ყოველ გათენებულ დილას ლამაზი თავგადასავლის მოლოდინით შეხვდი. სარკეში საკუთარ თავს გაუღიმე და უთხარი, რომ საუკეთესო ხარ არამარტო ახლობლებისთვის, არამედ მრავალი იმ უცნობისთვისაც, რომლებიც ქუჩაში გხვდებიან, ამიტომ არ დაივიწყო და გაუღიმე მათაც. გაიხარე ყოველი მომღიმარი სახის დანახვისას და ყოველ ნაღვლიან შემხვედრს გულწრფელად უსურვე ბედნიერების ღიმილი სახეზე. გაიხარე შენი მეგობრებისა და ნაცნობების წარმატებით, რათა თვითონაც ბევრი გულშემატკივარი გყავდეს. ყურადღებით მოეკიდე ყოველ თუნდაც უმნიშვნელო ამბავს, ეცადე გამოიტანო საჭირო დასკვნა... იყავი მომთმენი და შემწყნარებელი, გახსოვდეს უფროსი მარტო ასაკით არაა მხცოვანი, მან დიდი გზა განვლო და შესაბამისად ბევრი ისწავლა ცხოვრებისგან, ისწავლე უფროსების დაფასება, მოსმენა და ეცადე დაიმახსოვრო მათი შეგონებანი. ხვალ შენ მოგიწევს სხვების სწავლება. დაიმახსოვრე შენ საზოგადოების ნაწილი ხარ, ეცადე საუკეთესო რგოლი იყო, უკეთესობისკენ შეცვალე შენს ირგვლივ სიტუაცია, ეს შენ შეგიძლია, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხარ. საზოგადოებრივ აზრზე გავლენას, სიტუაციის მართვას ძლიერი ადამიანები ახრხებენ, შენ კი არც ძალა გაკლია და არც გონება. შენ ხარ შენ!!! და მე ვამაყობ, რომ შენ ჩემი შვილი ხარ... განსაკუთრებული, მშვენიერი, ძალიან ძლიერი და გონიერი!!! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გაიხარეთ, გმადლობთ!!! გაიხარეთ, გმადლობთ!!!
9. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
8. "რა გზით შეიძლება სრულყოფის მიღწევა? უპირველესად ყოვლისა იმით, რომ მოიხადო ვალი ღმერთისა და კაცის წინაშე,- ამის გარეშე, რაც არ უნდა გააკეთო, მნიშვნელობადაკარგულია. შემდეგ-შეიძინო დიდი ცოდნა, რის გარეშეც, რაგინდ წესიერი არ უნდა იყო, არარად ჩაგთვლიან, და ბოლოს, იყო ზედმიწევნით კარგად აღზრდილი, ურომლისოდაც, შენი წესიერებისა და განათლების მიუხედავად, არამარტო არასასიამოვნო, არამედ აუტანელი კაცი იქნები. მაშ, გახსოვდეს ეს სამი ამოცანა, და ეცადე მოიპოვო უპირატესობა ერთშიც, მეორეშიც და მესამეშიც. ესაა ყველაფერი, რაც გჭირდება და სასარგებლოა შენთვის სიცოცხლეში."
ჩესტერფილდი-"წერილები ვაჟიშვილს"
თეკლათეა, კარგი დედა ხარ! "რა გზით შეიძლება სრულყოფის მიღწევა? უპირველესად ყოვლისა იმით, რომ მოიხადო ვალი ღმერთისა და კაცის წინაშე,- ამის გარეშე, რაც არ უნდა გააკეთო, მნიშვნელობადაკარგულია. შემდეგ-შეიძინო დიდი ცოდნა, რის გარეშეც, რაგინდ წესიერი არ უნდა იყო, არარად ჩაგთვლიან, და ბოლოს, იყო ზედმიწევნით კარგად აღზრდილი, ურომლისოდაც, შენი წესიერებისა და განათლების მიუხედავად, არამარტო არასასიამოვნო, არამედ აუტანელი კაცი იქნები. მაშ, გახსოვდეს ეს სამი ამოცანა, და ეცადე მოიპოვო უპირატესობა ერთშიც, მეორეშიც და მესამეშიც. ესაა ყველაფერი, რაც გჭირდება და სასარგებლოა შენთვის სიცოცხლეში."
ჩესტერფილდი-"წერილები ვაჟიშვილს"
თეკლათეა, კარგი დედა ხარ!
7. უფრო მოტივაციისთვის დაწერილი ჩანაწერია. როგორც პროზა ვერ აღვიქვამ მაპატიე. უფრო მოტივაციისთვის დაწერილი ჩანაწერია. როგორც პროზა ვერ აღვიქვამ მაპატიე.
6. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ... გმადლობთ, რომ წაიკითხეთ...
4. არაააააა– 0 არაააააა– 0
3. ბოდიშს ვიხდი ავტორთან _ მე შემეშალა, რატომღაც "შევხვდი" წავიკითხე ბოლოში :) ბოდიშს ვიხდი ავტორთან _ მე შემეშალა, რატომღაც "შევხვდი" წავიკითხე ბოლოში :)
2. ყოველ გათენებულ დილას ლამაზი თავგადასავლის მოლოდინით შეხვდი.
_გასამართია მგონია ეს წინადადება :) ყოველ გათენებულ დილას ლამაზი თავგადასავლის მოლოდინით შეხვდი.
_გასამართია მგონია ეს წინადადება :)
1. კარგი რჩევა-დარიგებებია, დედაშვილური სიყვარულით ნათქვამი.
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს! კარგი რჩევა-დარიგებებია, დედაშვილური სიყვარულით ნათქვამი.
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|