ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2011


მამა

ახლა, ყელზე ყულფად მეჭირება –
–სიტყვა – რომ შევიშრე ძველად გულზე.
მამა, რა იქნება, ერთხელ მოდი,
თუნდაც, გათენებას იალბუზზე...

თუნდაც, სადმე სხვაგან, სხვა ქალაქში,
მოდი, ყველა წყენა დავივიწყოთ.
მამა, ერთხელ კიდევ ვისაუბროთ,
დროზე ან იმაზე ვისაუბროთ–

–როგორ უნებლიედ დაგიბერდი,
როგორ სხვანაირი გავიზარდე...
დრო იყო, რომ ჩემით ამაყობდი,
ყველასაც გერჩივნე ქვეყანაზე....

მამა გახსოვს, როგორ ძლიერ მწყინდა-
-თვალი, რომ არ მქონდა, შენი ფერის.
დღეს კი ვხვდები, თურმე ხასიათი,
ყოფილა გენიც და ყველაფერიც...

იცი, ზოგჯერ, ისე ძაან გგავარ,
ხანდახან დედაც კი - ვეღარ მიტანს.
მამა, რა იქნება, ერთხელ მოდი,
ამოაყირავე დედამიწა...

ახლა, ღამეა და მეფიქრება,
ცა– შენს ამბოხ სულს თუ როგორ იტევს...
მამა, რა იქნება, მომისწარი,
სანამ ეს ფურცლები მითავისებს...

თორემ, სულელია შენი შვილი,
სიცელქეს, სიგიჟე ამჯობინა...
ერთ ღამეს ფანჯარას მივაწყდები
და მეც გამიხდება მიწა – ბინად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები