უშნო გოგო იყო, ჭორფლიანი, სათვალიანი, სუყოველთვის ბოლო მერხზე იჯდა მოწყენით, სკოლა ისე დაამთავრა, გაღიმებული არ გვინახავს. ობოლი იყო, სამოწყალოდ მამიდა ზრდიდა; მუდამ რაღაცას ბუტბუტებდა თავჩაქინდრული. ვერ გაარკვევდი, ლოცულობდა, თუ საზეპიროს იმეორებდა. ზოგი დასცინოდა, ზოგსაც ებრალებოდა, ზოგი კიდევ ეცლებოდა, როგორც კეთროვანს. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იყო მეორეც, ნუკრისთვალება, ლამაზფეხება, ტანი რომ აიყარა, მკერდი რომ დაუსრულდა, მთელი კლასის ბიჭები იმას მივშტერებოდით გალენჩებულნი. სათითაოდ ყველას გვიყვარდა, მიდიოდა და ნიავივით მიირხეოდა. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ წვიმებს იწყებდა ... და ჭერიდან ნადენი წყალი, ჭორფლიანი გოგონას სევდად, როგორც ცრემლები, წვეთავდა და წვეთავდა გამუდმებით... 1984 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯანის სიმრთელე მოგცეს უფალმა, ჩემო იმო! ჰო, სიჭაბუკიდან დაწყებული, ურყევია შენი აზრი ვერლიბრის შესახებ, მსოფლიო პოეზიაშიც გყავს თანამოაზრე ბროცკის სახით. გაიხარე! იცოცხლე! მალე შენი პოეზიის საღამოს გავმართავ და იტრიალებს იქ, შენი რიტმი, რითმა და მუსიკა! ჯანის სიმრთელე მოგცეს უფალმა, ჩემო იმო! ჰო, სიჭაბუკიდან დაწყებული, ურყევია შენი აზრი ვერლიბრის შესახებ, მსოფლიო პოეზიაშიც გყავს თანამოაზრე ბროცკის სახით. გაიხარე! იცოცხლე! მალე შენი პოეზიის საღამოს გავმართავ და იტრიალებს იქ, შენი რიტმი, რითმა და მუსიკა!
4. არაა ეს შენი სტილი, ძმაო დავით... უნიჭოებსაც ხომ უნდა დოუტოვო პაწა საკენკი! მოგიკითხე! ყოველდღე გამიხარდება შენი ნახვა, თუ მოიცლი დავრდომილი ძმისთვის!.. არაა ეს შენი სტილი, ძმაო დავით... უნიჭოებსაც ხომ უნდა დოუტოვო პაწა საკენკი! მოგიკითხე! ყოველდღე გამიხარდება შენი ნახვა, თუ მოიცლი დავრდომილი ძმისთვის!..
3. რაც უფრო ვშორდებით წარსულს, ასეთი ანაბეჭდები უფრო გვეძირფასება. მართლაც ემოციურია. რაც უფრო ვშორდებით წარსულს, ასეთი ანაბეჭდები უფრო გვეძირფასება. მართლაც ემოციურია.
2. "წვიმებს იწყებდა ... და ჭერიდან ნადენი წყალი, ჭორფლიანი გოგონას სევდად, როგორც ცრემლები, წვეთავდა და წვეთავდა..."
განსხვავებული მოგონებები – ძვირფასი ხსოვნის ანაბეჭდები!.. ემოციური ლექსია, გულწრფელი, სევდიანი!.. "წვიმებს იწყებდა ... და ჭერიდან ნადენი წყალი, ჭორფლიანი გოგონას სევდად, როგორც ცრემლები, წვეთავდა და წვეთავდა..."
განსხვავებული მოგონებები – ძვირფასი ხსოვნის ანაბეჭდები!.. ემოციური ლექსია, გულწრფელი, სევდიანი!..
1. საინტერესოა.
მრავალ ბარბარობას. საინტერესოა.
მრავალ ბარბარობას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|