ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუ-რული
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2012


*****************************************************************************

                        ***
ეწაფებოდა ვით დედის ძუძუს
ქართველი კაცი ღვინიან ჭიქას
სხეულით არა, მშიერი სულით
სვამდა და თითქოს არ იყო იქაც

სადაც ვიყავით ერთად ყველანი
შეკრებილები ერთი ჭერის ქვეშ
არ ადარდებდა ღვინის მელანი
და მოქმედება ამავ ღვინისვე

რომ დაათრობდა ნაჟური ყურძნის.
სვამდა დინჯად და აუჩქარებლად
ეს მოთმინება იცით რას უდრის?
მე მივიჩნიე ბავშვის ალერსად

როცა უკბილო ღრძილებს დააღჭენს
და რძეს უტკბილესს დაეწაფება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები