ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2010


დე... ( წერილი-მონატრება)

მენატრები და უბრალოდ მცივა,
დეკემბერია, მას დავაბრალებ,
თოვლი რაღაა? არც ის ჩანს, ციდან
ლოდინი ბარდნის, თან განა რამე,
წუხელ სიზმარში ისევ მესიზმრე,
დილიდან ამყვა შენი სურნელი,
დაბადებიდან სუნთქვით რომ ვზიდე
და ახლა გამოზოგვას ვუნდები.
დრო მიდის, კიდევ უშენო წელი...
ვერ ვაპატიებ ცხოვრებას ღალატს,
სულ უფრო მიჭირს შენზე დავწერო,
როცა მიყვები უჩვენო დაღლას.
დავბრუნდეთ უკან, იქ არ ვშორდებით
სადაც ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი,
დავტიტინებდი ენის მოჩლექით,
თოვდა, სითბო კი არ იყო შორი.
ახლა ბავშვობა ისე მიბერავს,
ქარიშხალივით, რომ ვერ ვერევი,
დე, თბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და
შენ ძველებურად მომეფერები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები