ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


კაფეა! პარიზი...

ჩემს გულში მე შენთვის მოვაწყე გრძნობების დეფილე,
მე ჭიქა რომი და შენ გიდგას ფუჟერით მოხიტო,
ვუცქერი შენს ზღვებში-თვალებში ოცნების დელფინებს
და ჩემში შორეულ ჰორიზონტიდან მოხვედი..

სიმს ვაბამ ჩვენს შორის,თანდათან მცირდება მანძილი,
ვაგორებ კამათელს და შენთვის კვლავ დავსვი დუშეში,
მოიტანს ვიღაცა გოგონა ზეციურ ენძელებს,
გიყიდი.მზერა კვლავ აფეთქდა შენს ლამაზ ტუჩებზე.

კაფეა პატარა,გარეთ წვიმს,თან ისმის ქარის ხმა,
ასეა ბოლო დროს ყოველი საღამო პარიზის,
მომნუსხა პოეტი მაგ შენი თვალების ქარიზმამ
და გული მიფეთქავს ყველგან და სადა მაქვს არ ვიცი.

მუსიკა წყნარი და შენს წელზე ფეთქავენ თითები,
ჩვენ ვცეკვავთ,შენს ტუჩთან სამყარო ცოტახნით გაჩერდა,
ვუკვეთავ და მოაქვთ ხანძარი წითელი ტიტების,
კაფეა!პარიზი...და დროსაც ფანჯრებთან ვაჩერებთ...

ფანჯრები ტირიან,ტირიან პარიზულ წვიმებით,
ღრუბლები ტირიან,უტევენ,უტევენ ქარები,
უკრავენ მუსიკას და თრთიან ბაგეთა ქიმები,
უკრავენ მუსიკას და გულში სიმებად გამები.

პარიზი.კაფეა! მოვაწყე გრძნობების დეფილე,
მე ჭიქა რომი და შენ გიდგას ფუჟერით მოხიტო,
ვუცქერი შენს ზღვებში-თვალებში ოცნების დელფინებს,
და ჩემში შორეულ იისფერ ცებიდან მოხვედი.

კაფეა! პარიზი...და შენს წინ ხანძარი ტიტების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები