ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2010


მარტოხელა მგლის საყმუვლო

შარაც,ორღობეც ახლა ჩემთვის გახდა სულერთი,
რაღა აზრი აქვს მაინც არსად მელოდებიან,
თოვლიან სერებს შემოუყვა მგლების მაზარი,
თითქოს იმათაც გავერიდე, მიუსაფრად ვარ.
ჩავყურებ სოფელს,მშია მაგრამ თავს არ ვუტყდები,
რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს,მარტოკა დავრჩი,
მოდი,მურიებს მივუხტები,იმათ დამგლიჯონ,
რამდენიმეს ხომ გავიყოლებ და გულს მოვიფხან.
მოდი მდინარეს გავუყვები ჩეჩნეთისაკენ,
სამშობლოს მაინც არ ვანახებ ჩემს სიჯაბანეს,
მოდი ერთხელაც მეც ჯიხვივით შევკრავ კამარას,
უფრთოდ გავსინჯავ როგორია ფრენის შეგრძნება.
ეჰ,რამდენს ვფიქრობ,დავბეჩავდი მართლაც მგონია,
მაინც ხომ შენთან მელოდები გოგო(ვ) ლამაზო,
ახლა მოვდივარ შენს საფლავთან,ახლავე მოვალ,
სიკვდილის წინ რომ ერთხელ მაინც შემომეგებო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები