როცა ხვდები რომ სულ მარტო ხარ და მარტო რჩებით შენ და შენი სიცარიელე, ეს სიმარტოვეც უკვე ერთგვარ თამაშად გექცა. როცა ხვდები რომ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეთამაშები. სულ თავს იტყუებ, თუ გარბიხარ – თავს გაურბიხარ. როცა ხვდები რომ, თოვლი მაინც ყოველთვის მოვა, თუმც ამისათვის უნდა დაზამთრდეს. ადამიანები ასე თუ ისე მაინც შეგრჩება, თუმცა უნდა შეინარჩუნო და თავი შენი, მეგობარი უნდა იყოს და არა მტერი. როცა ხვდები რომ სულ არავინ ფეხს არ დაგიდებს, და არავინ ზურგში არ გესვრის, ხო, არავინ გულსაც არ გატკენს და არავის მობეზრდები, როგორც მუდმივად ნიღბებს მიღმა მიკარგულ შენს თავს. როცა ხვდები,რომ სიყვარულიც ერთგვარი სვლაა – სვლა სიმშვიდისკენ და ტყუილში კი, მხოლოდ შენ თუ დაიკარგები. უნდა ადგე და ეს ნიღბები ჩამოიგლიჯო, მერე რა მოხდა თუ იმაზე მეტად სუსტი ხარ ვიდრე რომ ჩანხარ, ანდაც ძლიერი. როცა ხვდები რომ დროა მიხვდე, ბევრ რამეს მიხვდე, უნდა ადგე და ნიღბებს მიღმა მიძინებულ საკუთარ თავს ერთი მაგრად დაუღრიალო: სიმართლის დროა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. როცა ხვდები რომ დროა მიხვდე, ბევრ რამეს მიხვდე,
თაკა, თაკა :) +5 როცა ხვდები რომ დროა მიხვდე, ბევრ რამეს მიხვდე,
თაკა, თაკა :) +5
7. ვახ )) გამარჯობა თქვენი, მადლობა რომ გახსოვართ და კითხულობთ :* ვახ )) გამარჯობა თქვენი, მადლობა რომ გახსოვართ და კითხულობთ :*
6. არაფერს ვაკოპირებ უბრალოდ-5 არაფერს ვაკოპირებ უბრალოდ-5
5. გენაცვალე...+ჩემგან! გენაცვალე...+ჩემგან!
4. ბრძენი თაკა ხარ აქ:D და თავი შენი, მეგობარი უნდა იყოს და არა მტერი. მაქვს წაკითხული(რეპლიკებს არ ვართ:P) და მომწონს :*
ბრძენი თაკა ხარ აქ:D და თავი შენი, მეგობარი უნდა იყოს და არა მტერი. მაქვს წაკითხული(რეპლიკებს არ ვართ:P) და მომწონს :*
3. როცა ხვდები,რომ სიყვარულიც ერთგვარი სვლაა – სვლა სიმშვიდისკენ და ტყუილში კი, მხოლოდ შენ თუ დაიკარგები. უნდა ადგე და ეს ნიღბები ჩამოიგლიჯო, მერე რა მოხდა თუ იმაზე მეტად სუსტი ხარ ვიდრე რომ ჩანხარ, ანდაც ძლიერი. კარგია ეს ფინალი..." ანდა ძლიერი" აქ ზედმეტია მგონი...მაგის გარეშე კარგია...:-* როცა ხვდები,რომ სიყვარულიც ერთგვარი სვლაა – სვლა სიმშვიდისკენ და ტყუილში კი, მხოლოდ შენ თუ დაიკარგები. უნდა ადგე და ეს ნიღბები ჩამოიგლიჯო, მერე რა მოხდა თუ იმაზე მეტად სუსტი ხარ ვიდრე რომ ჩანხარ, ანდაც ძლიერი. კარგია ეს ფინალი..." ანდა ძლიერი" აქ ზედმეტია მგონი...მაგის გარეშე კარგია...:-*
2. ძალიან მიყვარს შენი ლექსები :))) ესეც რა თქმა უნდა ისევ შენებურია, გამართული და აზრიანი +555 ძალიან მიყვარს შენი ლექსები :))) ესეც რა თქმა უნდა ისევ შენებურია, გამართული და აზრიანი +555
1. "უნდა ადგე და ეს ნიღბები ჩამოიგლიჯო, მერე რა მოხდა თუ იმაზე მეტად სუსტი ხარ ვიდრე რომ ჩანხარ"
ჩემი თაკა :) ძალიან მომეწონა "უნდა ადგე და ეს ნიღბები ჩამოიგლიჯო, მერე რა მოხდა თუ იმაზე მეტად სუსტი ხარ ვიდრე რომ ჩანხარ"
ჩემი თაკა :) ძალიან მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|