ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2011


"ექსპრომტებიდან :)"

ვწევარ. ღამეა.
სიჩუმეა, ისე თითქოს და
დედამიწაზე ეს წუთია სუნთქვა გათიშეს.

ცხელა.ხვატია.აგვისტოა.
ფიქრი მიღოღავს და
ეტმასნება უშენობით ჩავლილ ნაბიჯებს.

შენს იქით
თითქოს წყვდიადშია მთელი სამყარო,
კალიების რაზმს იგერიებს ჩემი ქალაქი.

შიში მჭამს თითქოს,
კვლავ წვიმებად რომ არ დაგშალონ,
შენ ხომ, ამ, ჩემს ხვატ აგვისტოში, გქვია – ზამთარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები