ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Melomani
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2011


ვიცი მონატრება დამიმონებს (ჩემს ლეჩხუმს)

ვიცი, მონატრება დამიმონებს
სულის უჩვეულო იარებით.
დღეს დრო
როგორც თავის მარიონეტს,
ისე
მათამაშებს,მატრიალებს...
ვიცი,ლეჩხუმამდე დაბრკოლებას
მიქმნის რეალობის იერსახე.
რა ვქნა
ცხოვრებაში მარტოხელამ?
ისევ
დავიწყებას მივეძალე.
ძლიერ დავიღალე...ამიტომაც
მტოვებს ნოსტალგია,როგორც იქნა.
გულში
იარები დამიტოვა
თურმე
უსასრულო მოლოდინმაც.
რადგან ვარ ლეჩხუმზე მეოცნებე
თითქოს ყველაფერი მარტივდება.
ვიწყებ
ვით მხატვარი ჩემ მოლბერტზე
ტილოს
ემოციით ატირებას...
რადგან მონატრება დამიმონებს
რაღაც უჩვეულო იარებით.
დღეს დრო
როგორც თავის მარიონეტს,
ისე
მათამაშებს,მატრიალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები