ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


იმერეთი

   
      (წარსულის სურათიდან)

ჩაიწურა მთებზე სხივთა ჩანჩქერები,
ფოთოლცვენას შეერია ჩრდილი ქედზე,
ქალიშვილი ოცნებათა ნარჩენებით
მშვენიერობს შემოდგომის ბილიკებზე...

საღამოა, მყუდრო ხევებს მოეწყინათ,
დაეფინა ბინდი გზებს და ნაგზაურებს,
მოინისლა, მოეწიათ უცებ წვიმა
ნიშნობაზე ამგზავრებულ აზნაურებს...

მასპინძელი, სიმღერები სანადიმო
სწვდება ღრუბლებს მთის წვერებზე აზვავულებს,
მორიდება, შორით მზერა, სანამ ღვინო
თავმომწონე აზნაურებს აზრს აურევს...

მერე ღამე, ჩამოზვინულ ჩალის კონებს
აშრიალებს ტყემლის ხეზე ქარი მშვიდი,
დაწვება და ისევ ნატვრას ჩაიკონებს
აზნაურის მეოცნებე ქალიშვილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები