ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2008


ყვითელგულიანს... (ანუ ხელოვანს)


ქედებს შავუყევ ყოილო,
მსურდა მე შენი მოწყვეტა,
მამწყურდი როგორც ცივ წყარო,
ვსერე მინდვრები სერ-სერად.
თვალი გკარ მთაზე ამოსულს,
სითეთრე როგორ გშვენოდა...
ყვითელგულიანს ქალთამზევ,
მზე დაგციცინებს ცერ-ცერად.
შამშურდა მისი ლაციცი,
სხივს მოვეფარე მეც ბეცად,
მეწადა ხელზე დამესვი,
ვერ გაგიმეტე ფერებად...
სინაზის დედოფალი ხარ,
სულს ახმიანებ სიმებად,
რამდენიც ხელი ჩამოკრა,
გულს ეფინები წვეთ-წვეთად.
შენთან ან ნარებს რა უნდა,
როგორ შეგეხოს ავდარი,
სხივებმა უნდა გატარონ,
ღრუბლებზე თბილგულიანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს