ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 აგვისტო, 2008


ტანკში სექსი რომ საოცრად რომანტიკულია!

ციკლიდან: ,,ერთი ლექსის ანალიზი''


ანონიმი ავტორი



ქალებს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს (ფსიქოთერაპიასავით)



ისინი არ მსხდარან არც თეთრ რაშებზე.
არც ბოლო მარკის მერსედესებით ჩამოუვლიათ თქვენს ქუჩებზე
თქვენი გულების დასამონებლად.
ხომ საშინლად ბანალური იქნებოდა ასეთი სიუჟეტი.
სამაგიეროდ,
ოცდამეერთე საუკუნეში
ტანკში სექსი ხომ საოცრად რომატიკულია,
რუსი ჯარისკაციც,
ჭუჭყიანი, მაგრამ მაინც,
ხომ საოცრად ჰგავს შენს წარმოსახვებში
არაერთხელ შემოსულ `ვიღაცას~,

რომ არა სუნი მის ხელებზე და მის ნახევრად გახდილ ტანზე,
სუნი ზოგადად არა სისხლის,
სუნი ზოგადად არა ჭუჭყის,
სუნი ზოგადად არა მამრის.

ხომ საოცრად უხერხულია ახლა, მაგრამ
გაიხსენე, ერთხელ მაინც ხომ გიფიქრია
ვინმეს ასე,
მხოლოდ ჟინით,
მხოლოდ ძალით ყვარებოდი - ჰო, ყვარებოდი,
სიყვარულია ის სიძულვილი,
რისი ძალაც შენზე იხმარეს -
სიყვარული საზოგადო არა ქალის,
არა ომის,
არა სიკვდილის.

რომ არა ომი,
ხომ შეიძლება,
იმ ვიღაცას,
შენს წარმოსახვებს შემოყოლილს,
გაყოლოდა შენი გული და
შეგშინებოდა გათავების მასთან ერთად და შენთან ერთად
ამ უნებლიე სიყვარულის და სიძულვილის.


ხომ საოცრად უხერხულია ახლაც და მერეც გახსენება,
მაგრამ როცა თქვენ
ზიზღატანილი ტანით აკავებდით
ჩემკენ და ჩემიანებისკენ მომავალ ვნებას -
ყველა ვნებაზე მავნეს და სასტიკს,
მე და ჩემნაირები შიშატანილი ტანით ვეკვროდით
ჩვენი ვნებების ნაყოფებს და
სარდაფის ჭუჭრუტანაში ქარსშემოყოლილ უცხო ხმაურს თითებდაცობილ ყურებით ვუსმენდით.

ხომ საოცრად უხერხულია,
მაგრამ მაინც...
და ამიტომაც,
ახლაც და მერეც,
უნებლიე გახსენებაზე,
ნუ შეგრცხვება უსასრულოდ გადაბმული ორგაზმებისას
ნასუნთქი სუნის -

სუნის არა ზოგადად რუსის,
სუნის არა ზოგადად მამრის,

სუნის შენი უსაფლავო შენიანების,
სუნის შენი უსახლკარო,
ცოცხალმკვდარი შენიანების.


[size=7]ტანკში სექსი ხომ საოცრად რომანტიკულია!.[/size]

აქ ვიღაცამ პლაგიატი ახსენა!
          ცხადია,არ შეიძლება პლაგიატად მივიჩნიოთ ის, რომ ამ ლექსში საცნაურია მურმან ლებანიძის ცნობილი სტრიქონები. ამ ხერხს  ლიტმცოდნეობაში პოეტური პარაფრაზი ეწოდება,ძვირფასო მეგობრებო!
ლექსი ეკუთვნის ავტორს,რომელსაც წერის გარკვეული კულტურა გააჩნია.
ლამის ერთადერთი ენობრივი შენიშვნა  :  მესამე ირიბ ობიექტტური პირის ნიშნის დაკლებაა ზმნაში -,,გაჰყოლოდა’’.
    სახეობრივი პლანის ყველაზე დიდი დეფექტი კი არის არშემდგარი სტრიქონები
[b]მე და ჩემნაირები შიშატანილი ტანით ვეკვროდით
ჩვენი ვნებების ნაყოფებს და
სარდაფის ჭუჭრუტანაში ქარსშემოყოლილ უცხო ხმაურს თითებდაცობილ ყურებით ვუსმენდით.[/b]
რა სჭირს ამ სტრიქონებს?!
[b]1[/b].
ვნების ნაყოფი - ხატოვანი თქმაა,რომლის ბუკვალური მნიშვნელობაც ვნების შედეგია.
დავუკვირდეთ,რას ამბობს ავტორი.რა შეიძლება იყოს ქალისთვის საკუთარი ვნებების შედეგი, გნებავთ ძალადობრივი,გნებავთ ნებაყოფლობითი სექსუალური ინტერკურსის დროს?როგორ შეიძლება ამ შედეგს ,,შიშატანილი ტანით’’ ეკვროდეს?ცხრა თვე რომ იყოს გასული,კიდევ გასაგებია.
თუ ავტორი საკუთარი ვნებების ნაყოფად პარტნიორის ერექტირებულ ორგანოს მიიჩნევს,გამოდის რომ ძალადობა მამაკაცის’/მამაკაცების მხრიდან - სრული ფიქციაა და თავად ქალი უბიძგებს ინტერკურსისკენ ტანკში გამომწყვდეულ საწყალ .მშიერ,დაუბანელ რუს ჯარისკაცებს,/თითქოს თავისი გაჭირვება არ ეყოფოდათ იმ საწყლებს./
სამარადისო დიდება ახალ ქართველ ამორძალს! …სამშობლოსათვის იმით იბრძვის,რითაც შეუძლია!
[b]2.[/b] 
ახლა  სერიოზულად:
სმენის რეცეპტორებს ახასიათებს ფუნქციონირების  ერთი თავისებურება,რომელიც ქართულ ენაში კარგად ჩანს სახელზმნა ,, სმენა,,-დან ნაწარმოებ ორ ზმნურ ფორმაში:მესმის და ვუსმენ,ვუსმენ-ნიშნავს,რომ მე,როგორც მსმენელი აქტიურ როლში ვარ.შესაბამისად,მესმის  - ჩემი,როგორც მსმენელის პასიურ მდგომარეობას გამოხატავს.
წარმოიდგინეთ,როგორ შეიძლება ადამიანმა თან ყურები დაიცოს თითებით,თანაც უსმენდეს უცხო ხმაურს.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა,ავტორს რომ დაეწერა,თითებით დაცობილ ყურებში/ც/ გვესმოდა უცხო ხმაურიო.მაგრამ ამას ხომ ცოდნა უნდა!
    ვფიქრობ ,,წვრილმანებზე’’ –საკმარისია.
ახლა უმთავრესი:
ლექსის ,,კონცეპტუალური საყრდენი,, [b]სექსისა და სუნის[/b] მიმართებას ემყარება.საკვანძო სიტყვაც აქ სუნია.
ფსიქოთერაპია,რომლის შესახებაც,მეეჭვება,ავტორის ცოდნა ქართულ ყვითელ პრესაზე შორს მიდიოდეს,ძირითადად ფსიქოანალიზის მოძღვრებათა მონაპოვარს
ეფუძნება.
დაახლოებით საუკუნისა და თორმეტი წლის წინ ზიგმუნდ ფროიდი  იყო პირველი,ვინც წამოჭრა საკითხი სექსუალური ურთიერთობის,ანუ ინტერკურსის  პროცესში ყნოსვის რეცეპტორების ფუნქციონირების სპეციფიკაზე . .მას შემდეგ ამ პრობლემას უამრავზე უამრავი ექსპერიმენტი და გამოკვლევა მიეძღვნა.დამკვიდრებულია სამეცნიერო ტერმინი ,,[b]სექსუალური სუნი,, [/b],ბიოქიმიურად არის შესწავლილი ამ სუნის აგენტთა თავისებურება,მოქმედების მექანიზმები….კარგა ხანია ,შექმნილია სექსუალური სუნის სინთეტური სუროგატებიც,რომელიც წარმატებით გამოიყენება სექსუალურ დარღვევათა  ნაწილის სამკურნალოდ, ასევე დამხმარე სტიმულატორად ნორმალური სქესობრივი ინტერკურსის დროს..
    ამ ვრცელი ინფორმაციის კითხვით თავს არ შევაწყენდი მკითხველს,რომ არა ავტორის სრული უცოდნელობა,გამოვლენილი ამ ლექსში.
პოეტური ცოდნა  ხომ სამი ძირითადი გზით ეძლევა ადამიანს:პირადი გამოცდილება,ერუდიცია,ინტუიცია. ახლა ვნახოთ,როგორ ემსახურება ეს სამი რამ ,,ავტორ-,,ფსიქოთერაპევტს "'
    [b]ა.[/b] ქალი-ავტორი პირად , გამოცდილებით    ცოდნას რომ არ ფლობს  სფეროში,რომელზეც საუბრობს,იქიდანაც ჩანს,რომ ცდილობს ,ცნებითი რიტორიკის საფარქვეშ მიმალოს საკუთარი უვიცობა:
[b] სიყვარულია ის სიძულვილი,
რისი ძალაც შენზე იხმარეს -[/b]
მაგრამ ამის ცოდნისგან ღმერთმა დაიფაროს,მაინც ჩვენიანია!
აქვე შევნიშნავ, უვიცობის დასაფარავად ავტორს ყოველთვის როდი შველის რიტორიკული ,,აბრუნდის’’ მომარჯვება,პირიქით აზრობრივი გაუმართაობის მსხვერპლი ხდება
[b]ხომ შეიძლება…
რომ იმ ვიღაცას……

გაყოლოდა შენი გული და
შეგშინებოდა გათავების მასთან ერთად და შენთან ერთად
ამ უნებლიე სიყვარულის და სიძულვილის.[/b]
/ - ერთი ,მაგის დამწერს თავის თავზე აუხდეს , სხვებზე რასაც ამბობს,!,მერე ვნახოთ, რა სუნებზე ილაპარაკებდა …..…,..
  - ჩუ,  ჩემო  ქვე-მევ!გაწონასწორებულ მსჯელობაში ხელს ნუ მიშლი!…ო.ეს  კახური გენი!/.
  [b]ბ.[/b] ავტორს  ამ სფეროში ერუდიცია,განსწავლულობა რომ ჰქონოდა ,სექსოლოგიური ლიტერატურიდან მაინც ეცოდინებოდა,რომ ინტერკურსის ე.წ.პრელუდიურ ფაზაში  სოციალურ წარმოსახვათა,სწრაფვათა  მოტივები ცნობიერებაში აქტივობის გარკვეულ,მეტ-ნაკლებ დონეს ინარჩუნებს,რაც შეეხება ორგაზმულ პიკს,,აქ ამ მოტივთა სრული რეცესიაა. /გამონაკლისს წარმოადგენს სიმულირებული ორგაზმი,რასაც  მხოლოდ პროსტიტუციის მიმდევარნი  როდი მიმართავენ პარტნიორში სქესობრივი კმაყოფილების აღსაძრავად/.
მრავალჯერად ორგაზმებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.ლექსში კი მრავალჯერადი ორგაზმების ფონზე იკვეთება  მთელი სოციალური გალერეაა მკვდარ-ცოცხალი საახლობლოსი,და რაც მთავარია,ავტორი –,,ფსიქოთერაპევტის,,  დაჟინებული მოთხოვნით , არა კონკრეტული რუსის ჯარისკაცის ან ზოგადად კაცის,არამედ  მაინცადამაინც  ძვირფასი      ცოცხალმკვდარი  საახლობლოს  კრებითი სუნი  უნდა ეფინებოდეს ტანკში იმპროვიზირებულ მრავალკაციან , მრავალორგაზმიან სარეცელს.
[b]სუნის შენი უსაფლავო შენიანების,
სუნის შენი უსახლკარო,
ცოცხალმკვდარი შენიანების.[/b]
აბა ,ამხელა სიამე ბოლომდე ვის შერჩენია!

ინტუიციაზე აღარაფერს ვიტყვი.
შენ კი ისღა დაგრჩენია, მკითხველო,შურით შენატროდე ,,ქალებს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს;  ,,ტანკში სექსი ხომ საოცრად რომანტიკულია!.’’

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები