ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2008


“მზექალა”(ქვეთავი)/"700 ტრაგედია ანუ ვიზუალური რადიაცია"-დან

  “მზექალა”(ქვეთავი)
  დანახულის შინაარსი



  გრძელი.
  თხელი-უფრო წვრილი ვერტიკალში.კიდევ ერთი წვრილი ჰორიზონტალში-ეს მისი სიგარეტია.
  “მაგარი ზმანია”.
  ევასება ენდი გარსია.
  ლომიკაც მაგარი კაცია,თუ საქმე მთაშია.ეს ფემინი აძლევს ყველას,ერთის გარდა-ეს ბატონი მანია.
-საბრალო მან!
-მან!არ “მოგცა” მან?
-ჰა ჰა ჰააააა!...
-რატომ დასცინით მანს?ის ხომ მზექალამ სათოხარში გაიცნო და მას შემდეგ აწვალებს(მზექალა მანს).
ეს ხომ სულმდაბალი ადამიანების წესია:თავისნაირების დაჩაგვრა და დაცინვა იმისთვის,რომ თავად თითქოს უკეთეს ადამიანებად წარმოჩნდნენ,თანაც ასეთი “გართობა” სიამოვნებასაც ანიჭებს ასეთ ადამიანებს.
  მაგრამ მე ბევრს რომ ვლაპარაკობ ვინმე მოქალაქე მზექალაზე,რომელიც რომელიღაც მთიდან რაღაც უბედურად ჩამოგორდა და თავი ძროხის შარდის ნაცვლად ცივილიზებული საშუალებებით დაიბანა,მზის მაგივრად,თავის გასაშრობად, პირსახოცი გამოიყენა და თბილისში ერთი-ორი ქუჩა ისწავლა(თუ არ ჩავთვლით,რომ რუსთაველი და პლეხანოვი დღემდე ერთმანეთში ერევა),ამას დაუმატა მუჭიდან ორი თითის გამოძვრენა,მერე როგორღაც მოკეცა თითები და წარმოსთქვა “BE COOL” და დაიჯერა,რომ ის ყველაზე ლამაზი,სექსუალური,თანამედროვე,უზადო,კომპეტენტური ადამიანია ნებისმიერ საკითხში მთელს დედამიწაზე… და რატომ არ ვამბობ,რომ ჩემს,ან თუნდაც შენს გარშემო ასეთი ადამიანების დოღია ქუჩებში?იმიტომ ხომ არა,რომ ჩემი გასართობები ისინი არიან?
  -ააა?!ხედავ?!თურმე “შეიძლებაო” მითქვამს!
  აი ეხლა აქ-ამ ოთახში ბატონი ხიროსაკი რომ შემოვიდეს,ნუთუ არ შემრცხვება მის თვალებში ჩახედვის?
  -არა!არა!არა და არა!ხიროსაკი თვალებში რომ ჩამხედავდეს ახლა,გართობა მერე დაიწყებოდა და ამიტომაც ვზივარ ეხლა ყურებჩამოყრილი,რომ ვიცი,არანაირი შანსი არაა ხიროსაკის ჩემს ოთახში შემოსვლის,ამიტომაც ვზივარ და წერით ვერთობი.
  დიახ,ვერთობი!ხომ არ ფიქრობდი იმიტომ ვწერ,რომ წიგნს რომ დახურავ(თუ რა თქმა უნდა ბოლომდე წაიკითხე) თქვა,რომ რა მაგარი რამ წაიკითხე,ან ეს რა სისულელე იყო,ან რამეზე დაფიქრდე…არა!მე უბრალოდ ვერთობი,და თუ შენ რაიმეზე დაფიქრდები,მე არაფერ შუაში არ ვარ.ეს ყველაფერი გართობის სტიქიის დასაწყისის სტარტია.”არასერიოზული ადამიანი”-არის ასეთი ქართული ფილმი… გინახავს?თუ არა,მაშინ აუცილებლად უყურე…
  მოკლედ მზექალა ისე მოკვდება,მანს არასდროს მისცემს უფლებას,რომ მის სილიკონის ძუძუებს შეეხოს(ხო მართლა:მზექალამ სოლარიუმიც გაიგო რა არის და თქვენ წარმოიდგინეთ,სარგებლობს კიდეც ამ უკანასკნელით),მანი კი,თავის მხრივ,შუბრდღლერყლორგეს თამაშს გააგრძელებს და ახალ “მწვერვალებს” დაიპყრობს,უფრო დიდ “ჩემპიონებს” დაამარცხებს და ამას ყველაფერს მზექალას გამო გააკეთებს,რომ რამენაირად ამ უკანასკნელმა საცოდავ მანს თავისი მოკლე კაბიდან გამომძვრალ ფეხებზე 5 წუთით მეტი აყურებინოს და იხალისოს იმით,როგორ მოსდის დორბლები მანს.
  …იცი მზექალას ბებია ამ ყველაფერზე რას იტყოდა?ეჰ!რას იზამ შვილო,ასეთია ცხოვრებაო და 15 წუთში მოკვდებოდა…





                                                  -C C C P-


  საბჭოთა კავშირი იყო ზოგადი ადგილი,სადაც 1984 წლის 2 ივლისს დავიბადე.უფრო კონკრეტულად საქართველოს სსრ  ქ.თბილისი,და უკვე 22 წელია აქ ვცხოვრობ.
  ცნობა ბავშვობიდან:მიყვარდა ლენინი და თურმე ბროშკებიც მქონდა(ქართულად ვერ ვიხსენებ ბროშკას რა ქვია) ლენინის გამოსახულებით.ოდნავ მოგვიანებით,სილვესტერ სტალონე გახდა ჩემთვის “მისაბაძი ადამიანი”,ის ჩემთვის სიძლიერის განსახიერება იყო და ვცდილობდი,მისთვის მიმებაძა.ომობანას თამაშის დროს,მუდამ “სტალონე” ვიყავი და არასდროს ვინმე სხვა.და აი ახლა მინდა გამოვიყენო ეს უნიკალური შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო გულწრფელი და მხურვალე მადლობა ბუნებას,რომ არ “დამაჯილდოვა” ისეთი ნიჭით,როგორიცაა მიბაძვა.მე გადავრჩი!-სტალონეს ვერ მივბაძე!

                                                                                              2006 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები