 | ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2012 |
შევეყარეთ ერთმენეთს მე და ღამის წყვდიადი ჩვენი ვნებიანობა გახდა ექსპლიციტური, შენ უდროო სიკვდილო რაკი დამიგვიანდი მინდა დარდის სიგელი, მარტოობის ტიტული ჩამომკიდონ წვიმებმა... ვკარგავ ემანაციებს აღარ ვჩანვარ საკრეში, როგორც გრაფი დრაკულა ქარი სულის ღვარცოფებს სამუდამოდ აცივებს უკვე ზამთრის დღეებიც მატყუებენ მზაკვრულად და ვეწევი სიგარეტს ნერვიული ტუჩებით უძილობამ სამყარო ნისლად გადამიქცია დღესაც, როგორც ყოველდღე, სიკვდილს გადავურჩები, რადგან ჩემი სიცოცხლე არის მხოლოდ ფიქცია, ერთი ხელშეკრულება, უიმედო მშვიდობა, როცა ტანში სისხლი და უმოწყალო ომია, არ მაოცებს კოსმოსი, რუხი უამინდობა ჩემი სულის კიბო და გრძნობის დიქოტომია. ჯოჯოხეთის სამჭედლო ისევ ამტვრევს ჩაქუჩებს მეც მახლობელ კორპუსში სადარბაზომ მიშვილა კიბეებზე სირბილი უძილობას აყუჩებს და აღარ გთხოვს სამყარო - მოევლინო ცის შვილად ყველა მწვანე მდელოს და უადგილო ყვავილებს, მზის სხივების "ამბოხებს", შემოტევებს, "თარეშებს", ვხვდები, უკვე სასმელი ჩემს სიგიჟეს ამირევს და დავრჩებით მე და დღე, ღამეების გარეშე... მე კი უკვე მიყვარს და ჯვრის დაწერას ვაპირებ, ჩემს ეკლიპტურ პარტნიორს სახლის კარებს შევუღებ, არ გავყვები მზისაკენ გადაწოლილ ნაპირებს რადგან ღამის წყვდიადი არის ჩემი მეუღლე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე კი უკვე მიყვარს და ჯვრის დაწერას ვაპირებ, ჩემს ეკლიპტურ პარტნიორს სახლის კარებს შევუღებ, არ გავყვები მზისაკენ გადაწოლილ ნაპირებს რადგან ღამის წყვდიადი არის ჩემი მეუღლე... ++ მე კი უკვე მიყვარს და ჯვრის დაწერას ვაპირებ, ჩემს ეკლიპტურ პარტნიორს სახლის კარებს შევუღებ, არ გავყვები მზისაკენ გადაწოლილ ნაპირებს რადგან ღამის წყვდიადი არის ჩემი მეუღლე... ++
8. კარგია და 5 - ჭას კომენტარი მოვიწონე! კარგია და 5 - ჭას კომენტარი მოვიწონე!
7. ყველა მწვანე მდელოს და უადგილო ყვავილებს, მზის სხივების "ამბოხებს", შემოტევებს, "თარეშებს", ვხვდები, უკვე სასმელი ჩემს სიგიჟეს ამირევს და დავრჩებით მე და დღე, ღამეების გარეშე... მე კი უკვე მიყვარს და ჯვრის დაწერას ვაპირებ, ჩემს ეკლიპტურ პარტნიორს სახლის კარებს შევუღებ, არ გავყვები მზისაკენ გადაწოლილ ნაპირებს რადგან ღამის წყვდიადი არის ჩემი მეუღლე...
მოეწონა არტემიდას:)5+ შენ ყველა მწვანე მდელოს და უადგილო ყვავილებს, მზის სხივების "ამბოხებს", შემოტევებს, "თარეშებს", ვხვდები, უკვე სასმელი ჩემს სიგიჟეს ამირევს და დავრჩებით მე და დღე, ღამეების გარეშე... მე კი უკვე მიყვარს და ჯვრის დაწერას ვაპირებ, ჩემს ეკლიპტურ პარტნიორს სახლის კარებს შევუღებ, არ გავყვები მზისაკენ გადაწოლილ ნაპირებს რადგან ღამის წყვდიადი არის ჩემი მეუღლე...
მოეწონა არტემიდას:)5+ შენ
5. აქ რა ვთქვა, რომ არ ვიცი, თითქოს კარგი ლექსია... ჩავიკითხე ბოლომდე ემოციის გარეშე...:( ვეცადე და მინდოდა...4-ი , 5-ად მექცია... თუ არ უცხო სიტყვების, უადგილო თარეში...
4...:)) აქ რა ვთქვა, რომ არ ვიცი, თითქოს კარგი ლექსია... ჩავიკითხე ბოლომდე ემოციის გარეშე...:( ვეცადე და მინდოდა...4-ი , 5-ად მექცია... თუ არ უცხო სიტყვების, უადგილო თარეში...
4...:))
4. ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მომეწონა:)
ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მომეწონა:)
3. აი, ბოლოში რომ გავედი ვერ გავიგე ლექსი რითი იწყებოდა :/
აი, ბოლოში რომ გავედი ვერ გავიგე ლექსი რითი იწყებოდა :/
2.
საინტერესოა. ბრჭყალები რა საჭირო იყო, ვერ მეტყვით? ცოტა გადატვირთულია უცხო სიტყვებით.
საინტერესოა. ბრჭყალები რა საჭირო იყო, ვერ მეტყვით? ცოტა გადატვირთულია უცხო სიტყვებით.
1. მართალია ექოტომია, ექსპლიციტური და ემანაცია არ ვიცი რას ნიშნავენ, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა მხოლოდ და შენიშვნად ნუ მიიღებ. ვთვლი, რომ ეს შენ აქ დადებულ ლექსებში საუკეთესოა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მელოდიაა ძალიან ნაცნობი და შესაბამისად სადავო. 5! მართალია ექოტომია, ექსპლიციტური და ემანაცია არ ვიცი რას ნიშნავენ, მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა მხოლოდ და შენიშვნად ნუ მიიღებ. ვთვლი, რომ ეს შენ აქ დადებულ ლექსებში საუკეთესოა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მელოდიაა ძალიან ნაცნობი და შესაბამისად სადავო. 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|