 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 5 ნოემბერი, 2011 |
სოხუმი. დაბა აჩადარა. მდინარე გუმისთა. უჰ... სულ ერთი ამოსუნთქვაა ზღვარს იქეთ – სიცოცხლიდან სიკვდილამდე. ომის დროს სულ ახლოსაა ადამიანი ამ ზღვართან. ერთი ამოსუნთქვა და ტყვია ჩაგიკრავს გულში, ან ისე ახლოს ჩაგივლის, ჯერ გათბობს, მერე გაცივებს... იქეთაც საქართველოა და აქეთაც, იქეთაც აფხაზეთია და აქეთაც. შუაში კი მდინარეა პატარა და ხიდი, პატარა და თან რა დიდი. ხითხითებს ეშმაკი, უხარია... დრო და დრო მიიძინებს ეშმაკიც და ომის ღმერთიც... მაშინ ზღვის ხმაც ისმის, ჩიტებიც ჭიკჭიკს დაიწყებენ, თითქოს და ეს ყველაფერი კიც იყო და არც... მაშინ ერთმანეთის საუბარიც ესმით. სანგრებში არიან: აქეთ და იქეთ, იქეთ და აქეთ... - ქართველებო, თუ ვინმე ვაჟკაცი ხართ, გადმოდით ჩვენთან, ღვინო დალიეთო... – უცებ ხმა გაისმა... - ფანდია, ალბათ მოენე უნდათო, - მეთაურმა... - მე გადავალო, ერთმა - კახელმა. გაგიჟდიო, - დაუშალეს ბიჭებმა. ღვინოს გინდა სიცოცხლე ანაცვალო, ღვინოს მეტს რას ჩამოგიტანს მამაშენი, ერთ მიწერე სადაც ხარ და თავზე დაგადგებაო ღვინის ცისტერნითო... ღვინისთვინ არ მივდივარ, ჯო, - კახურად მოუქცია იმან, ავტომატი დადო და სანგრიდან ამოძვრა და ხიდისკენ წავიდა. ეს ისე სწრაფად მოხდა, ვერც შეაჩერა ვინმემ... ეჰ, კაცი დავკარგეთო მეთაურმა და უცებ ფიქრმა გაუევლა, ხო არ ვესროლო, იქნებ და წამებას ავაცილოო – ვერ გაბედა... არადა თუ ესროდნენ, ვერც გაარკვევდი – შორიდან მაინც, ზურგში ესროლეს თუ გულში. ეძინა ეშმაკს, ან არ ეცალა. მიდიოდა და ყველაფერი გაჩუმდა თითქოს... ადამიანიც, ზღვაც, ჩიტებიც, ტყვიაც... ხიდიც დაიწყო, პატარაც და დიდიც. ხიდის მეორე მხარეს უავტომატო აფხაზი ამოვიდა სანგრიდან - სახემღიმარი... ხიდზე შეეგება, ხელი ჩამოართვა და მხარზე ხელგადახვეულებმა გააგრძელეს გზა იქითა მხარეს... ერთი მხარე და მაინც იქითა და აქეთა მხარე. მერე სანგარში ჩაიმალნენ ორივენი... თავ-ბედს იწყევლიდა მეთაური, რად არ დავუშალეო წასვლა. მზერას ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს აქეთ დარჩენილები... ხან რა უსაშველოდ გაიწელება დრო... და ბოლოს ყველაფერი მთავრდება მაინც – მოლოდინიც... ისევ ის აფხაზი გამოჩნდა ჯერ, ბოცით ხელში, მერე კახელი. ხიდისკენ წამოვიდნენ ორივენი... ზუსტად იქ დაემშვიდობნენ ერთმანეთს, სადაც შეხვდნენ და წამოვიდა... მთლად სწორი ნაბიჯებით ვერ მოდიოდა უკვე, ღვინით სავსე ბოცა მოჰქონდა ნასვამს, - `ხმალო ხევსურეთს ნაჭედოო~ - მოღიღინებდა და მოდიოდა... ერთი იქეთ მიდიოდა, მეორე აქეთ. იქითა მხარეს მზე ჩადიოდა და ჩამავალი მზის სხივები შარავანდად ადგა ორთავეს – იქით წასულსაც და აქეთ წამოსულსაც...
05.11.2011 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გულს ამომიტრიალებ ხოლმე შენი სევდიანებით.:( არაფრისმთქმელი--5 გულს ამომიტრიალებ ხოლმე შენი სევდიანებით.:( არაფრისმთქმელი--5
8. ემოციური... ზუსტი დეტალებით!! ემოციური... ზუსტი დეტალებით!!
7. ლევან ლორია რომ ნიჭიერი პროზაიკოსია, ეს არაერთხელ მითქვამს! ეს ჩანახატიც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მხატვრული ნიმუშია! მაგრამ რად გინდა რაა! არავინ კითხულობს! თვით საიტის ადმინი დაბრძანდება ამ ბოლო დროს იუზერებთან და აკომენტარებს, რომ როგორმე ვაკუუმი შეავსოს! ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეს და კიდევ ბევრი სხვა ფატქორი მეტყველებს, რომ საიტი მკვდარია! და, ამის შესახებაც მითქვამს, ამასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები! მაგრამ ვის უნდა გაგონება?!. ლევან ლორია რომ ნიჭიერი პროზაიკოსია, ეს არაერთხელ მითქვამს! ეს ჩანახატიც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მხატვრული ნიმუშია! მაგრამ რად გინდა რაა! არავინ კითხულობს! თვით საიტის ადმინი დაბრძანდება ამ ბოლო დროს იუზერებთან და აკომენტარებს, რომ როგორმე ვაკუუმი შეავსოს! ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეს და კიდევ ბევრი სხვა ფატქორი მეტყველებს, რომ საიტი მკვდარია! და, ამის შესახებაც მითქვამს, ამასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები! მაგრამ ვის უნდა გაგონება?!.
6. უუფ, ლევან, რამე თუ გამომისწორებდა ხასიათს და განწყობას, ალბათ ასეთი ნაწერი. გაიხარე, კარგო ადამიანო... 555555555555555555555 უუფ, ლევან, რამე თუ გამომისწორებდა ხასიათს და განწყობას, ალბათ ასეთი ნაწერი. გაიხარე, კარგო ადამიანო... 555555555555555555555
5. გუშინ წავიკითხე. არაფრისმთქმელი 5 გუშინ წავიკითხე. არაფრისმთქმელი 5
4. გაიხარე ლევან.. ორივენი ხომ ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ? გაიხარე ლევან.. ორივენი ხომ ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ?
2. "სულ ერთი ამოსუნთქვაა ზღვარს იქეთ – სიცოცხლიდან სიკვდილამდე. ომის დროს სულ ახლოსაა ადამიანი ამ ზღვართან. ერთი ამოსუნთქვა და ტყვია ჩაგიკრავს გულში, ან ისე ახლოს ჩაგივლის, ჯერ გათბობს, მერე გაცივებს... "
ასეთები ბევრი უნდა იწერებოდეს ალალი 5 ქულა
რა კარქები არიან ე კახელები ჯოო :D
"სულ ერთი ამოსუნთქვაა ზღვარს იქეთ – სიცოცხლიდან სიკვდილამდე. ომის დროს სულ ახლოსაა ადამიანი ამ ზღვართან. ერთი ამოსუნთქვა და ტყვია ჩაგიკრავს გულში, ან ისე ახლოს ჩაგივლის, ჯერ გათბობს, მერე გაცივებს... "
ასეთები ბევრი უნდა იწერებოდეს ალალი 5 ქულა
რა კარქები არიან ე კახელები ჯოო :D
1. მოკითხვა და პატივისცემა ავტორს. მართლაც ხდებოდა ასეთი რამეები. თან, არც თუ იშვიათად... მოკითხვა და პატივისცემა ავტორს. მართლაც ხდებოდა ასეთი რამეები. თან, არც თუ იშვიათად...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|