ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


Lunatic

ნახე, თენდება– თქო გეუბნები –
ნუ იქცევ ჰობად უჩემობით გათენებულ ღამეებს!

...შენ დგახარ – ისეთი ემოციებგამოშიგნული იერით
თითქოს ჩემს მაგივრად სიცარიელე გედგეს გვერდში.
თითქოს მზეზე უფრო იმ წითელ რგოლებს აკვირდები,
სისხლიანი ხელებით რომ მიმახატე მუცელზე.
როცა თავს ხელოვნების შეშლილ შვილად თვლიდი
და სამყაროს შედევრის შექმნით ემუქრებოდი...

და მაინც, იქნება ღირდა სივრცეებს შორის
წარმოქმნილი ხმელი ფოთლები იმ ცეცხლში დაეწვათ,
ვერცერთი ჩვენგანი რომ ვერ დაარქმევდა სახელად –
უშვილ–ძირობას.

დღეს გახმა ყველა –
ნაადრევად ჩასახული გრძნობა და განცდა.
აღარც არაფრის მომცემი და ვერ მანუგეშებელი –
იმედის სხივები, გვიწუხებს მზერას მბჟუტავი სინათლით.
ნოემბრის აჩრდილებთან მოცეკვავე ხეებზე ხმელია ჩემი ხელები,
რომლებიც ზამთრის ყინვამ ადგილზე გააშეშა...

რეალურად კი – შენამდე გზა,
ისევ იმ დამტვრეულ ლიანდაგზე გადის,
რომელზეც აღარსდროს ივლიან
მარტოსული მთვარეულების შიზოიდური ოცნებები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები