ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2011


ბალადა სკალპზე

ახალგაზრდაა,
ასე თექვსმეტი წლისა იქნება
და მარტოკა მიაქანებს ვიწრო ნავს
დანისლული მდინარის გულში.
ისე ღრმად ჩაწოლილა
ამ ნავში,
რომ ნაპირზე მოცეკვავე ანგელოსები
მას ვერა ხედავენ,
მხოლოდ ხელებს,
სამგლოვიარო იალქნებივით
რომ გადმოუწყვია
ნავის ორივე ქიმზე.
საოცარი სურნელებაა,
დაბურულ ტყიდან
ინდიელების მოისმის სიმღერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები