შენ იყავი შორს, იმდენად შორს, რომ ზოგჯერ მეგონა შენიდან ამოდიოდა მზე. იმდენად შორს,რომ მეგონა შენთან მოფრინავდნენ ფრინველები, მაშინ როდესაც დედა მეუბნებოდა, „შესცივდათ და სითბოში გაფრინდნენო“. შენ იყავი შორს. ხო, შორს... ცხოვრობდი იმ ქალაქში, რომელშიც მე დავიბადე. დადიოდი იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არ გამივლია,მაგრამ აუცილებლად მოვხვდები. სეირნობდი იმ ბაღებსა და სკვერებში, სადაც ჩემს შვილს თუ არა ძაღლს მაინც გავასეირნებ ოდესმე. უსმენდი იმავე მუსიკას, უყურებდი იმავე ფილმებს, კითხულობდი იმავე ლიტერატურას, გაინტერესებდა ადამიანების ფსიქოლოგია და ამბობდი რომ გეზიზღებოდა კაცთა მოდგმა არაკაცობებისთვის. შენ იყავი ისეთი შორი, როგორც ვიტრინაში ნანახი კაბა, რომელიც მომეწონა, რომელიც არაერთხელ გავისინჯე და ხელფასამდე გაიყიდა. შენ იყავი ისეთი შორი, როგორც ოდესღაც გასინჯული ნაყინი, რომელსაც ვერც ერთ სეზონზე და ვერც ერთ მაღაზიაში ვეღარ ვაგნებდი. შენ იყავი...ხო, იყავი და ვერავინ მეტყოდა,რომ მე შევიშალე, გამოგიგონე, ან სიზმრებიდან გამოგიყოლე. ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო, გილოცავ, გავიგე, რომ სადღაც შორს მამა გახდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. : )) მადლობელი : )) მადლობელი
22. მომწონს, ოღონდ როგორც მინიატურა :)
მომწონს, ოღონდ როგორც მინიატურა :)
21. ვახ თაკა ადგილები ძალიან მაგარია : )მომეწონა :* ვახ თაკა ადგილები ძალიან მაგარია : )მომეწონა :*
20. ჰეჰ მინდოზ :) :-* ჰეჰ მინდოზ :) :-*
18. მადლობა ოთარ, რომ წაიკითხე და მადლობა ჩემი მეგობრის სახელითაც :)
მადლობა ოთარ, რომ წაიკითხე და მადლობა ჩემი მეგობრის სახელითაც :)
17. ფინალი მესიამოვნა ნამეტნავად. ვულოცავ შენს მეგობარს ''მამობას''. ფინალი მესიამოვნა ნამეტნავად. ვულოცავ შენს მეგობარს ``მამობას``.
16. სულაც არ უნდა ამ ლექსს მუშაობა :D ბახუტამ რაც მითხრა ორი რამე შევცვალე ისე უკვე, ცოტა დაკვირვებით წაგეკითხათ..
ფინალს რაც შეეხება "ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო" - საავტორო უფლებებს ვფლობ ამ გამოთქმაზე და არ შევცვლი..ვოტ ტაკ ვოტ.. არაკაცების მონაკვეთზე კიდევ ვფიქრობ :)
ვაა, დაინახავენ ლაცაბიძის ბახუტას ან ვინმეს კომენტარს და დაიწეყებენ აქ ბრძნად მეტველებას :D :D
მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ კითხვით თავი შეიწუხეთ სულაც არ უნდა ამ ლექსს მუშაობა :D ბახუტამ რაც მითხრა ორი რამე შევცვალე ისე უკვე, ცოტა დაკვირვებით წაგეკითხათ..
ფინალს რაც შეეხება "ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო" - საავტორო უფლებებს ვფლობ ამ გამოთქმაზე და არ შევცვლი..ვოტ ტაკ ვოტ.. არაკაცების მონაკვეთზე კიდევ ვფიქრობ :)
ვაა, დაინახავენ ლაცაბიძის ბახუტას ან ვინმეს კომენტარს და დაიწეყებენ აქ ბრძნად მეტველებას :D :D
მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ კითხვით თავი შეიწუხეთ
15. ბახუტაშვილს დასტური, ბევრი მუშაობა უნდა ამ ლექსს,
დასაწყისი მომეწონა ყველაზე მეტად,
შენ იყავი შორს, იმდენად შორს, რომ ზოგჯერ მეგონა შენიდან ამოდიოდა მზე. ბახუტაშვილს დასტური, ბევრი მუშაობა უნდა ამ ლექსს,
დასაწყისი მომეწონა ყველაზე მეტად,
შენ იყავი შორს, იმდენად შორს, რომ ზოგჯერ მეგონა შენიდან ამოდიოდა მზე.
14. :) ჰუჰ როგორ ჩამეღიმა ახლა... :) :) ჰუჰ როგორ ჩამეღიმა ახლა... :)
13. დიმა გადი აქედან :D თაკა, მომენატრე! დიმა გადი აქედან :D თაკა, მომენატრე!
11. შენ იყავი...ხო, იყავი და ვერავინ მეტყოდა,რომ მე შევიშალე, გამოგიგონე, ან სიზმრებიდან გამოგიყოლე. ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო, გილოცავ, გავიგე, რომ სადღაც შორს მამა გახდი!
სიტყვის უთქმელად გავდივარ და მიმაქვს მთისხელა ემოცია... შენ იყავი...ხო, იყავი და ვერავინ მეტყოდა,რომ მე შევიშალე, გამოგიგონე, ან სიზმრებიდან გამოგიყოლე. ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო, გილოცავ, გავიგე, რომ სადღაც შორს მამა გახდი!
სიტყვის უთქმელად გავდივარ და მიმაქვს მთისხელა ემოცია...
10. წარმატებები :)
წარმატებები :)
9. ჰო, თაკ, დავწურავდი, გავფილტრავდი და ზოგიერთ სიტყვას დავაზუსტებდი, მაგ. როგორც ოდესღაც გასინჯული ნაყინი, რომელსაც ვერც ერთ სეზონზე და ვერც ერთ მაღაზიაში ვეღარ ვაგნებდი.-კაფეტერიაში უფრო მოუხდება იქნებ...
მაგრამ, ვიცი, შენს ემოციას ახლა ასე და ამ ფორმით სჭირდება და მთავარი ეგ არის, დანარჩენს მერეც მოასწრებ. უყვარხარ ნანის. ჰო, თაკ, დავწურავდი, გავფილტრავდი და ზოგიერთ სიტყვას დავაზუსტებდი, მაგ. როგორც ოდესღაც გასინჯული ნაყინი, რომელსაც ვერც ერთ სეზონზე და ვერც ერთ მაღაზიაში ვეღარ ვაგნებდი.-კაფეტერიაში უფრო მოუხდება იქნებ...
მაგრამ, ვიცი, შენს ემოციას ახლა ასე და ამ ფორმით სჭირდება და მთავარი ეგ არის, დანარჩენს მერეც მოასწრებ. უყვარხარ ნანის.
8. მშვენიერია! თუმცა ცოოტა რედაქტირება მართლაც არ აწყენდა. ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო - ან: ყველაზე შორო და ყველაზე ახლო, ან: ყველაზე სხვისო და ყველაზე ჩემო, ჩემი აზრით:) მე მომეწონა ფინალი:) მშვენიერია! თუმცა ცოოტა რედაქტირება მართლაც არ აწყენდა. ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო - ან: ყველაზე შორო და ყველაზე ახლო, ან: ყველაზე სხვისო და ყველაზე ჩემო, ჩემი აზრით:) მე მომეწონა ფინალი:)
7. ნუ სევდიანობ, თაკა, კარგო და ჭკვიანო!!!!! მიყვარხარ!!!!! +5 ნუ სევდიანობ, თაკა, კარგო და ჭკვიანო!!!!! მიყვარხარ!!!!! +5
6. "ცხოვრობდი იმ ქალაქში, რომელშიც მე დავიბადე."
ეს მთელ ლექსს ეწინააღმდეგება. შემოგზავნილი ფრაზაა :დ
"გაინტერესებდა ადამიანების ფსიქოლოგია და ამბობდი რომ გეზიზღებოდა კაცთა მოდგმა არაკაცობებისთვის."
არაკაცობები ჯერ ქართული არ არი და მერე ამ მონაკვეთსაც ან წაშლა უნდა ან მიხედვა, ან უფრო უბრალოდ დაწერე, ან უფრო მხატვრულად, ასე შუაში ნუა გაჩხერილი საცოდავად. :დ
"ვერავინ მეტყოდა,რომ მე შევიშალე, რომ გამოგიგონე, რომ სიზმრებიდან გამოგიყოლე," აქ ამდენი რომ არ უნდა. :დ ექსპრესია ისედაც იქნება.
"ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო, გილოცავ, გავიგე, რომ სადღაც შორს მამა გახდი"
"შორო მეგობარო" არ არის სწორი. :) და ფინალი აქვს კრახი. "გავიგე"(მესამე პირის შემოყვანაა) როგორ არ უხდება ამ ნაწერს, მთელი ზღვარის მოშლაა ეგ რეალურსა და გამოგონილს შორის, არადა მაგ ზღვარზე მიდის ლექსი. და საერთოდ ფინალი არის შესაცვლელი. მამა გახდი კაი ბატონო მარა ასე მეგობრობის დღიურივით ნუ დაამთავრებ ამ ნოსტალგიური სიყვარულის ჩათხრით.
ამდენი იმიტომ ვიწვალე და ვიჯახირე რომ ამ გვერდზე ამ ხარისხის ლექსი არ მინახავს. მე მოვკვტე გემრიელობა გამოვა აქედან. :დ ოღონდ დარედაქტირება კი არა გა-დარედაქტირება, გა-დავლა, გა-მოშრობა და კიდე ბევრი გა უნდა :დ დაჯექი და იმუშავე. "ცხოვრობდი იმ ქალაქში, რომელშიც მე დავიბადე."
ეს მთელ ლექსს ეწინააღმდეგება. შემოგზავნილი ფრაზაა :დ
"გაინტერესებდა ადამიანების ფსიქოლოგია და ამბობდი რომ გეზიზღებოდა კაცთა მოდგმა არაკაცობებისთვის."
არაკაცობები ჯერ ქართული არ არი და მერე ამ მონაკვეთსაც ან წაშლა უნდა ან მიხედვა, ან უფრო უბრალოდ დაწერე, ან უფრო მხატვრულად, ასე შუაში ნუა გაჩხერილი საცოდავად. :დ
"ვერავინ მეტყოდა,რომ მე შევიშალე, რომ გამოგიგონე, რომ სიზმრებიდან გამოგიყოლე," აქ ამდენი რომ არ უნდა. :დ ექსპრესია ისედაც იქნება.
"ჩემო ყველაზე შორო და ყველაზე ჩემო მეგობარო, გილოცავ, გავიგე, რომ სადღაც შორს მამა გახდი"
"შორო მეგობარო" არ არის სწორი. :) და ფინალი აქვს კრახი. "გავიგე"(მესამე პირის შემოყვანაა) როგორ არ უხდება ამ ნაწერს, მთელი ზღვარის მოშლაა ეგ რეალურსა და გამოგონილს შორის, არადა მაგ ზღვარზე მიდის ლექსი. და საერთოდ ფინალი არის შესაცვლელი. მამა გახდი კაი ბატონო მარა ასე მეგობრობის დღიურივით ნუ დაამთავრებ ამ ნოსტალგიური სიყვარულის ჩათხრით.
ამდენი იმიტომ ვიწვალე და ვიჯახირე რომ ამ გვერდზე ამ ხარისხის ლექსი არ მინახავს. მე მოვკვტე გემრიელობა გამოვა აქედან. :დ ოღონდ დარედაქტირება კი არა გა-დარედაქტირება, გა-დავლა, გა-მოშრობა და კიდე ბევრი გა უნდა :დ დაჯექი და იმუშავე.
5. :O ჰა თაკა? შენი მეგობარი ბოლომდე მეგონა როომ მდედრობითი სქესი იყო :)
შენ იყავი ისეთი შორი, როგორც ვიტრინაში ნანახი კაბა, რომელიც მომეწონა, რომელიც არაერთხელ გავისინჯე და ხელფასამდე გაიყიდა.
ეს ადგილი განსაკუთრებით მომეწონა :)
:O ჰა თაკა? შენი მეგობარი ბოლომდე მეგონა როომ მდედრობითი სქესი იყო :)
შენ იყავი ისეთი შორი, როგორც ვიტრინაში ნანახი კაბა, რომელიც მომეწონა, რომელიც არაერთხელ გავისინჯე და ხელფასამდე გაიყიდა.
ეს ადგილი განსაკუთრებით მომეწონა :)
4. ერთი ორი მომენტი მაგარია.
ექსპრესიულია.
რიტმულიც.
თუ მისგან ამოდიოდა მზე ის იაპონიაში ყოფილა.
5. ერთი ორი მომენტი მაგარია.
ექსპრესიულია.
რიტმულიც.
თუ მისგან ამოდიოდა მზე ის იაპონიაში ყოფილა.
5.
3. +4, სულ ცოტა დამაკლდა მაქსიმუმამდე, რადგან ტექსტს საბოლოო დარედაქტირება სჭირდება. +4, სულ ცოტა დამაკლდა მაქსიმუმამდე, რადგან ტექსტს საბოლოო დარედაქტირება სჭირდება.
1. 5+
მოკითხვა :)
5+
მოკითხვა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|