ცამეტი წელია
ცამეტი წელია,მიყურებ, გიყურებ,მაჯერებ,გაჯერებ, რამდენჯერ გითქვია,–მიყვარხარ,– –მიყვარხარ,–მე მითქვამს რამდენჯერ. ცამეტი წელია,ვიზრდებით, ვსაუბრობთ,ვბრაზდებით,ვმშვიდდებით, საერთო დაგვჩემდა სიზმრები, საერთო გვეზრდება შვილები. ცამეტი წელია,ვიცლებით, ვივსებით,ვაღვივებთ კერიას, მე შენთვის,შენ ჩემთვის გცალია, დავთვალე,ცამეტი წელია. ცამეტი წელია,დავდივართ გვერდი–გვერდ და ოჯახს ვაშენებთ, ცამეტი წელია,ერთად ვართ და ერთად ვიყავით მაშინაც,
როდესაც ერთად არ ვიყავით... მიყვარხარ...მიყვარდი...
* * *
ნიკას ეძახის დედა, ნიკა იცინის,დარბის,– –უნდა იცინოს,ღმერთმა ნუმც მოგაკაროთ დარდი. გურამ,–იძახის დედა,– –გური კუ–ნინძებს ხატავს, ხატეთ და წერეთ,თქვენსას ტკივილებს ქარს გავატან. დედა,–გური და ნიკა ეძახიან და ერთად , უკან დასდევენ,უყვართ დარო–ლამაზი დედა. ნიკას ანიშნებს გური,– –თავს დავესხათო მამას,– –მე რათქმა უნდა,მესმის და თვალებს ცრემლი ნამავს სიხარულისა,რადგან ორი მეზრდება ბიჭი, გაიზრდებიან,ხვალ–ზეგ ცას შესწვდებიან ბეჭით. გური,ნიკა და დარო, დარო,ნიკა და გური,– –ერთგულებისთვის გმადლობთ, სიყვარულისთვის გმადლობთ,– –აჰა,თქვენ ჩემი ლექსი და რა თქმა უნდა,გული...
* * *
მომენდე და მოგენდე, სულით,ხორცით,მთლიანად, ცას ცის ფერი დაედო, ისე მოფერიანდა. მთვარე თეთრად ციალებს, თრთიან თოთო ბაგენი, ბევრი,ბევრი ვიარე, გძებნე და მოგაგენი. მზე იღიმის მაცდურად, სულ ახლოა ხომლამდის, შენს თვალებში დაცურავს სიყვარულის ხომალდი და მგონია ამქვეყნად მარტონი ვართ სრულებით, ნურასოდეს მოიწყენ, ნუღარც დამემდურები, მე ხომ ასე მოგენდე, სულით,ხორცით,მთლიანად... ცას ცის ფერი დაედო,– –შეხე,მოფერიანდა...
* * *
ცამეტი შესრულდა გუშინ, რაც ჩვენ ერთად ვართ... მე მოგილოცე... შენ თვალებზე ორი ცრემლი ჩამოგიგორდა და მითხარი:–ერთი შენია, ერთი ჩემიო...
ეს იყო გუშინ...
ცამეტი წლის წინ, რომ გითხარი,–მიყვარხარ,–მეთქი, შენს თვალებზე ერთი ცრემლი შევნიშნე მხოლოდ...
როგორ გავზრდილვართ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არაჩვეულებრივია! სიყვარული მართლა ყველაზე ძლიერია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! ბედნიერი შობა-ახალი წელი მოგმადლოთ უფალმა! :)) არაჩვეულებრივია! სიყვარული მართლა ყველაზე ძლიერია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! ბედნიერი შობა-ახალი წელი მოგმადლოთ უფალმა! :))
7. მომეწონა...5 სიყვარულით გამთბარი ლექსებია... მომეწონა...5 სიყვარულით გამთბარი ლექსებია...
6. რამოდენიმე სიტყვაა რითმისთვის დამახინჯებული,რომელიც პირადად მე ცუდად მხვდება ყურს... რამოდენიმე სიტყვაა რითმისთვის დამახინჯებული,რომელიც პირადად მე ცუდად მხვდება ყურს...
5. მიყვარხარ კახი ესეთი ლექსის ავტორი როგორ არ მიყვარდესსს მიიიიყყყვარრრხარრრრ მიყვარხარ კახი ესეთი ლექსის ავტორი როგორ არ მიყვარდესსს მიიიიყყყვარრრხარრრრ
4. აუუუ გამაჟრიალა ბრავოოოოოოოოოოო აუუუ გამაჟრიალა ბრავოოოოოოოოოოო
3. და ერთად ვიყავით მაშინაც,
როდესაც ერთად არ ვიყავით... მიყვარხარ...მიყვარდი...
ცამეტი შესრულდა გუშინ, რაც ჩვენ ერთად ვართ... მე მოგილოცე... შენ თვალებზე ორი ცრემლი ჩამოგიგორდა და მითხარი:–ერთი შენია, ერთი ჩემიო...
ეს იყო გუშინ...
ცამეტი წლის წინ, რომ გითხარი,–მიყვარხარ,–მეთქი, შენს თვალებზე ერთი ცრემლი შევნიშნე მხოლოდ...
როგორ გავზრდილვართ...
და ერთად ვიყავით მაშინაც,

2. მომეწონა, ლამაზებია +2 მომეწონა, ლამაზებია +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|