სოფლის ბოლოში, ხმამდუმარი, ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს, გახსოვს, იმ ზაფხულს გახოტრილი ჭალის ხედები, მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს, ვთიბეთ და ვთიბეთ _ აფოფრილი ძნები გუნდებად, შუადღეს ედო ალხი ივლისის. გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი რა გველის, მამავ, ვინ იცის?! უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში, მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში, ამ ყრუ ბეტონით გადატიხრულ საკნების ჩრდილში. იქნებ უბრალო, სულ უბრალო წმინდა რამეა, ასე აზარტით რომ დავეძებთ სიზმრად თუ ცხადში, გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა, როცა გარდაცვლილ ტაძარზე ფიქრს დავიწყებ მაშინ. ...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას. 1984 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში... კარგია, ნამდვილია,ძარღვიანია... :) უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში... კარგია, ნამდვილია,ძარღვიანია... :)
18. მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს, ვთიბეთ და ვთიბეთ _ აფოფრილი ძნები გუნდებად, შუადღეს ედო ალხი ივლისის. გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი რა გველის, მამავ, ვინ იცის?!
...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას.
მომწონს.
მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს, ვთიბეთ და ვთიბეთ _ აფოფრილი ძნები გუნდებად, შუადღეს ედო ალხი ივლისის. გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი რა გველის, მამავ, ვინ იცის?!
...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას.
მომწონს.
16. ვიცანი ეს ლექსი...ალბათ, თავის დროზეც მომეწონა :) ვიცანი ეს ლექსი...ალბათ, თავის დროზეც მომეწონა :)
15. წავიკითხე ყველაფერი, ჩემო დავით... გაიხარე! მივხედოთ რუსთაველის საზოგადოებას, თუ რამეში გამოგადგები, შენი ხმალი და ჩემი კისერი! ეგ ხომ ფაქტიურად, არა მარტო ჩვენი თაობის, არამედ ჩვენი საძმო-სამეგობროს, მათ შორის ჩვენი დაფუძნებულია და ცხონებული აკაკი ბაქრაძის არჩევაც ხომ ჩვენ ვაიძულეთ მაშინდელ ,,ნაჩალნიკებს"... ახლა, როცა დრომ მაინც ,,გააიასნა", თუ ვინ ვინ ყოფილა და ვინ ვინ არის, უკვე შეიძლება ეს საზოგადოება თავისი სახელის სიმაღლეზე დადგეს... დარწმუნებული ვარ, სხვა მიზანი არც შენ გამოძრავებს და ღმერთმაც ხელი მოგიმართოს! წავიკითხე ყველაფერი, ჩემო დავით... გაიხარე! მივხედოთ რუსთაველის საზოგადოებას, თუ რამეში გამოგადგები, შენი ხმალი და ჩემი კისერი! ეგ ხომ ფაქტიურად, არა მარტო ჩვენი თაობის, არამედ ჩვენი საძმო-სამეგობროს, მათ შორის ჩვენი დაფუძნებულია და ცხონებული აკაკი ბაქრაძის არჩევაც ხომ ჩვენ ვაიძულეთ მაშინდელ ,,ნაჩალნიკებს"... ახლა, როცა დრომ მაინც ,,გააიასნა", თუ ვინ ვინ ყოფილა და ვინ ვინ არის, უკვე შეიძლება ეს საზოგადოება თავისი სახელის სიმაღლეზე დადგეს... დარწმუნებული ვარ, სხვა მიზანი არც შენ გამოძრავებს და ღმერთმაც ხელი მოგიმართოს!
14. ნამდვილი პოეზია!!! ნამდვილი პოეზია!!!
13. მე ძალიან მომეწონა მე ძალიან მომეწონა
12. აუ , მართლა მომენატრე, იმედო, ორ წელი იქნება რაც არ შევხვედრივართ, მოიშორე რა ეს "კარანტინია" თუ რაღაც და ჩამოგვიარე შენებურად, ერთხელ მეც "გავაოფო" ახალგაზრდები რომ იტყვიან ჩემი გვერდი და შეგახსენო ჩემი სტრიქონები...
იმედი ჯახუას/საალბომოდ _დარღვეული რიტმით/
საქორთუოს გომორძგუა, ჩემო, ჯიმა, სისხლცრემლდარდო, სიყვარული ცრემლი თუა, ცრემლიც უნდა სულში ბარდნო.
გამოწვდილი გულით თასი, ბეღლის ჩრდილი ალმაცერი, დოქით ღვინო, ცოტა პრასი, დილა ცისკრით ანაცერი.
ჩავიმუხლე, მზე წაიქცა, მომიშვირა მტერმა ბრანწი, მტკივა, ჯიმა, კოდორის ცა, ამიკივლა მტერმა თვალწინ.
გზას მოველი ეკლესიურს, ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი, დაცლილ ამ სულს დეპრესიულს, შემოუნთე შენი ცეცხლი.
უდებოშოდ გული გასკდა, ვზივარ შენ წილ არყით ვთრები, აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.
მიწაზე ხომ მოვილიეთ, ცაში გვრჩება სამოსახლო, არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.
სხვა ჩვენ წილს ვინ იმარხულებს, ქარონიც რომ ყვირის! _ დროზე! ნაინფარქტალს დავდებთ გულებს პოეზიის სამსჯავროზე. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ...ჩვენი თაობის ჭრილობა გვიხმობს, ხედავ?! სველ ნისლებს სული ელევა, წამო გოდერძის საფლავზე, იმო, ძმის სათუთ გულზე მოსაფერებლად.
იყო ომი და ავგულთ ზვაობა, გულჩამარხული სარდაფში ხმაო, ეს დაკარგული ჩემი თაობა, რომელ ნანგრევში ვეძებო, ძმაო!
ნიშნიანიძე...ინანიშვილი... წლები ნასიზმრალ ხილვებ-ველებად, ჩვენაც იქ წავალთ ტკივილაშლილი, მამების სულის მოსაფერებლად.
რამდენიც გინდა, ათასი შესვი... ცაში ხმალს ლესავს სიტყვის კაფია, ჩვენს თბილ საფლავებს შერჩება ლექსი, ატირებული ეპიტაფია..
P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე, მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა, დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ ჩვენზე... სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!.. 26 ივლისი.2009 აუ , მართლა მომენატრე, იმედო, ორ წელი იქნება რაც არ შევხვედრივართ, მოიშორე რა ეს "კარანტინია" თუ რაღაც და ჩამოგვიარე შენებურად, ერთხელ მეც "გავაოფო" ახალგაზრდები რომ იტყვიან ჩემი გვერდი და შეგახსენო ჩემი სტრიქონები...
იმედი ჯახუას/საალბომოდ _დარღვეული რიტმით/
საქორთუოს გომორძგუა, ჩემო, ჯიმა, სისხლცრემლდარდო, სიყვარული ცრემლი თუა, ცრემლიც უნდა სულში ბარდნო.
გამოწვდილი გულით თასი, ბეღლის ჩრდილი ალმაცერი, დოქით ღვინო, ცოტა პრასი, დილა ცისკრით ანაცერი.
ჩავიმუხლე, მზე წაიქცა, მომიშვირა მტერმა ბრანწი, მტკივა, ჯიმა, კოდორის ცა, ამიკივლა მტერმა თვალწინ.
გზას მოველი ეკლესიურს, ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი, დაცლილ ამ სულს დეპრესიულს, შემოუნთე შენი ცეცხლი.
უდებოშოდ გული გასკდა, ვზივარ შენ წილ არყით ვთრები, აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.
მიწაზე ხომ მოვილიეთ, ცაში გვრჩება სამოსახლო, არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.
სხვა ჩვენ წილს ვინ იმარხულებს, ქარონიც რომ ყვირის! _ დროზე! ნაინფარქტალს დავდებთ გულებს პოეზიის სამსჯავროზე. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ...ჩვენი თაობის ჭრილობა გვიხმობს, ხედავ?! სველ ნისლებს სული ელევა, წამო გოდერძის საფლავზე, იმო, ძმის სათუთ გულზე მოსაფერებლად.
იყო ომი და ავგულთ ზვაობა, გულჩამარხული სარდაფში ხმაო, ეს დაკარგული ჩემი თაობა, რომელ ნანგრევში ვეძებო, ძმაო!
ნიშნიანიძე...ინანიშვილი... წლები ნასიზმრალ ხილვებ-ველებად, ჩვენაც იქ წავალთ ტკივილაშლილი, მამების სულის მოსაფერებლად.
რამდენიც გინდა, ათასი შესვი... ცაში ხმალს ლესავს სიტყვის კაფია, ჩვენს თბილ საფლავებს შერჩება ლექსი, ატირებული ეპიტაფია..
P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე, მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა, დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ ჩვენზე... სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!.. 26 ივლისი.2009
11. მოგიკითხე, იმედო მეც მონატრებით! ისევ ჩემი მოურჩენელი სენი _ კორექტურა გამპარვია, სწორი შენიშვნაა შენგან. ტირე ამიორთქლებია. გასწორების შემდეგ: "ვთიბეთ და ვთიბეთ _ აფოფრილი ძნები გუნდებად". შეუსწორებლად, კონტექსტი იძლეოდა წაკითხვას, რომ ძნებს ვთიბავდით, რაც აბსურდია.სინამდვილეში კი პირიქით, თიბვის შემდეგ ჩდება ძნების ასოციაცია.გაიხარე! მუდამ ჩემი ერთგული ძმა!
მოგიკითხე, იმედო მეც მონატრებით! ისევ ჩემი მოურჩენელი სენი _ კორექტურა გამპარვია, სწორი შენიშვნაა შენგან. ტირე ამიორთქლებია. გასწორების შემდეგ: "ვთიბეთ და ვთიბეთ _ აფოფრილი ძნები გუნდებად". შეუსწორებლად, კონტექსტი იძლეოდა წაკითხვას, რომ ძნებს ვთიბავდით, რაც აბსურდია.სინამდვილეში კი პირიქით, თიბვის შემდეგ ჩდება ძნების ასოციაცია.გაიხარე! მუდამ ჩემი ერთგული ძმა!
10. რა ლამაზი ლექსია?! :) საოცარი სახეებით... 555! რა ლამაზი ლექსია?! :) საოცარი სახეებით... 555!
9. მომნატრებიხარ, ძმობილო! გულიანი, ჩვენი თაობის ტკივილებით დაღდასმული და ჩვენთვის ამიტომაც გაცილებით ძვირფასი და ახლობელი, ვიდრე ზოგზოგი ახალუხლებისათვის, ,,მეოცე ს-ს და საშ. დონის პოეზიად'' რომ მონათლავენ აწი ბევრ ჩვენს ნაწერს... აქ ერთი შენიშვნა გამიჩნდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც დაუკვირდი ამ ფრაზას: ვთიბეთ და ვთიბეთ აფოფრილი ძნები გუნდებად, სალამით და მონატრებით, შენი იმო.ჯ. იმედია, მალე დავაღწევ თავს ამ კარანტინს და ჩამოგივლით ყველას! მომნატრებიხარ, ძმობილო! გულიანი, ჩვენი თაობის ტკივილებით დაღდასმული და ჩვენთვის ამიტომაც გაცილებით ძვირფასი და ახლობელი, ვიდრე ზოგზოგი ახალუხლებისათვის, ,,მეოცე ს-ს და საშ. დონის პოეზიად`` რომ მონათლავენ აწი ბევრ ჩვენს ნაწერს... აქ ერთი შენიშვნა გამიჩნდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც დაუკვირდი ამ ფრაზას: ვთიბეთ და ვთიბეთ აფოფრილი ძნები გუნდებად, სალამით და მონატრებით, შენი იმო.ჯ. იმედია, მალე დავაღწევ თავს ამ კარანტინს და ჩამოგივლით ყველას!
8. გულფრესკებშემოძარცვულ - ლამაზია, მაგრამ აფუჭებს მელოდიას (ჩემი აზრით).
+1 გულფრესკებშემოძარცვულ - ლამაზია, მაგრამ აფუჭებს მელოდიას (ჩემი აზრით).
+1
7. ძალინ მომეწონა ძალინ მომეწონა
6. მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში, ამ ყრუ ბეტონით გადატიხრულ საკნების ჩრდილში.
ეს გამოვყავი აქ, სხვანაირად ახლოს მოვიდა.. მოგიკითხეთ ბატონო დავით მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში, ამ ყრუ ბეტონით გადატიხრულ საკნების ჩრდილში.
ეს გამოვყავი აქ, სხვანაირად ახლოს მოვიდა.. მოგიკითხეთ ბატონო დავით
4. გავასწორე, ეს კურიოზული შეცდომა. გმადლობთ! გავასწორე, ეს კურიოზული შეცდომა. გმადლობთ!
3. არადა არ გეტყობათ ასაკი საერთოდ...:) არადა არ გეტყობათ ასაკი საერთოდ...:)
2. გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა,
გეთანხმებით!
მომეწონა ლექსი. 5!
პ.ს. თარიღი შეასწორეთ ბატონო დავით, ''1984'' წელი უნდა ეწეროს ალბათ. ;) გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა,
გეთანხმებით!
მომეწონა ლექსი. 5!
პ.ს. თარიღი შეასწორეთ ბატონო დავით, ``1984`` წელი უნდა ეწეროს ალბათ. ;)
1. მომეწონა....ბოლოში წელია მე მგონი შეცდომით ბატონო დავით,ან მათუსალასთვის გადაგისრიათ...:) მომეწონა....ბოლოში წელია მე მგონი შეცდომით ბატონო დავით,ან მათუსალასთვის გადაგისრიათ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|