ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2011


,,კახურპედაგოგიური'' - ცოტა გაერთეთ!


    ნინა ბაბოს ლოჯიაში კედლის კარადის ერთი მხარე ჩაკლიტული ჰქონდა და შიგ რაღაცეებს მალავდა. შვილიშვილები გვერდითა კარიდან ღრიჭოში სარეცხის ჯოხს შევაცურებდით და ვპარავდით.
    მთელი ტექნიკა გვქონდა დამუშავებული!

... ,,კახურპედაგოგიური''
- - - - - - - - - - - - -- - - -
    გოგი პაპა: - ბავშვებო! ეს კი აღარ მომწონს, ქურდობა განა მარტო იმასა ჰქვია, კაცი სხვისა სახში რო შეიპარება და გასცლის, შინ უფროსების შენახულს დაუკითხავათ რო აიღებ, ეგეც იგივეა. ბაბოთქვენისთვის წამალი რომ მოგიპარიათ, თანაც სუ გაგითავებიათ...
    ჩვენ:- წამალი?! რად გვინდოდა წამალი!
    პაპა: - ჰო, წამალი, ... ბაბოთქვენს ხო გული აწუხებს, ექიმმა ხო უთხრა, დილდილაობით აუცილებლათ რამე სპორტით დაკავდიო, ხო დაკავდა თევზაობით, იქ ვიღაცამ ხო ასწავლა, წითელ ხიზილალაზე თევზი კარგათ მოდისო, ხო ვიარე და ვუშოვე ეგ ოხერი წითელი ხიზილალა: პრისტინზე რო დაჯდება, მარცვლებს რო წამოაცვამს ანკესზე, რო დაელოდება, დაელოდება და თევზიც უცებ რო ჩაკრავს, ხო გაუხარდება მაგის გულს; რო გაუხარდება, ხო კარგად გაუხდება, კარგად რო გაუხდება, ხო მორჩება, ჰოდა, თქვე გამჩენძაღლებო, გაიგეთ რა, წამალია-მეთქი, წა-მა-ლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები