ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2011


მარტივი ლექსი

დილამ აღმოსავლეთით ღამის ფარდა შეხია,
გათენების ფორმაზე,მეტის ძალა არ ყოფნის,
ღრუბლებს შორის ქუხილით გავარდნილი  მეხია
ახლა გულის  ფეთქვა და გაფიქრება არყოფნის.
ვერ შევეწყვე გარემოს, დავიტოვებ იმედებს,
ზუსტად ისეთს,როგორიც აქამდეც არ მქონია,
ბუნება კი სისხლძარღვებს მოსაკლავად იმეტებს,
და სულ უფრო ახლოა დღეების აგონია.
გაზაფხულის წვიმები ცას სიგრილით კვეთავენ,
გზაზე მათი სისწორე ვეღარ გადმოვიხაზე,
მე ვარ შენი ცხოვრების  წიგნის ერთი ქვეთავი,
დაწერილი უსიტყვოდ მშრალ,დაბზარულ თიხაზე.



12.04.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები