ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუშისთვალება
ჟანრი: პროზა
14 დეკემბერი, 2010


Make a wish.. (მეორე ნაწილი)

დეკემბრის პირველი იყო.
ამ დღიდან დაიწყო და დაიწყო სუსხისფერი ზამთარი..
ჩემმა სხეულმა იგრძნო სიცივის შემოტევა და ამ შემოტევისგან შეშინებულს დღითიდღე მიძლიერდებოდა სახლში ყოფნის და არაფრის კეთების სურვილი..
ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს თვალების გახელისთანავე ახალგაღვიძებული მზერა ჭერს მივაბყრე და ჩემს მაღლა მცხოვრები მეზობლის ჩამოშვებული წყლით შექმნილი უაზრო ფიგურებიდან აზრიან გამოსახულებებს ვეძებდი.გუნებაში მეღიმებოდა და თურმე მართლაც ვიღიმოდი.
ტრიადიციულად ადგომისთანავე ჩაიდანი გავამზადე, სანამ წყალი ადუღდებოდა გაყინულ ფანჯარას ცხვირი მივადე და  ციდან მიწაზე დაშვებულ წვეთებს ისე ხარბად ვაკვირდებოდი როგორც მშიერი ბავშვი ქუჩაში ფუნთუშას.
ამ ფიქრებიდან გამოსვლაში ისევ ჩემი მაღალი ჭერიდან მწვეთავი წლის წვეთების წკაპაწკუპი დამეხმარა. რაც ხელში მომხვდა მივუდგი დასველებულ კუთხეს და დიდი შემართებით ავვარდი ჩემს ზემოთ მცხოვრებ მეზობელთან,რომ სასტიკად გამომელანზღა !
წამებში ავირბინე საფეხურები და ფართო შავი რკინის კარებს გამწარებული ვეცი.მოურიდებლად ვაჭერდი ზარს რომელიც უაზრო და სულელურ მელოდიას გამოსცემდა,ფიქრებში მეპატრიონის უგემოვნობას ავსახავდი როდესაც კარი გამოაღო საშუალო სიმაღლის ქერათმიანმა ქალბატონმა,ძალიან ნაზი და დაბალი ხმის ტემბრით შიგნით შემიპატიჟა და ენა ჩამივარდა.
ფეხის პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე მივხვდი,რომ მე და ლენა კარგად გავუგებდით ერთმანეთს მიუხედავად მისი უგემოვნობისა და უპასუხისმგებლობისა,თუმცა ამას მაშინ ვფიქრობდი ასე.
სახლში საოცარი ჰარმონია სუფევდა,თანამედროვე და ძველი ავეჯი სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს,ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება კედელზე გაკრულმა პორტრეტმა მიიპყრო.
ლენა ჯერ იმაზე მიყვებოდა როგორ გაშორდა ქმარს,როგორ ღალატობდა ბრაზილიელ ლამაზმანთან, როგორ ქონდა გაფუჭებული წლის მილები და როგორ იყო შეწუხებული თავს ასე უეცრად დამტყდარი სიცივით.
სანამ ყავას მომართმევდა დაკარგული მგზავრივით დავუწყე კედლებს თვალიერება, ეტყობოდა ნიჭიერი ხელის შექმნილი იყო მასზე მიხატული ყველა ორნამენტი.
ლენა: Combien de sucre ? (შაქარს რამდენს ინებებთ?)
მე: Sugarless boire (უშაქროს ვსვავ)
ლენამ ლამაზი ლანგრით მომართვა ფაიფურის ჭიქებში ჩასხმული სურნელოვანი ყავა. როგორც თვითონ ამბობდა ეს საუკეთესო იყო, რომელიც პარიზში იყიდებოდა.
მიუხედავად იმისა,რომ ფრანგულად მეტყველება მიჭირდა ,ჩვენი საუბარი საერთო ჯამში მშვენივრად შედგა.
ლენა: Je suis,Mon Époux Peinture. (ეს მე ვარ,ჩემმა ქმარმა დამხატა)
მე: უბრალოდ გავუღიმე :))) და ფანჯარაში ნაცნობ სახეს,წითელ ქურთუკსა და საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობას მივაპყრე თვალი.
ლენა: Vous voyez cette fille ? (ხედავ ამ გოგოს ? )
მე:Je ..J'ai vu hier,Boy avec... (ჰო.. გუშინ ვნახე, ბიჭთან ერთად)

მაშინ დაიწყო ლენამ მოყოლა :
'' დედამისი,ელენის დედა ჩემი ახლო მეგობარი იყო.მართალია ვამბობ მეგობარი მაგრამ ხშირად ვჩხუბობდით,ბავშვს ხშირად მიტოვებდა და სადღაც მიდოდა..მეც კი არ ვიცოდი სად..
ელენი ჩემი გაზრდილიცაა.. ვუყვებოდი ზღაპრებს ,ვუმზადებდი ბლინებს, დამყავდა ბაღში და შემდეგ სკოლაშიც.. ერთხელ ელენის დედა სადღაც გაქრა..18 დღე ეძებდნენ და ბოლოს გვამს მიაგნეს, გოგონას ძალიან გაუჭირდა ყველაფრის გადატანა მაგრამ ნელნელა ყველაფერი შეძლო.
ზაფხულობით საქართველოში ისვენებდა, საიდანაც თქვენ ხართ , ანა..
თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და გაიზარდა..დამშვენდა,გალამაზდა,დაქალდა,გაიშალა ვარდი,დამათრობელ სურნელად იქცა და ლეონიც (ლევანი) ამ სურნელის ტყვეობაში ჩვარდნილი მონა გახდა.
ბევრჯერ მინახავს ღამე ნათევი და თვალებ დასიებული ელენი.. ბიჭი წაყოლას თხოვდა ეს კი არ მიყვენოდა და არა.. რაღაც აკავებდა და უარზე იდგა.
რამდენჯერმე ვეცადე ამეხსნა ჩემი თავისთვის რაში იყო საქმე და ყველაფრის გარკვევა გადავწყვიტე.ვერაფრის გარკვევა ვერ მოვასწარი, როცა გახარებული ხელებგაშლილი ელენი ჩემსკენ გამოანდა სუნთქვის შეკვრამდე ჩამეხუტა და ბარგის ჩალაგებაში დახმარება მთხოვა.
სამშობლოში ვბრუნდებიო და დიდი ცრემლითა და ოხვრით გამოვეთხოვე.
1 თვე არ გასულა და ეს ჩემი შვილობილი უკან ისე დაბრუნდა თითქოს სული ამოაძვრეს და სხვა გამომიგზავნესო.რა აღარ გავაკეთე, დავრბოდი აქეთ იქით,რას არ ივმართე სად არ გავიკითხე მაგრამ ვერავინ ვერაფერზე პასუხს ვერ პოულობდა..
1 წელი შესრულდა დღეს რაც ელენი დაბრუნდა და კიდევ არ ვიცი რა მოხდა,როგორ მოხდა და რატომ მოხდა..
ამ შემოდგომას ზაფხულის ტანსაცმელს კარადაში ვალაგებდი,რომ მისი კაბის ჯიბიდან გადმოვარდა შუაზე ორად გახეული სურათი.შევაერთე და ჩემთვის ნაცნობი სახე ამოტივტივდა.ლეონს პირადად არ ვიცნობდი მაგრამ მისი საკმაოდ ბევრი ფოტო მქონდა ნანახი რომ მეცნო,სურათზეც სწორედ ის ბრძანდებოდა. ორსული ქალის მუცელზე ედო თავი და სახეზე ენიცაღუწერილი თვითკმაყოფილება ,ბედნიერება და ტკივილი ერთმანეთში არეული გრიმივით ესვა...
ის იყო და ის,მაშინ მივხვდი ყველაფერს მაგრამ ესეც ჩემთვის შევინახე და დღემდე გულში ვინახავ..''
სურათს დავხედე,მართლაც ლამაზი სურათი იყო,ლამაზი გოგონა თავისი ლამაზი მუცლით და სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი.
ლენამ ფარდა გადაწია,მისი ფანჯრებიდან კარგად ჩანდა სკვერში შეფუთული,ყინვისგან დაცული ხეები და მწვანედ შეღებილი სკამები.ერთ-ერთ სკამზე შეუმჩნევლად იჯდა სასიამოვნო გარეგნობის გოგონა.
რაღაც აზრმა გამიელვა თავში,ქალბატონს დავემშვიდობე,მალდობა მოვუხადე იმან ბოდიში მომაძახა და სახლში შემოვვარდი. უკვე ახმაურებული დავიწყებული ჩაიდანი გამოვრთთე ქურთუკი მოვიცვი და სასწრაფოდ გავვარდი გარეთ.
არ მინდოდა უხეშად და ზედმეტად თამამად გამომსვლოდა, ამიტომ ზედმეტად უხეშობას ზედმეტად ფრთხილობა ვარჩიე და გვერდზე თითქმის შეუმჩნევლად ჩამოვუჯექი.
მე: მე შენ გიცნობ ..
გაკვირვებული თაფლისფერი თვალები დიდხანს მაკვირდებოდნენ..
სიცივე სულში შემეპარა, მის თვალებში იმხელა  ტკივილის მატარებელი სხეული დავინახე თვალწინ ყველაფერი წამებში აირია.
ცრემლები ძლივს შევიკავე..
ელენე : შემიძლია დაგეხმაროთ?
მე: მე მე.. მე ელე.. მე ვიცი შენ ვინც ხარ, მე ლენას ვიცნობ მე მისი მეზობელი ვარ.. მე მინდა,რომ ყველაფერი მითხრა მე მინდა,რომ დაგეხმაროო. მე მინდა,რომ გაგიგო.. გესმის ელენე ჩემი? გესმის?
მაშინ ვფიქრობდი კიდევ კარგი ცრემლები არსებობს,თორემ გული დაიხრჩობოდა თქო..

ციოდა..
ელენემ მოყოლა დაიწყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები