ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2011


როცა ასე ხარ...

გარეთ ისე თოვს,
გეგონება, ცა ფეხით დადის
დედამიწაზე, ხალხის ხმაურს
არ უჩანს ბოლო,
შენ კი გინდა, რომ
ამ დროს თავი მუხლებზე დადო,
ღმერთის და სახლის საკვამურში ბორგავდეს ბოლი.
როცა ისე ხარ,
მარტოდმარტო რომ გინდა ყოფნა
და საკუთარი ფიქრებივით სიჩუმე გართობს,
ქალაქს კი ამ დროს სუსხიანი ბურუსი ფონად
გასდევს და მაინც არასოდეს დარჩები მარტო
ხანდახან მაინც.
ტრანსპორტიდან აყოლებ მზერას
შენს რეალობას, აქ სამყაროს არ ღირს ედავო,
დგას სითეთრეში შავოსანი მოხუცი ხედავ,
დგას და ლოცულობს ფსკვნილით ხელში მშვიდად დედაო.

ცა მიწას ათოვს, შენ ვერასდროს დარჩები მარტო...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები