებათა ავტორებს, რომელთა დატოვებული პოსტებიც აქ ერთიანად გადმომაქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|