 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2012 |
(ჩინურებიდან)
ამ უთენია პირველი კვალი მე გავიყვანე, ახლა კი ნისლის ცივი ფაფის უნდოდ მყლაპავი და კოჭებამდე ქურქში შემძვრალი ჩემს ნაკვალევზე მოვკრაჭუნობ და თითო ხელით მე ხუთლიტრიან თითო ბიდონს მოვაქანავებ. (რიტმს თუ ავყვები მთელი ტანით, ეს ყველაფერი უფრო ადვილი ასატანია).
აქ არც მთა არის, არც ხეა სადმე, ყვავიც არ დაფრენს, არაფერი ჩანს, მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს. არც ვინმე ჩემი ხმის გამგებია და ერთადერთი ფერადი და მოძრავი ლაქა სიმწრისაგან ვმღერი, რომ შევაჩერო ეს ცრემლები ლოყის მსერავი.
ნეტა მას, ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა და ასვენია ახლა მშვიდად პირმოღიმარი!
აქა-იქ ბრწყინავს ალმასები უალმასესი. შორს, სამშობლოში ზეიმია, ჩემზეც იტყვიან, მშვიდობით იყოს, შობის მადლი შეეწიოსო. ,,გაივლის ესეც. მოთმინებით უნდა აივსო!’’ - შენს ანაბარად აქ დარჩენილს მესმის იესო. ვდგები, მოვდივარ, ისევ ბიდონებს მოვაქანავებ, თოვლში კი, თურმე, სისხლის წითელი ყვავილები ხდება ყვითელი.
იესო! მართლა სამარეა ეს არემარე, არ ვიცი, რა მჭირს, რას დავეძებ, ან ვის რას ვუწვდი, სად მე ცოდვილი, სად - კეთილი სამარიტელი.
,,როცა პატარა სიყვარული ფეხისწვერებზე აწეული დიდს ეტოლება, დიდი - უჩუმრად მხარს დახრის და მუხლშიც იხრება''.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან კარგია :)
უკაცრავად, შემთხვევიით 1 ქულაზე დამეჭირა ხელი, აშკარად არ მინდოდა... თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქულები თქვენთვის არაფერს ნიშნავს :) ეს ისე... ძალიან კარგია :)
უკაცრავად, შემთხვევიით 1 ქულაზე დამეჭირა ხელი, აშკარად არ მინდოდა... თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქულები თქვენთვის არაფერს ნიშნავს :) ეს ისე...
6. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
5. ნეტა მას, ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა და ასვენია ახლა მშვიდად პირმოღიმარი!
იესო! მართლა სამარეა ეს არემარე, არ ვიცი, რა მჭირს, რას დავეძებ, ან ვის რას ვუწვდი, სად მე ცოდვილი, სად - კეთილი სამარიტელი.
ძალიან ღრმაა. როგორ გეთანხმებით, რომ იცოდეთ! ბევრი ფრაზა მენიშნა, რომელზეც მიფიქრია და მიფიქრია არაერთხელ. გილოცავთ შობა-ახალ წელს! იესო ჩინეთშიც და უფრო შორს, შორს დაგვემგზავრება! :) კეთილი სამარიტელის სტროფი არაჩვეულებრივია. წარმატებები! :) ნეტა მას, ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა და ასვენია ახლა მშვიდად პირმოღიმარი!
იესო! მართლა სამარეა ეს არემარე, არ ვიცი, რა მჭირს, რას დავეძებ, ან ვის რას ვუწვდი, სად მე ცოდვილი, სად - კეთილი სამარიტელი.
ძალიან ღრმაა. როგორ გეთანხმებით, რომ იცოდეთ! ბევრი ფრაზა მენიშნა, რომელზეც მიფიქრია და მიფიქრია არაერთხელ. გილოცავთ შობა-ახალ წელს! იესო ჩინეთშიც და უფრო შორს, შორს დაგვემგზავრება! :) კეთილი სამარიტელის სტროფი არაჩვეულებრივია. წარმატებები! :)
4. მშვენიერია,როგორც ყოველთვის.გილოცავთ! მშვენიერია,როგორც ყოველთვის.გილოცავთ!
3. ..
ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგი. ცოტა შუაში, ჩინური არ ვიცი და იაპონური პოეზიის ასოციაცია ჰქონდა, აი, აქ: "ყვავიც არ დაფრენს".
ყველა სიკეთე. ..
ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგი. ცოტა შუაში, ჩინური არ ვიცი და იაპონური პოეზიის ასოციაცია ჰქონდა, აი, აქ: "ყვავიც არ დაფრენს".
ყველა სიკეთე.
2. არაფერი ჩანს, მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს. +2 არაფერი ჩანს, მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს. +2
1. "ნეტა მას, ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა და ასვენია ახლა მშვიდად პირმოღიმარი!
მოკლედ და ლაკონიურად ჩამოყალიბებული ამქვეყნიური ცხოვრების ფილოსოფია – მშვიდი, ცოტა სევდიანი!.. "ნეტა მას, ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა და ასვენია ახლა მშვიდად პირმოღიმარი!
მოკლედ და ლაკონიურად ჩამოყალიბებული ამქვეყნიური ცხოვრების ფილოსოფია – მშვიდი, ცოტა სევდიანი!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|