I შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე, ძვირფასო ლოლა! პირველად როცა დაგინახე, წყლიდან ამოდიოდი, მზის სხივები მოგაცილებდნენ და ყველანაირი სილამაზე შენ წინაშე უძლური იყო. ან იქნებ წარმოსახვა მაიძულებდა ასეთი შემყვარებოდი. არ ვიცი. ყოველდღე სანაპიროზე გხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველთაგანი გამოვდიოდი პლაჟზე, მაინც ვერ გასწრებდი ადრე ადგომას და ზღვაზე გამოსვლას, შენ ყოველთვის პირველი იყავი. ჩემს გამოჩენამდე ასწრებდი ბანაობას, ზღვის სიღრმეში შეცურდებოდი, ყველაზე მაღალ ტალღას ზემოდან მოექცეოდი, თავზე გადაუსვამდი ხელს და ისიც, როგორც საგულდაგულოდ დაგეშილი და პატრონის ერთგული გოშია, მთელ სხეულს საგულდაგულოდ გილოკავდა, შენს გარშემო ცელქობდა, მერე ისევ მთელი ძალით შენკენ გამოქანდებოდა, ტანზე მჭიდროდ მოგეკრობოდა და თავისი კუდის სველი ბუსუსებით გიღიტინებდა. მაგრამ შენ ის არ გიყვარდა, ლოლა, და, ალბათ, არც არავის შეყვარება შეგეძლო. ჭირვეული გოგონასავით დაუსხლტებოდი ხოლმე ზღვის ტალღას ხელიდან, სველ სხეულზე მიწებებული საცურაო კოსტუმის სწორებ-სწორებით ამოდიოდი ქვიან სანაპიროზე. ფეხები ღრმად გეფლობოდა კენჭებში. ტალღაც ამაოდ ცდილობდა ფეხებში გამოგდებოდა და უკან, თავის სიღრმეში გაეტაცე. თითის წვერებზე მიემართებოდი შეზლონგისაკენ. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდი. არადა რამდენი ათეული თვალი მოგჩერებოდა, რამდენი გული იწყებდა შენ დანახვაზე აჩქარებით ცემას, რამდენი კაცი იყო მზად, ხელში აეტაცებინე და ისე მიეყვანე, რათა წახნაგებიან კენჭზე დაბიჯებისგან გამოწვეული ტკივილი აერიდებინა შენთვის. როგორი ლამაზი იყავი ლოლა! თეთრი კანისფერი გქონდა, მუქი, გრძელი სწორი თმა ჩამოგშლოდა მხრებზე და შავი საცურაო კოსტუმი გეცვა, რომელიც ხაზს უსვამდა შენი სხეულის თითოეული ნაკვთის სრულყოფილებასა და მშვენიერებას. ისეთი მომაჯადოებელი გამოხედვა გქონდა, რომ შენი შავი თვალები და ამაყი, ოდნავ კეხიანი ცხვირი შუა საუკუნეების ყველაზე ძლევამოსილ და სასტიკ მონარქსაც კი აიძულებდა, შენს წინაშე მუხლებზე დაცემულიყო და მარადიული სიყვარულის აღთქმა დაედო, როგორც სიყვარულის ქალღმერთის ბომონთან დამხობილ პარისს. როგორ მინდოდა, მეც შენკენ გამოვქანებულიყავი, შენს მუხლებთან დაჩოქილს ხელები შემომეხვია შენთვის, თავს შენს კალთაში ჩამერგო, შენი კანის სურნელი მეგრძნო და მისით გაბრუებულს თვალები დამეხუჭა. მაგრამ მარტო არ იყავი, ლოლა. ყოველთვის თან გახლდა ბედნიერი ბიჭი, რომელიც გასხივოსნებული სახით ამოდიოდა წყლიდან, შენს გარდა საერთოდ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა და შენით სუნთქავდა. მოვიდოდა, ზურგით შენს შეზლონგს მოეყრდნობოდა, თავს მუცელზე დაგადებდა და ნეტარებისგან თვალებს ხუჭავდა. შეზლონგზე წამოწოლილი, როგორც დაუპატიჟებელ სტუმარს, ისე ეგებებოდი. ცივად გაუღიმებდი და ისევ თვალებს ხუჭავდი. ხანდახან ბიჭს სამოწყალოდ თავზე ხელს გადაუსვამდი, ან როგორც პატარა ბავშვს, ლოყაზე ხელს მოუთათუნებდი. ისიც ბავშვური თვითკმაყოფილებით და სიამაყით თვალს მოავლებდა სანაპიროს, კიდევ ერთხელ დატკბებოდა თქვენკენ მომართული თვალების სიმრავლით და თვლემას ბედნიერი აგრძელებდა . ხანდახან, როცა შენი მშრალი ღიმილი და ხელის თავზე უბრალოდ გადასმა ეცოტავებოდა, მყუდროებას გირღვევდა და ნაწყენი სახით რაღაცას გეუბნებოდა. ალბათ გსაყვედურობდა უგულობას და უყურადღებობას, უფრო მეტ სითბოს მოითხოვდა, ოდნავ წამოიწევდი, იდაყვებზე დაეყრდნობოდი და მომნუსხველი თვალებით მიაჩერდებოდი. შენი თვალები საყვედურს გამოხატავდნენ, ბიჭს გააშეშებდნენ და შენთვის სათქმელ, გულში საგანგებოდ დალაგებულ წინადადებებს ავიწყებდნენ. რამდენიმე წამს მაინც ჯიუტად უძლებდა მომნუსხველ მზერას, მერე კი მოზღვავებული სილამაზითა და ვნებით მოჯადოებული, მეტად ვეღარ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას და ძალაგამოლეული და მოცელილი თავს მოგასვენებდა ხოლმე. შენ კი კლეოპატრას ამაყი ღიმილით მოავლებდი მზერას მთელ სანაპიროს და გულში ყველასა და ყველაფერზე გამარჯვებას ზეიმობდი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მშურდა შენი კავალერის, ლოლა! ამ მდგომარეობაში მარტო არ ვიყავი. ყველა კაცს უყვარდი იმ წუთს, ყველა მაგ ბიჭის ადგილზე ყოფნას ნატრობდა. ნებისმიერი გაიღებდა მთელ თავის სიცოცხლეს ნეტარების იმ რამდენიმე წუთისათვის, რასაც შენთან ყოფნა, თმებში შენი თითების შეგრძნება, შენი სხეულის სიმხურვალესთან შერწყმა ერქვა. მეც იმ უსასრულო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვიყავი, რომელიც ოცნებობდა, ისე მჭიდროდ შემოგხვეოდა სხეულზე, რომ ვერასოდეს შეგძლებოდა მისგან გათავისუფლებულიყავი და სამუდამოდ მის ტყვეობაში დარჩენილიყავი. ასეთ წუთებში შენთვის თვალმოუცილებლად იმაზე ვფიქრობდი, რომ ისევ დავიგვიანე, ამჯერადაც გამასწრო მატარებელმა, ისევ სხვას შეხვდა ბედისწერის საუკეთესო საჩუქარი. როგორ მინდოდა ახლოს მოსვლა და შენი ჩახუტება! შენს სილამაზეს ვწყევლიდი. ღამეს სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე და მე ერთად ვათენებდით. დაუსრულებელი ფიქრის და საკუთარ თავთან კამათის შემდეგ მივდიოდი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გათენებისთანავე დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად მივატოვებდი ქობულეთს და სამშვიდობოს გავიდოდი, თბილისის ერთფეროვან ყოველდღიურობას შევაფარებდი თავს. მაგრამ მზის პირველი სხივების გამოჩენასთან ერთად ისევ შენ მოემართებოდი ჩემკენ, ზღვის ტალღებზე მოაბიჯებდი, ოქროსფერი შარავანდედით იყავი გაცისკროვნებული და აღარ შემეძლო, რომ გათენებისთანავე დაუფიქრებლად არ შევგებებოდი შენი სახით მზის პირველ სხივებად გადმოღვრილ სიყვარულს.
ყველაფერი თავდაყირა დადგა. ოჯახურ დასვენებაზე გათვლილი ჩემი ხანმოკლე შვებულების ობიექტივში მარტო შენ ჩანდი, შენ იყავი ის ერთადერთი ადამიანი, რომლის სიახლოვეც ბედნიერებას მანიჭებდა, უფერულ ყოველდღიურობას მილამაზებდა. ოჯახის წევრებს თითქმის ვეღარც ვამჩნევდი, ჩემი თვალები მხოლოდ შენ გხედავდნენ. როცა ვინმე გამომელაპარაკებოდა, ან რაღაცას მკითხავდა, მექანიკურად და მოკლედ ვპასუხობდი. საერთოდ ვერ ვახერხებდი იმის გააზრებას, რაზეც იყო ლაპარაკი. ვცდილობდი, არავის შეემჩნია ჩემი გონებაგაფანტულობის მთავარი მიზეზი. მერიდებოდა, არ მინდოდა, ჩემებს მორიგი სახუმარო თემა მისცემოდათ, როდესაც საღამოობით ფინჯანი ყავის დასალევად რომელიმე მყუდრო კაფეში მაგიდას მივუსხდებოდით. თუმცა, მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიფრთხილე სრულიად ზედმეტი იყო: ჩემი მშობლებიც, ჩემი დის ოჯახიც, მამიდაჩემიც და ახალგაცნობილი, შუა ხანს გადაცილებული მეგობრული წყვილიც კი მხოლოდ შენი თვალთვალით იყვნენ დაკავებულები. შემპარავად გიყურებდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ შენი წარსული, შენი აწმყო და როცა შენკენ მომავალ ბიჭს შეამჩნევდნენ, გაღიზიანებულები აღარ ერიდებოდნენ თავიანთი არცთუ ისე სახარბიელო ჰიპოთეზების დაფიქსირებას. ნელ-ნელა კარგავდი მათ თვალში ქალღმერთის სტატუსს, მიწაზე ეშვებოდი და თანდათან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხდებოდი. ასე მაგალითად, მამიდაჩემმა მუცელზე საკეისრო კვეთის კვალიც შეგამჩნია, ვიღაცამ კი დაუმატა, რომ ეს ბიჭი შენი საყვარელი იყო და ა.შ. და ა.შ. ასეთ წუთებში გველნაკბენივით წამოვვარდებოდი და ზღვაში შევცურავდი ხოლმე. მთელ ჯავრს ხელების ენერგიული ქნევით ვიყრიდი. ბოღმა და ეჭვიანობა მახრჩობდა, ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირებოდა. ფილმის კადრებივით წარმომიდგებოდა სასიყვარულო სცენები შენი მონაწილეობით, როგორ ეფერებოდი ვიღაც ბიჭს, კოცნით ახრჩობდი და ეხუტებოდი. მერე ნათლად წარმოვიდგენდი სამშობიარო სახლს, რომლიდანაც მარტოხელა დედა ეწერებოდი, გულში ჩვილბავშვჩახუტებული. ფეხები უკან გრჩებოდა, არ იცოდი, რას იზამდი ყველასგან ზურგშექცეული და მიტოვებული; როგორ ცდილობდი პატარასთვის არსებობის ელემენტარული პირობები შეგექმნა და ღამ-ღამობით სამუშაოდ გადიოდი. ამგვარ ფიქრებს გაგიჟებამდე მივყავდი და გამწარებული ვიქნევდი ხელებს, უკანმოუხედავად მივცურავდი სულ პირდაპირ და პირდაპირ. შავი ზღვა პატარა ტბად მეჩვენებოდა, რომლის გადასაცურად დიდი ძალისხმევა არ დამჭირდებოდა და ვბრაზობდი, რომ ვერ მოვახერხებდი ჯავრისა და ტკივილის გახარჯვას, ისე გავიდოდი მეორე ნაპირზე, მაგრამ უეცრად ისევ თვალწინ წარმომიდგებოდა სცენა, ზღვის ტალღებზე როგორ მოაბიჯებდი, ამომავალი მზის სხივებში შენს ფეხქვეშ ზღვა ცეცხლისფრად როგორ ენთო და თბილი ქარი გირხევდა თმას. შენი სახე კარგად არ ჩანდა, მაგრამ ქარს შენი თმების ისეთი საოცარი სურნელი მოჰქონდა, რომ თავბრუდახვეული და ფეხარეული მოვრბოდი შენკენ. ასეთი თბილი ზმანებებით შეპყრობილს ხელახლა მიპყრობდა სურვილი, სასწრაფოდ მომეკრა შენთვის თვალი და პირს ისევ ნაპირისკენ ვიბრუნებდი ხოლმე. სანაპირო სადღაც შორს, ჰორიზონტზე მოჩანდა. ძლივს ვარჩევდი იმ ადგილის კონტურებს, სადაც შენ მეგულებოდი და თავდაუზოგავად ვიწყებდი ხელების ქნევას, გააფთრებული ვებრძოდი ტალღებს, რათა რაც შეიძლება მალე დამენახე. ნაპირთან მოახლოებულს და უკვე დაღლილს ძალიან მიჭირდა ცურვა, მეტი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მაგრამ შენთვის თვალის მოკვრის სურვილი ახალი ძალით და ენერგიით მავსებდა და ჯიუტი შემართებით შეუსვენებლად მოვცურავდი შენკენ. ნეტავ არასოდეს შემხვედროდი, ლოლა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ბევრი რეალური მომენტია დაჭერილი... თუნდაც ეს :
"ჩემი მშობლებიც, ჩემი დის ოჯახიც, მამიდაჩემიც და ახალგაცნობილი, შუა ხანს გადაცილებული მეგობრული წყვილიც კი მხოლოდ შენი თვალთვალით იყვნენ დაკავებულები. შემპარავად გიყურებდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ შენი წარსული, შენი აწმყო და როცა შენკენ მომავალ ბიჭს შეამჩნევდნენ, გაღიზიანებულები აღარ ერიდებოდნენ თავიანთი არცთუ ისე სახარბიელო ჰიპოთეზების დაფიქსირებას. ნელ-ნელა კარგავდი მათ თვალში ქალღმერთის სტატუსს, მიწაზე ეშვებოდი და თანდათან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხდებოდი."
მომეწონა და ვაგრძელებ კითხვას.. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები) +++++ ბევრი რეალური მომენტია დაჭერილი... თუნდაც ეს :
"ჩემი მშობლებიც, ჩემი დის ოჯახიც, მამიდაჩემიც და ახალგაცნობილი, შუა ხანს გადაცილებული მეგობრული წყვილიც კი მხოლოდ შენი თვალთვალით იყვნენ დაკავებულები. შემპარავად გიყურებდნენ და ცდილობდნენ გამოეცნოთ შენი წარსული, შენი აწმყო და როცა შენკენ მომავალ ბიჭს შეამჩნევდნენ, გაღიზიანებულები აღარ ერიდებოდნენ თავიანთი არცთუ ისე სახარბიელო ჰიპოთეზების დაფიქსირებას. ნელ-ნელა კარგავდი მათ თვალში ქალღმერთის სტატუსს, მიწაზე ეშვებოდი და თანდათან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ხდებოდი."
მომეწონა და ვაგრძელებ კითხვას.. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები) +++++
31. ვაგრძელებ კითხვას ) ვაგრძელებ კითხვას )
30. აჰა, ლოლა ერთად შეგვიყვარდა... ვნახოთ რას მოვიმოქმედებთ შემდეგ ნაწილებში:) +5 აჰა, ლოლა ერთად შეგვიყვარდა... ვნახოთ რას მოვიმოქმედებთ შემდეგ ნაწილებში:) +5
29. აბა მხადაა მეორე თავიო?:))
არმენ მეც შევუერთდი მკითხველებს:)) და ჰე ახლა გელოდებით აბა მხადაა მეორე თავიო?:))
არმენ მეც შევუერთდი მკითხველებს:)) და ჰე ახლა გელოდებით
28. რა დღეშია საწყალი ბიჭი, სიყვარული სულაც არაა ,,სახარბიელო'' მდგომარეობა :))))
იმგვარი ცოცხალი ემოციით წერ არმენ, ლამის ამ ბიჭის თვალით შევხედო ლოლას და კვარცხლბეკზე შემოვსვა :)))
რა დღეშია საწყალი ბიჭი, სიყვარული სულაც არაა ,,სახარბიელო`` მდგომარეობა :))))
იმგვარი ცოცხალი ემოციით წერ არმენ, ლამის ამ ბიჭის თვალით შევხედო ლოლას და კვარცხლბეკზე შემოვსვა :)))
27. :) ერთი ნახვით შეყვარება:) :) ერთი ნახვით შეყვარება:)
26. უღრმესი მადლობა! მეორე თავი მზადაა და მალე გამოვა თქვენ სამსჯავროზე :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me უღრმესი მადლობა! მეორე თავი მზადაა და მალე გამოვა თქვენ სამსჯავროზე :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
25. მარტინ...
მოვაღწიე ძლივს აქამდე (:
მშვენიერი დასაწყისია, გამართული ნაწერია ერთი ისაა რომ ამდენი ქება ცოოოტა გადაჭარბებული მეჩვენა (თითქოს), მაგრამ გააჩნია როგორ გააგრძელებ შემდეგ თავებს, ალბათ გამართლდება. გაგრძელებით კი უნდა გააგრძელო აუცილებლად.
არვიცი შენ რა ჩანაფიქრი გაქვს მაგრამ, ფინალში ერთად არ დავტოვებდი ამათ :))ცოოტა ჩახლართვა მოუხდებოდა შემდეგ თავებს (ჩემი აზრით )
5 აქ და გაგრძელებას ველი
<3 მარტინ...
მოვაღწიე ძლივს აქამდე (:
მშვენიერი დასაწყისია, გამართული ნაწერია ერთი ისაა რომ ამდენი ქება ცოოოტა გადაჭარბებული მეჩვენა (თითქოს), მაგრამ გააჩნია როგორ გააგრძელებ შემდეგ თავებს, ალბათ გამართლდება. გაგრძელებით კი უნდა გააგრძელო აუცილებლად.
არვიცი შენ რა ჩანაფიქრი გაქვს მაგრამ, ფინალში ერთად არ დავტოვებდი ამათ :))ცოოტა ჩახლართვა მოუხდებოდა შემდეგ თავებს (ჩემი აზრით )
5 აქ და გაგრძელებას ველი
<3
24. არმენ, წავიკითხე და ძალიან მომეწონა. :)) კარგად არის გადმოცემული ახალგაზრდა კაცის გატაცება. :)) როცა "ობიექტი" ყველაზე ლამაზი და სრულყოფილი გგონია. :))
დანარჩენი პირადში. :)
პატივისცემით: ტენდი 5 არმენ, წავიკითხე და ძალიან მომეწონა. :)) კარგად არის გადმოცემული ახალგაზრდა კაცის გატაცება. :)) როცა "ობიექტი" ყველაზე ლამაზი და სრულყოფილი გგონია. :))
დანარჩენი პირადში. :)
პატივისცემით: ტენდი 5
23. დიდი მადლობა, ლელა! რატომღაც მეგონა, რომ ასეც შეიძლებოდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია მაგ სიტყვისთვის. შევასწორებ :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me დიდი მადლობა, ლელა! რატომღაც მეგონა, რომ ასეც შეიძლებოდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია მაგ სიტყვისთვის. შევასწორებ :)
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
22. მომეწონა გულწრფელად გადმოცემული ახალგაზრდული გატაცება. ალბათ გაგრძელება უფრო საინტერესო იქნება. მესამე აბზაცში სიტყვა-"თვითვეული" ალბათ მექანიკური შეცდომაა. (თითოეული) მომეწონა გულწრფელად გადმოცემული ახალგაზრდული გატაცება. ალბათ გაგრძელება უფრო საინტერესო იქნება. მესამე აბზაცში სიტყვა-"თვითვეული" ალბათ მექანიკური შეცდომაა. (თითოეული)
21. დიდი მადლობა, ბ-ნო მეუდაბნოვევ! თქვენი აზრი, როგორც ძალიან კარგი პროზაიკოსის, განსაკუთრებით მეძვირფასება! დიდი მადლობა, ბ-ნო მეუდაბნოვევ! თქვენი აზრი, როგორც ძალიან კარგი პროზაიკოსის, განსაკუთრებით მეძვირფასება!
20. კარგი, რედაქტირებული ნაწერია. ლოლას სახე, შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია. ინტრიგა(საკეისრო კვეთის კვალი, ჭორები) ჩაგდებულია. პირველი პირის პერსონაჟის სახე ჯერჯერობით სრულად მოცემული არ არის და ალბათ ჩამოყალიბდება ან შეიძლება არც იყოს საჭირო. მომეწონა. მეორე პირში პროზის წერა ძნელია, არ იძლევა სიუჟეტის იოლად გაშლის საშუალებას, ამიტომაც აქვს თხრობას ლირიკული იერი. საინტეროსოა, როგორ გაგრძელდება. კარგი, რედაქტირებული ნაწერია. ლოლას სახე, შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია. ინტრიგა(საკეისრო კვეთის კვალი, ჭორები) ჩაგდებულია. პირველი პირის პერსონაჟის სახე ჯერჯერობით სრულად მოცემული არ არის და ალბათ ჩამოყალიბდება ან შეიძლება არც იყოს საჭირო. მომეწონა. მეორე პირში პროზის წერა ძნელია, არ იძლევა სიუჟეტის იოლად გაშლის საშუალებას, ამიტომაც აქვს თხრობას ლირიკული იერი. საინტეროსოა, როგორ გაგრძელდება.
19. <3 <3 <3 გაიხარე, დიდი მადლობა! <3 <3 <3 გაიხარე, დიდი მადლობა!
18. არმენ.. მოგიკითხეე.. :** გამიხარდა,შენი ნაწერის ნახვა და ველი გაგრძელებას დიდი ინტერესით..
"შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე" - ამ პირველმა ფრაზამ უცებ ბოტიჩელის "ვენერას დაბადება" გამახსენა.. ძალიან მიყვარს ეგ ნახატი და სიამოვნებით გავაგრძელე კითხვა.. :** არმენ.. მოგიკითხეე.. :** გამიხარდა,შენი ნაწერის ნახვა და ველი გაგრძელებას დიდი ინტერესით..
"შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე" - ამ პირველმა ფრაზამ უცებ ბოტიჩელის "ვენერას დაბადება" გამახსენა.. ძალიან მიყვარს ეგ ნახატი და სიამოვნებით გავაგრძელე კითხვა.. :**
17. გაიხარე, ირაკლი, დიდი მადლობა! ვცდილობ, ვცდილობ! :) მაგრამ აბა, ერთი მეც მკითხე, როგორ კარგად ვწერ! :D გაიხარე, ირაკლი, დიდი მადლობა! ვცდილობ, ვცდილობ! :) მაგრამ აბა, ერთი მეც მკითხე, როგორ კარგად ვწერ! :D
16. კაი კაცი ხარ შენ...დახვეწილად და კარგადაც წერ კაი კაცი ხარ შენ...დახვეწილად და კარგადაც წერ
15. სამწუხაროდ არა ვარ, კატიე და ორმაგად მიჭირს წერა, ნაწერს რომ სიყალბე არ დაეტყოს. ჯერჯერობით კი, როგორც თქვენი კომენტარებიდან ჩანს, ვახერხებ თქვენ ,,მოტყუებას!" :) დიდი მადლობა! სამწუხაროდ არა ვარ, კატიე და ორმაგად მიჭირს წერა, ნაწერს რომ სიყალბე არ დაეტყოს. ჯერჯერობით კი, როგორც თქვენი კომენტარებიდან ჩანს, ვახერხებ თქვენ ,,მოტყუებას!" :) დიდი მადლობა!
14. შეყვარებული ხარ, ბიჭო??? დააკვირდი ლოლას ნაღვლიანი თვალები ხომ არ აქვს :)))))))
გააგრძელე, ოღონდ ძალიან ნუ დაამძიმებ ნაწერს :* შეყვარებული ხარ, ბიჭო??? დააკვირდი ლოლას ნაღვლიანი თვალები ხომ არ აქვს :)))))))
გააგრძელე, ოღონდ ძალიან ნუ დაამძიმებ ნაწერს :*
13. მართლაც ყველასა და ყველაფერსაც არჩევდა, მაგრამ ეს გოგო შეყვარებული ბიჭის თვალითაა დანახული და ზეუსმა კარგად შენიშნა, რომ პირველივე წინადადებიდან აფროდიტეს დაბადება ახსენდება მკითხველს. შესაბამისად ყველანაირი ჰიპერბოლა სიგიჟემდე შეყვარებული ბიჭის პოზიციაა, მეტი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! მართლაც ყველასა და ყველაფერსაც არჩევდა, მაგრამ ეს გოგო შეყვარებული ბიჭის თვალითაა დანახული და ზეუსმა კარგად შენიშნა, რომ პირველივე წინადადებიდან აფროდიტეს დაბადება ახსენდება მკითხველს. შესაბამისად ყველანაირი ჰიპერბოლა სიგიჟემდე შეყვარებული ბიჭის პოზიციაა, მეტი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
12. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდი.<< ყველას და ყველაფერსაც ამჩნევდა, დამიჯერეთ :))
სუფთად შესრულებულმა ნაწერმა მომხიბლა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ,,ხოტბა" არ მიზიდავს ხოლმე =)
ველი =) ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდი.<< ყველას და ყველაფერსაც ამჩნევდა, დამიჯერეთ :))
სუფთად შესრულებულმა ნაწერმა მომხიბლა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ,,ხოტბა" არ მიზიდავს ხოლმე =)
ველი =)
11. "შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე"-ქალღმერთი აფროდიტე. წარმოვიდგინე რა ლამაზი იქნებოდა :))) მახსოვს ავტორის ლექსი, დაახლოებით იგივე თემაზე. ისევ იმ გოგოს ეძღვნება ნეტა? :))) ველოდები გაგრძელებას. "შენ ზღვის ქაფიდან დაიბადე"-ქალღმერთი აფროდიტე. წარმოვიდგინე რა ლამაზი იქნებოდა :))) მახსოვს ავტორის ლექსი, დაახლოებით იგივე თემაზე. ისევ იმ გოგოს ეძღვნება ნეტა? :))) ველოდები გაგრძელებას.
10. დიდი მადლობა, ქ-ნო თამარ, გაიხარეთ! აუცილებლად შევასწორებ! დიდი მადლობა, ქ-ნო თამარ, გაიხარეთ! აუცილებლად შევასწორებ!
9. ისე მართალი რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი იმ კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული, როცა გაგრძელების დასაწერად კლავიატურას შევეხები. არმენ არუთინოვი. 2012-02-24 00:20:10
ყოჩაღ! ამით ბევრი რამ სთქვი!!!
ერთი თხოვნა თუ შენიშვნა მექნება, - "თმები" არა, რა? "თ მ ა" !!!!!! თმა - ეს უკვე ნიშნავს, რომ ბევრ, უამრავ თმის ღერზეა საუბარი... არ არსებობს სიტყვა "თმები", ისე, როგორც "ცეცხლები", "თოვლები"... :) ისე მართალი რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი იმ კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული, როცა გაგრძელების დასაწერად კლავიატურას შევეხები. არმენ არუთინოვი. 2012-02-24 00:20:10
ყოჩაღ! ამით ბევრი რამ სთქვი!!!
ერთი თხოვნა თუ შენიშვნა მექნება, - "თმები" არა, რა? "თ მ ა" !!!!!! თმა - ეს უკვე ნიშნავს, რომ ბევრ, უამრავ თმის ღერზეა საუბარი... არ არსებობს სიტყვა "თმები", ისე, როგორც "ცეცხლები", "თოვლები"... :)
8. დიდი მადლობა! მუხა, მართალი ხართ, ,,დაავადებული" სრულიად ზედმეტია, წავშლი.
მხატვრული თვალსაზრისით რამედ ვარგოდეს, ბ-ნო აზგო და ჭირსაც წაუღია სიუჟეტი. :) ისე მართალი რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი იმ კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული, როცა გაგრძელების დასაწერად კლავიატურას შევეხები. დიდი მადლობა! მუხა, მართალი ხართ, ,,დაავადებული" სრულიად ზედმეტია, წავშლი.
მხატვრული თვალსაზრისით რამედ ვარგოდეს, ბ-ნო აზგო და ჭირსაც წაუღია სიუჟეტი. :) ისე მართალი რომ გითხრათ, ჯერ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი იმ კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული, როცა გაგრძელების დასაწერად კლავიატურას შევეხები.
7. "თუ გადაგრიათ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს"- რას ქვია არ ნიშნავს?! თუ ამ ბიჭმა ეს ლოლა არ "დაითრია", მაშინ ტყუილად მომცდარვართ ამდენი ხალხი! ვერ გაპატიებთ იცოდე! ეს იქნება შენიშვნა არაა, მაგრამ იცოდე, "მეგობრული" გაფრთხილება კია! "თუ გადაგრიათ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს"- რას ქვია არ ნიშნავს?! თუ ამ ბიჭმა ეს ლოლა არ "დაითრია", მაშინ ტყუილად მომცდარვართ ამდენი ხალხი! ვერ გაპატიებთ იცოდე! ეს იქნება შენიშვნა არაა, მაგრამ იცოდე, "მეგობრული" გაფრთხილება კია!
6. საინტერესო იქნება გაგრძელება!" "დაავადებული წარმოსახვა"- ეს ფრაზა ჩემთვის გაურკვეველია. საინტერესო იქნება გაგრძელება!" "დაავადებული წარმოსახვა"- ეს ფრაზა ჩემთვის გაურკვეველია.
5. ოჰ, ჯონათან! რატომ უყურებ ფეისბუქზე ჩემ მოწონებულ ვიდეოებს! :) არა, აქ სიუჟეტი სულ სხვანაირად განვითარდება და ჰიუგოს უკვდავ რომანს არაფრით დაუკავშირდება (თუ გაგრძელდა, ვნახოთ რამდენად მოგეწონებათ (ან არ მოგეწონებათ) მკითხველებს). მიუზიკლ ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან" უძლიერესმა ,,ბელლმა" ამომაქექინა ჩემი ეს შარშანწინდელი ნაწერი, კორექტურა გამაკეთებინა და აქაც მომატანინა. დილიდან რაღაც სიყვარულის ხასიათზე ვარ :D :D
ბ-ნო ჰარირამა, ბ-ნო აზგო, დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ! ჯონათან <3 მკითხველებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება, შენიშვნებს ნუ დაიშურებთ და ისიც მითხარით ბარემ, ღირს თუ არა ამ ნაწერის გაგრძელება. ოჰ, ჯონათან! რატომ უყურებ ფეისბუქზე ჩემ მოწონებულ ვიდეოებს! :) არა, აქ სიუჟეტი სულ სხვანაირად განვითარდება და ჰიუგოს უკვდავ რომანს არაფრით დაუკავშირდება (თუ გაგრძელდა, ვნახოთ რამდენად მოგეწონებათ (ან არ მოგეწონებათ) მკითხველებს). მიუზიკლ ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან" უძლიერესმა ,,ბელლმა" ამომაქექინა ჩემი ეს შარშანწინდელი ნაწერი, კორექტურა გამაკეთებინა და აქაც მომატანინა. დილიდან რაღაც სიყვარულის ხასიათზე ვარ :D :D
ბ-ნო ჰარირამა, ბ-ნო აზგო, დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ! ჯონათან <3 მკითხველებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება, შენიშვნებს ნუ დაიშურებთ და ისიც მითხარით ბარემ, ღირს თუ არა ამ ნაწერის გაგრძელება.
4. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზეა ხო, ეს ტექსტი არმენ? :))) კიდე ბევრს გადარევს ეგ ლოლა, ეტყობა "კოჭებში"..:)) პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზეა ხო, ეს ტექსტი არმენ? :))) კიდე ბევრს გადარევს ეგ ლოლა, ეტყობა "კოჭებში"..:))
3. თუ გადაგრიათ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს :) თუ გადაგრიათ, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს :)
2. არმენ, რაზეა ეს ტექსტი? ვგულისხმობ, აი წიგნის პირველ ყდაზე რომ ანოტაციებს წერენ, ისეთი თუ შეგიძლია მოგვაწოდო? თორემ ამ ლოლამ გადამრია კაცი! არმენ, რაზეა ეს ტექსტი? ვგულისხმობ, აი წიგნის პირველ ყდაზე რომ ანოტაციებს წერენ, ისეთი თუ შეგიძლია მოგვაწოდო? თორემ ამ ლოლამ გადამრია კაცი!
1. მშვენიერი დასაწყისია და გარძელება იქნება იმედია:)) მშვენიერი დასაწყისია და გარძელება იქნება იმედია:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|