 | ავტორი: ტ___ა___ი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 ნოემბერი, 2011 |
Они могут потому, что они думают, что могут. /Вергилий/
ტონინო გუერამ იტალიის ერთერთი ტელევიზიისთვის სარეკლამო რგოლი შექმნა,რომელშიც მონაწილეობას თავადვე იღებს.ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრება და ამბობს: "დიახ, ჯანი, ამ მაღაზიებში შეძლებ იმის პოვნას, რაც შენს ოპტიმიზმს დაეხმარება. მაგრამ გახსოვდეს, ოპტიმიზმი - უპირველესად ცხოვრების სურნელია,, ამგვარი სურნელი, იტალიელთა ცხვირის ნესტოებისთვის, აშკარად პოზიტიური ინსპირაციის წყარო იყო, რადგან საკამოდ შთაგონებულნი იმეორებდნენ გუერას ფრაზას, კარგა, ხნის განმალობაში,თუმცა არსებობს საპირისპირო პარადიგმა,როგორშიც, მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. ამბავი ასეთია: მგონი ყველა შევჯახებივართ ამგვარ სიტუაციას,მართალია გარეგანი მახასიათებლების განსხვავებით,თუმცა მდგომარეობის კონცეფცია იდენტურია. მეგობარი წერს. ის ისეთ ასაკშია,როცა რემბოსეული(არტურ)გენიალურობისათვის უკვე მოხუცდა,მაგარმ ერნის(ჰემინჰუეი) აპათიურად დამშრალი კალმის წვერისთვის, ჯერ ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, ყველა, ფსიქო სოციალური ასპექტის და სისხლით ნათესავთა სტანდარტული გამოთვლებით ,,დიდი მოლოდინის კაშკაშა ღამეები,, წინ ელოდება. ( აქ ლირიულ იუმორისტული გადახვევა) ოპტიმისტი -დიალა მშვიდობიასა ღმერთო. პესიმისტი-ღმერთო უკვე დილაა! ჰოდა ამგვარი ,,ღმერთო უკვე დილაა ,,სერიების ხანა დადგა ჩემი მეგობრის ცხოვრებაში. მისმა ყველა არგუმენტმა და კონტრარგუმენტმა ძალა დაკარგა. სიამოვნებანი, ლაგამამოდებული ქვეცნობიერის, საღეჭ რეზინად იქცნენ. მომავალი თავისი კარიერიზმებით და საერთოდ ,ყველა ,,იზმებით,, ბუკოლიკურად ყალბი, მომხიბლელობით ემანჭებოდა notebook -ის ეკრანიდან. ფული, როგორც მეექვსე გრძნობა რომლის გარეშეც, დანარჩენ ხუთს, გამოყენებადი ფუნქცია ეკარგება, ნაკლებად დეპრესიულ ხანაშიც ვერდაფასებული, ახლა საერთოდ ამოვარდა მეგობრის ,,მინდა,,ს სფეროდან. იქნებ, მაძღარ მათხოვართა ქალქში გადაფრენა ,კაფე ,,დე ფლორ,,-ში ,,შატო ლატურ,,-ის დალევა და რამოდენიმე ცუდი ლექსის დაწერამ მაინც გახადოს დილა, ღმერთისთვის თუ არა, დე გოლის აეროპორტის, კეთილგანწყობილი პერსოანალისთვის, მადლობის ღირსად ? (ვეხუმრები) ეს ალბათ, ვიზუალური ეფექტისთვის ,რადგან წარმოსახვის ჩართვა, მოტივაციის გაჩენაში დიდ როლს თამაშობს.წარმოიდგინო რაღაც, შენთვის სასურველი, ოპტიმალური სტიმულია. ერთი სიტყვით,ფრთების შესხმა საკამრისი არაა,ხორცის შესხმაა საჭირო. თანამოაზრე.ეს კიდევ ერთი მნიშვენლოვანი ფაქტორია მოტივაციის რეალიზებაში.ჩვენ შეიძლება განსხვავებული რამ გვინდა და ვიქცევით,მაგარმ ჩვენს ქცევაზე ერთიდაიგივე სოციალური ძალა მოქმედებს და გარშემომყოფები ხშირად სარკის ფუნქციას ასრულებენ. მაგრამ ჩემს მეგობარს არ უნდა აკეთოს ის, რაც ბილეთის ყიდვაში დაეხმარება და საერთოდაც პარიზი თურმე ყარს:) ამიტომ ეწევა სვამს,მუქი ფერის ფარდებს სასურველი ქალივით გადახედავს დილაობით. ერთი სტყვით ტენესი უილიმსის გმირებივით მუდამ მთვრალი და მარტოსული(რის გამოც ისინი ორთავეს გვიყვარს:) მდგომარეობით ცხოვრობს,ყოველგვარი მოტივაციის გარეშე,თუარ ჩავთვლით ფიზიოლოგიური მოტივაციების არსებობას(შიმშილი,წყურვილი და ა.შ...)თუმცა ამგვარი მიკრო მოტივაციით სიამოვნება, ადამინის საზოგადოებრივი მესთვის,რომლის დიდი ნაწილი სუპერმენის სინდრომით იტანჯება, არასაკმარისია და რაღაც გრანდიოზულის კეთების, ან ჩადენის სურვილით, ქვეცნობიერად მაინც იწვის. სიცოცხლე,კი იწრიტება,ბრკოლდება,ახალი წყაროს აღმოჩენას ითხოვს,რაღაც უნდა გააკეთო:იოგა, წითელი ჯვარი, მაჰამანტრა მაინც წაიღიღინო,ბოლოსდაბოლოს დიეტა დაცვა. რატომ? ან რატომ არა? შედეგისთვის? პროცესისითვის? (უილი შტეკი, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სოლო ალპინისტი,რომელმაც თვრამეტი წლისამ დალაშქრა მონბლანის ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი მთა ,,პიკ პტი დრიუ,, დაბალი ტემპერატურა,ყინვებით დაფარული ქარი, ყოველწუთიერი რისკი, ეს შენი ბოლო ნაბიჯი იყოს) რომელი მოტვივირებული ძალა მიმდინარეობს ორგანიზმში ,შიანაგანი არსებული წყაროებიდან?რა გავიძულებს ვიყოთ ჯიუტები,მიზანდასახულები,შეუპოვრები. მიუხედავად დიდი ძალისხმევის ხარჯვისა და ხშირი იმედგაცრუებისა,რომელსაც ჩევნი სუბიექტურ მისწრაფებას და ობიექტურ რეალობას შორის არსებული კონფლიქტი წარმოშობას.( რადგან მოტივაცია წარმოიშობა არამარტო სოციუმის ნეგატიური,ან პოზიტიური გავლენით,არამედ ჩვენი შიანაგანი პერსპექტივებით,აღქმებით. ფაქტები,რომლებსაც ხშირად ურთიერთკავშირში ვერ ვხედავთ,ქმნის ილუზორულ კონტროლს ჩვენი ჯერ არარსებული მომავლისა,რომელზეც ზემოქმედების ვერ მოხდენის შემთხვევაში მოტივაციის სიურვილი იკარგება,რადგან თავს ვადანაშაულებთ(ან არამარტო საკუთარ თავს) რახან ყველანი ბიოფსიქოსოციალური ორგანიზმები ვართ და საკუთარი არსებობის, გამართლების სურვილი, მეტნაკლებად ყველს ამოძრავებს,თვითგამოხატვის სუბიექტურ სურვილებზე მორგება, კი მოტივაციის დონეზეა დამოკიდეული,არსებული მატერიალური,სულიერი,ფიზიოლოგიური,თუ სექსუალური სტატუს კვოთი უკმაყოფილო ადამიანს, უჩნდება გარკვეული დოზით აგრესია,თუმცა მოტივაცის მიზეზი იბადება ამგვარ აგრესიაში,ისევე როგორც დამოუკიდებლობის ინსტიქტი ბავშვობაში ჯიუტად გამოხატული ,,მე თვითონ,,(ჰეენრი ლი ლუკასი დღესაც ფბრ-ის ყველაზე საშიშ სერიულ მკვლელთა სიაშია.მისი ყველა ჩადენილი მკვლელობის უკან დედისადმი შურისძიების მოტივაცია იდგა,რომელიც შვილის თვალწინ აწამებდა ცხოველებს,სცემდა ლუკასს, აიძულებდა ქალის თანისამოსი ჩაეცვა,რის შემდეგაც დასცინოდა მას. საბოლოოდ ლუკასმა დედა უდიდესი სიასატიკით მოკლა, ყველა წინამორბედი მსხვერპლი, კი თითქოს რეპეტიცია იყო დედისადმი შურისძიების. ისინი ვიზუალურადაც ძალიან ჰგავდნენ დედამისს) ფსიქოლოგთა აზრით, სექსს მოტივაციათა კლასიფიცირებაში, წამყვანი ადგილი უჭირავს,რადგან ის არაა მხოლოდ ბუნებრივი აქტი,რომელიც სიამოვნების გრძნობას ფიზიოლოგიურ ასპექტში იწვევს. თვითრელიზება,თვითდამკვიდრება, კონტროლის შეგრძნება,ეს სოციალური სფეროს მოტივაციებია,რომელთაც ადამიანები სექსის მეშვეობით აღწევენ. ნამდვილად არ ვიცი ჰიუ ჰემპნერი, ილიონოსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტს, პიროვნული მიღწევებით მოტივირებული ესწრებოდა,თუ სექსუალური,ან იქნებ პლეიბოის სასახლის ლამაზმანთათვის, ფსიქოანალიზის ჩატარებას აპირებდა და მერე გადაიფიქრა,მაგრამ ფაქტია,რომ მოტივირებული ჰეფი მგონი 80 წლისაც მოტივირებულობის ეფექტით მუშაობს და თავს მშვენივრად გრძნობს (ნუ ჩავუღრმავდებით:) იტალიელებს აქვთ ერთი საყვარელი ფრაზა ,,dolce far niente,,რაც ითარგმნება,არაფრის კეთების სიტკბოებად,თუ კანტივით ფლობთ გონებრივ რესურსებს, საჯდომის აუწევლად იყოთ მოტივირებულნი შეცვალოთ სამყარო,ღმერთი თქვენთანაა:) და თუ დანტესავით ჯოჯოხეთში ჩასვლა გეზარებათ,მხოლოდ იმიტომ რომ ანტიქრისტეს უბრალოდ თვალი შეავლოთ (აი მოტივაციაც ამას ქვია) მიმართეთ ჩემი მეგობის მაგალითს და მოტივირებულ არგუმენტად , ბროდსკის ინტროვერტული მეტაფორები გამოიყენეთ: ,,Не выходи из комнаты, не совершай ошибку. Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку? За дверью бессмысленно все, особенно -- возглас счастья. Только в уборную -- и сразу же возвращайся,,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს გოგოს ნაწერია:) თუ ვცდები მაპატიე:)
ეს გოგოს ნაწერია:) თუ ვცდები მაპატიე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|